ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2022 წლის 25 მაისი ქ. ლანჩხუთი |
|
ა) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას;
ბ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ;
გ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
დ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;
ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას;
ვ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის შექმნის, გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს;
ზ) ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას;
თ) საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას; ითვლის და აცხადებს ფარული კენჭისყრის შედეგებს;
ი) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
კ) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურეობრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ნ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის შესახებ, აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;
ო) შეიმუშავებს და განიხილავს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;
პ) განიხილავს ადამიანის უფლებების კანონიერების საკითხზე შემოტანილ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს;
ჟ) ახორციელებს- შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგს.
რ) ამ დებულებისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ს) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებს და ახდენს სათანადო რეაგირებას;
ტ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ე) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და აძლევს მათ დავალებებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
თ) სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ი) ქმნის, ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.