საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №018
2022 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №004 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
5. დეპარტამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანა
დეპარტამენტის ამოცანაა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
ვ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებთან შეხვედრა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და მონიტორინგი;
ბ) მიმდინარე გამოძიებისას სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორისთვის მითითების მიცემა;
გ) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდების მიზნით, არსებული პრაქტიკის განზოგადება და სათანადო ანალიზი;
დ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორისთვის მითითების მიცემა;
გ) რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
დ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე;
ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანისა და ფუნქციების შესრულების, საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ი) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) დეპარტამენტის ამოცანისა და ფუნქციების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას;
თ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
კ) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ლ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე;
მ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ნ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ი) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე;
კ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) მრჩევლები.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანისა და ფუნქციათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე