“შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 05.02.2003
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.674
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 12/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 64.45pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.661
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №31
2003 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი“) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ს) ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 52-ე და 56-ე მუხლების, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესასრულებლად და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „შემოწმების წესი”.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. წინამდებარე დადგენილება ძალაშია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
მ. ჯიბუტი
შემოწმების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი“) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ს) ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე; კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 52-ე და 55-ე მუხლების, ხოლო 56-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით – ასევე „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად; “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 239-ე მუხლის 26-ე ნაწილისა და 2092 მუხლით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად და განსაზღვრავს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია”) მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული შემდეგი მნიშვნელობები:
ა) „აშკარა დარღვევა” – ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევა, რომლის დასადასტურებლად არ არის აუცილებელი შემოწმების ჩატარება და კომისია უფლებამოსილია ასეთ დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს დარღვევასთან დაკავიშირებით კომისიის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო ბარათის საფუძველზე. ასეთ დარღვევებს განეკუთვნება:
ა.ა) ფასიანი ქაღალდების ემისიის განთავსების თაობაზე ანგარიშის კომისიისათვის დროულად წარმოუდგენლობა (კანონის მე-8 მუხლი);
ა.ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევის შესახებ კომისიისათვის დაუყოვნებლივ შეუტყობინებლობა (კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი);
ა.გ) წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშების კომისიისათვის დროულად წარმოუდგენლობა (კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი);
ა.დ) საბროკერო კომპანიის მიერ პერიოდული ანგარიშების კომისიისათვის დროულად წარმოუდგენლობა (კანონის 32-ე მუხლის პირველი და 33-ე მუხლის მე-9 პუნქტები);
ბ) „თვითაცილება” – კანონის 51-ე მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 92-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე კომისიის წევრის ან/და თანამშრომლის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება შემოწმებასთან ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
გ) „კანონმდებლობის დარღვევა” –
გ.ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის ისეთ მოთხოვნათა დარღვევა ან პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნა, რომლის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს კანონით განსაზღვრული ქმედებანი;
გ.ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის შემთხვევაში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” შესაბამისად კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს დაადოს ადმინისტრაციული სახდელი.
დ) „კომისია” – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელიც „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრში (05.10.2001წ. №1789)
ე) „ოფიციალური მოწმობა” – შემოწმების ბრძანება შემმოწმებლის პირადობის დამადასტურებელ სამსახურებრივ მოწმობასთან ერთად, რომელიც კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შემოწმების ჩატარებისას წარედგინება შესამოწმებელი ობიექტის პასუხისმგებელ პირს.
ვ) „საქმის განხილვა” – საქმის მასალების განხილვა შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით;
ზ) „საქმის მასალები” –
ზ.ა) შემოწმების მასალები: შემმოწმებლის (ორი და მეტი შემმოწმებლის შემთხვევაში კი – ჯგუფის უფროსის) მიერ შემოწმების დასრულების შესახებ კომისიისათვის მომზადებული მოხსენებითი ბარათი, შემოწმების აქტი და შემოწმების შედეგად მოპოვებული შემოწმების აქტზე თანდართული მასალები, რომლებითაც დასტურდება შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტები; ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ზ.ბ) „აშკარა დარღვევისას” – ამ დარღვევის გამომვლენი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სარეკომენდაციო ბარათი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
თ) „საქმის მომხსენებელი” – საქმის განხილვაზე კომისიისათვის საქმის მომხსენებელია:
თ.ა) შემოწმების შემთხვევაში – თვით შემმოწმებელი (ორი და მეტი შემმოწმებლის შემთხვევაში კი – ჯგუფის უფროსი);
თ.ბ) „აშკარა დარღვევის” შემთხვევაში – ამ დარღვევის გამომვლენი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
ი) „შემოწმება” – სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა, მათი პასუხისმგებელი პირებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შესწავლა და მათ საქმიანობაში სამართალდარღვევათა გამოვლენა, შესაბამისი ზომების მიღებისათვის.
კ) „შემოწმების აქტი” – კანონის 52-ე მუხლისა და ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შემმოწმებლ(ებ)ის მიერ მომზადებული და როგორც თითოეული შემმოწმებლის, ისე შესამოწმწებელი ობიექტის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია შემოწმების შედეგები.
ლ) „შემოწმების ბრძანება” – კომისიის ბრძანება შემოწმების ჩატარების შესახებ, რომელიც გამოცემულია ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს: შემოწმების მიზანს, შესამოწმებელ პირს, შემმოწმებლ(ებ)ის ვინაობასა და თანამდებობას, შემოწმების პროგრამას, შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს.
მ) „შემმოწმებელი” – კომისიის აპარატის თანამშრომელი, რომელიც შემოწმების ბრძანებით უფლებამოსილია განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი (შემოწმება). ორი და მეტი თანამშრომლისათვის შემმოწმებლის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში შემმოწმებლებიდან ერთ-ერთი შემოწმების ბრძანებით განისაზღვრება ჯგუფის უფროსად.
ნ) „შესამოწმებელი პირი” – ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე(ები) ან/და მისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ი, რომელიც შემოწმების ბრძანებაში აღნიშნულია როგორც შემოწმების ობიექტი(სუბიექტი).
მუხლი 3🔗. შემოწმება
1. კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის საქმიანობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
2. შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ შემოწმების ბრძანების საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარის ან მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
3. შემოწმების ბრძანება უნდა შეიცავდეს:
სათაურს;
შესამოწმებელი პირის სრულ დასახელებას (ვინაობას);
გ) შემოწმების მიზანს;
დ)შემმოწმებლის სახელს, გვარს და თანამდებობას; ორი და/ან მეტი შემმოწმებლის შემთხვევაში – ასევე შემმოწმებელი ჯგუფის უფროსის ვინაობას;
ე) შემოწმების პროგრამას;
ვ) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს.
4. შემოწმების დაწყებამდე შემმოწმებელმა (ჯგუფის უფროსმა) შესამოწმებელ პირს უნდა გადასცეს ოფიციალური მოწმობა.
5. შემოწმების დაწყებამდე შემმოწმებელი ვალდებულია შესამოწმებელ პირს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი, თანახმად კომისიის 2002 წლის 19 აგვისტოს №134 ბრძანებისა.
6. შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებელი ვალდებულია დაიცვას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული მოთხოვნები, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ შესამოწმებელ პირს ხელი არ შეუშალოს საქმიანობაში.
7. შემოწმებისას დასაშვებია სხვა ადმინისტრაციული ორგანოების დახმარების გამოყენება ამ ორგანოებისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი წესით.
9. შემმოწმებელი მოქმედებს მისთვის შემოწმების ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შემმოწმებლების ჯგუფის შემთხვევაში შემოწმებას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია ჯგუფის უფროსი, დანარჩენი შემმოწმებლები კი ექვემდებარებიან მას.
10. შემმოწმებელი უფლებამოსილია შესამოწმებელი პირისაგან მოითხოვოს ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა-განმარტებები, შეამოწმოს მისი დავთრები და ჩანაწერები, გადაიღოს მათი ასლები, მოითხოვოს ის დოკუმენტები და ბანკიდან იმ ჩანაწერთა ასლების გამოთხოვა, რომლებიც შემმოწმებლის აზრით, აუცილებელია შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად და შემდეგ – კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად
11. შემმოწმებელი ვალდებულია შემოწმების აქტში ასახვის მიზნით დაადგინოს:
შესამოწმებელი პირის მხრიდან აქვს თუ არა ადგილი:
ა.ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას ან/და
ა.ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოსალოდნელი დარღვევის ხელშემწყობ გარემოებებს, რომელთა თავიდან აცილებისათვის აუცილებელია კომისიის რეაგირება;
ბ) შესამოწმებელი პირის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის (მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ის) ვინაობა, რომლის მოქმედება ან უმოქმედობა პირდაპირაა დაკავშირებული ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებთან.
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომ(ები)ა ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევ(ებ)ის არსებობისას.
12. კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შემმოწმებლ(ებ)ის საქმიანობის ხელშეწყობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
13. შემმოწმებლ(ებ)ისათვის შემოწმების განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში შესამოწმებელ პირს (მის პასუხისმგებელ პირ(ებ)ს) ეკისრება პასუხიმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. თუ შემმოწმებელი შემოწმებისას გამოავლენს, რომ შესამოწმებელი პირის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იგი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ კომისიას და მასვე წარუდგენს შესაბამის მასალებს (დანართებითურთ) განსახილველად და კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად – სათანადო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
15. აქტზე დასართავად გადაღებულ უნდა იქნას დოკუმენტის დედანის (დუბლიკატის) ქსეროასლი, რომლის დედანთან შესაბამისობასაც თითოეულ გვერდზე ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს შესამოწმებელი პირი.
16. შემოწმების შედეგები ფორმდება და ამომწურავი სახით თავს იყრის შემოწმების აქტში, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
შემოწმების აქტის შედგენის თარიღი;
შემოწმების საფუძველი (ბრძანების თარიღი და ნომერი);
შემოწმების მიზანი;
დ) შემმოწმებელთა სახელი, გვარი და თანამდებობა;
შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღები;
შესამოწმებელი პირის იურიდიული მისამართი და სრული დასახელება; შესამოწმებელი პირის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი და თანამდებობა; საკონტაქტო კოორდინატები;
ზ) შემოწმების შედეგები;
თ) შემოწმების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების დასახელება (თარიღის, ნომრის და გვერდების რაოდენობის მითითებით), რომლებითაც დასტურდება შემოწმების შედეგად გამოვლენილი, შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტები ან/და დარღვევები. თითოეული დოკუმენტი წამოდგენილი უნდა იქნეს შემოწმების აქტის დანართის სახით, დანართები უნდა იყოს დანომრილი რიგითობის მიხედვით, ხოლო შემოწმების აქტზე თანდართული ყველა დანართის თითოეული გვერდი მთლიანად უნდა იყოს დანომრილი თანმიმდევრულად, გამჭოლი ნუმერაციით.
17. შემოწმების აქტს ხელს აწერენ შემმოწმებლები და შესამოწმებელი პირის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
18. იმ შემთხვევაში თუ შესამოწმებელი პირი არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემოწმების შედეგებს, მას უფლება აქვს შემოწმების აქტზევე წერილობით მიუთითოს, რომ იგი არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ შემოწმების შედეგებს და ხელმოწერით დაადასტუროს აღნიშნული პოზიცია. ამასთან, შესამოწმებელი პირი ვალდებულია იქვე მიუთითოს ან შემოწმების აქტზე დასართავად შემმოწმებელს წერილობით წარუდგინოს ხელმოწერით დადასტურებული ახსნა-განმარტება:
იმ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით, რომელსაც იგი არ ეთანხმება;
არგუმენტ(ებ)ის, – ნორმატიული აქტის (მუხლის, პუნქტის), – მითითებით, რომელსაც ეყრდნობა მისი პოზიცია.
19. თუ შესამოწმებელი პირი შემოწმების აქტს ხელს არ მოაწერს და არც იმას აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტს გარკვეული მოსაზრების გამო არ ეთანხმება, ასეთ შემთხვევაში შემმოწმებელი, მოწმ(ეებ)ის თანდასწრებით შემოწმების აქტზე აკეთებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ შესამოწმებელმა პირმა უარი განაცხადა ამ აქტის ხელმოწერაზე და ამ ჩანაწერს ხელმოწერით დაადასტურებ(ენ)ს მოწმე(ები).
20. თუ შემმოწმებელი შემოწმების პროცესში დაადგენს, რომ ადგილი აქვს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართადარღვევას (სამართალდარღვევებს), შემოწმების აქტის შედგენასთან ერთად ადგენს ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. შემოწმების აქტში კი აფიქსირებს კონკრეტულად თუ რა ადმინისტრაციულ გადაცდომაზე იქნა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
21. შემოწმების დასრულების შემდეგ, შემმოწმებელმა (ჯგუფის უფროსმა) 3 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით უნდა წარუდგინოს კომისიას შემოწმების მასალები.
22. შემოწმების პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი ლიცენზიის შეჩერების ან გამოთხოვის საფუძველი.
მუხლი 4🔗. აშკარა დარღვევა
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული „აშკარა დარღვევის” შემთხვევაში დარღვევის გამომვლენი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია კომისიას წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნული დარღვევის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად უფლებამოსილია საქმე განსახილველად მოამზადოს შემოწმების ჩატარების გარეშეც და კომისიას იგი წარუდგინოს სარეკომენდაციო ბარათით.
2. „აშკარა დარღვევის” შემთხვევაში განსახილველად და გადასაწყვეტად წარდგენილ საქმეს თან უნდა დაერთოს ან/და მიეთითოს ყველა ის დოკუმენტი/საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ადასტურებს აშკარა დარღვევის ფაქტს და რომელთა საფუძველზედაც უნდა მოხდეს განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 5🔗. საქმის განხილვა
საქმის განხილვაზე კომისიისათვის საქმის მასალების საფუძველზე საქმის წარმომდგენია საქმის მომხსენებელი.
საქმის მასალებს კომისია განიხილავს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.