დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2022 წლის 27 მაისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დანართი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
2. საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მინიმუმ 12 წევრი. მათ უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ასევე მის შემადგენლონაში სასურველია შედიოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომ შშმ) პირი ან მისი მშობელი/ოჯახის წევრი, შშმ პირთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.
2. საბჭოს თავმჯდომარეა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საბჭოს ყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს შემადგენობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს იმ წევრთაგან, რომლებიც საბჭოში წარმოადგენენ მერიის სამსახურებს.
6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც შეიძლება იყოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ნებისმიერი თანამშრომელი.
7. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.
8. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმდჯომარე.
10. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული სამსახურის კადრების განყოფილების უფროსი.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ამოცანები
ა) დუშთის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შშმ პირთა უფლებები დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მუნიცპალიტეტის საქმიანობაში დისკრიმინაციის არ დაშვება;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას მუნიციპალიტეტში და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები, რეკომენდაციები და ა.შ;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები მუნიციპალიტეტში შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას მუნიციპალურ დონეზე ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების რეალიზების და ინკლუზიური გარემოს შექმნის უზრუნველყოფაზე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ფუნქციები და უფლებები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების (მერის წარმომადგენლობები), სამსახურების, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას ანდა საზოგადოებაში შესაბამისი ინკლუზიის კუთხით;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების და პროგრამების დაფინანსებისა დახელშეწყობის მიზნით;
დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის დამხმარე საშულებების, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;
ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი) შშმ პირებთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება შშმ პირთა წინაშე არსებული საჭიროებების მოგვარების მიმართულებით;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
მ) შშმ პირებთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (მერის წარმომადგენლობების) ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზირებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან (მერის წარმომადგენლობებისგან) და დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-დან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
3. საბჭოს აქვს უფლება მუნიციპალიტეტის სახელით, საჯარო თუ კერძო სამართლის სუბიექტებისგან, კანონმდბელობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს მისი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს თავმჯდომარე
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას;
ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღმასრულებელ მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 6🔗.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 7🔗.
საბჭოს აღმასრულებელი მდივანი
ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების, აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში;
ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების ჩაბარებას, დახარისხებას და შესაბამის ადრესატებზე მიწოდებას;
გ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორისგან შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობას და წარადგენს საბჭოს წინაშე მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗.
საბჭოს მდივანი
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗.
საბჭოს წევრი
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელებზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ:
ა) იგი საბჭოს წარუდგენს პირად განცხადებას;
ბ) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს მიერ დაენიშნა მხარდაჭერა იმ სფეროში, რომელიც აუცილებელია საბჭოში მუშაობისთვის;
დ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე) გარდაიცვალა.
მუხლი 10🔗.
საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
10. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის მიწოდებასაც უზრუნველყოფენ საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და მდივანი საბჭოს სხვა დანარჩენ წევრებთან კოორდინაციით.