საქართველოს წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვების შესახებ“

მიღების თარიღი 22.11.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №330/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.574
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 03/12/2002
matsne.gov.ge 314 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვების შესახებ“ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 470.230.000.11.119.005.574 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №330/ნ 2002 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლითა და ფულადი პრემიით დაჯილდოების შესახებ“ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ავლიპ ზურაბაშვილის 100 წლისთავის აღნიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №1012 განკარგულების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლით“ და ფულადი პრემიით დაჯილდოების წესის შესახებ დებულება (დანართი 1). 2. დამტკიცდეს წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლის“ და დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში. 3. მედლისა და დამადასტურებელი მოწმობის დამზადება, ფულადი პრემიის გაცემა განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე დებულება წლის საუკეთესო ექიმისათვის დაწესებული „ავლიპ ზურაბაშვილის მედლით“ და ფულადი პრემიით დაჯილდოების წესის შესახებ 1. „ავლიპ ზურაბაშვილის მედლითა“ და ფულადი პრემიით „ავლიპ ზურაბაშვილის დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №1012 განკარგულების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ჯილდოვდებიან საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე ექიმები, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ 20 წელი, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, დამსახურებული ავტორიტეტით კოლეგებში, პაციენტებსა და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მიღწევითა და პროფესიული ეთიკით. 2. გადაწყვეტილებას „ავლიპ ზურაბაშვილის მედლით” და ფულადი პრემიით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შუამდგომლობის საფუძველზე. 3. შუამდგომლობას „ავლიპ ზურაბაშვილის მედლითა” და ფულადი პრემიით დაჯილდოების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარუდგენენ: ექიმთა პროფესიული ასოციაციები, სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები და იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სამედიცინო სამსახური. 4. „ავლიპ ზურაბაშვილის მედალი” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი მოწმობა და ფულადი პრემია, ერთი ათასი ლარის ოდენობით, ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო ექიმს. 5. მედლისა და დამადასტურებელი მოწმობის დამზადება, ფულადი პრემიის გაცემა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში. დანართი №1 დანართი №2