ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2022
ძალაში შესვლა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,557 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2022 მიღება
06.06.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.09.2022 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.01.2018 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.12.2017 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2022 წლის 31 მაისი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 06 ივნისიდან.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.   ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში. 2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მერიის დებულებითა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3.  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. 4.  სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ საქართველოს კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მუხლი 3🔗. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის,  გარე  ვაჭრობის  ნორმების დაცვა; ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება; გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; დ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; ე) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო კონსტრუქციების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება; თ)კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის  შესრულებაზე  კონტროლი; ი) მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის მომზადება; კ) შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკური ზედამხედველობა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ლ) დასახლებებში გარე განათებაზე და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებაზე მონიტორინგი; მ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის, მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლი; ნ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი; ო) ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე,  კანონით  დადგენილი წესით; პ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება კომპეტენციიის ფარგლებში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა; ჟ) მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე; რ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ს) აგრარულ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურებისცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდება; უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების გაშენების, გამწვანების აქციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა; ფ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხემცენარეების მოჭრა-გადაბელვის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში; ქ) მოსახლეობისათვის ტყის რესურსით სარგებლობის მიზნით ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ღ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუნიციპალური საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივი  წიაღისეულით სარგებლობის ხელშეწყობა; ყ) მოქმედი  კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა  სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული  ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. ზედამხედველობის სამსახური შედგება: ა) მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილებისაგან; ბ) სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებისაგან; გ) მუნიციპალური ინსპექციის განყოფილებისაგან. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 2. სამსახურის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო  მითითებებსა  და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეებს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებზე; ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს, სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა  და რეკომენდაციებს; ზ) ახორციელებს, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილება მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი; ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების კონტროლი; გ) ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი; დ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი; ე) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების კონტროლი; ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან; ზ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა; თ) ზედამხედველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუხლი 7🔗. სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილება სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:  ა) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი. გ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგებაზე კონტროლი. დ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ე) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებულ ობიექტებზე შესაბამისი ღონისძიების გატარება; ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება/დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე მონიტორინგი; ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; კ) სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლის განხორციელება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერთან შესაბამისი მოხსენების წარდგენა; ლ)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხემცენარეების მოჭრა-გადაბელვის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში; მ) მოსახლეობისათვის ტყის რესურსით სარგებლობის მიზნით ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუნიციპალური საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის ხელშეწყობა. ო) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუხლი 8🔗. მუნიციპალური ინსპექციის განყოფილება მუნიციპალური ინსპექციის   განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ბ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება-რეაგირება; გ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე სამართლებრივი რეაგირება; დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენაზე სამართლებრივი რეაგირება; ე) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’ და „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ საქათველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუხლი 9🔗. სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1.   სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 2. მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე; 3. მოხელე უფლებამოსილია დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით. 4. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 5. დასაქმებული მოხელე ვალდებულია: ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი; დ) იზრუნოს საკუთარი კარიერული განვითარების და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის; ე) შეასრულოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარს. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.