📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2022
ძალაში შესვლა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,208 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2022 მიღება
06.06.2022 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში
სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარების, მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვას, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლის განხორციელებას. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ, არქიტექტურულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.07.2020 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.01.2023 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.12.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.12.2017 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2022 წლის 31 მაისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულის კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №32 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 6 ივნისიდან. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. სამსახურის ცნება 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარების, მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვას, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლის განხორციელებას. ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ, არქიტექტურულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას. 2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. 4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 2🔗. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მუხლი 3🔗. ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კონცეფციების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ი) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას; კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას შესაბამისი  სამსახურისათვის; ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, შენახვასა და მოვლა-პატრონობას; ნ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას და მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას; პ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას; ჟ) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობას; რ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის შემადგენლობა 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პროექტების მართვის განყოფილება; ბ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, პროექტებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. პროექტების მართვის განყოფილება 1. პროექტების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის; გ) წინასატენდერო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; დ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ე) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) პრიორიტეტების შერჩევა,  დეფექტური აქტების მომზადება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება; თ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის პროექტის  მომზადება; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის/კომისიისათვის; კ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება; ლ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი; მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; ნ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისათვის  ხელშეწყობა. მუხლი 7🔗. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება 1. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფებისა და აბრების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება; დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება კანონის შესაბამისად; ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა; ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში; თ) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; ი) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; პ)  ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა; ჟ) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება; რ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება; ს) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით. მუხლი 8🔗. სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. 4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით. 5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 6. მოხელე ვალდებულია: ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს თავის პროფესიულ განვითარებაზე; ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანის წესი დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.