ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
matsne.gov.ge 380 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 18.01.2021 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №149 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის „გუბისწყლის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 25.11.2022 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 12.04.2019 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.09.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.08.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №69 2022 წლის 27 მაისი ქ. წყალტუბო  ქალაქ წყალტუბოში,  თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე  ქუჩისათვის  აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ განიხილა საკრებულოს წევრის ავთანდილ მხეიძისა და მოსახლეობის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ხელშეწყობით ქალაქ წყალტუბოს დასავლეთის ფერდობზე, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე განაშენიანდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კორპუსები 560 ოჯახზე (საკ.კოდი 29.08.35.119 - მიეკუთვნება თამარ მეფის ქუჩას, N27გ; 29.08.35.120 - მიეკუთვნება თამარ მეფის ქუჩას, N27ბ; საკ.კოდი 29.08.35.121 -კორპუსი N6; საკ.კოდი 29.08.35.122; საკ.კოდი 29.08.35.123; საკ.კოდი 29.08.35.124; საკ.კოდი 29.08.35.125 და 29.08.35.126). განმცხადებლების თხოვნაა, რომ მითითებულ ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩის სახელი, რადგან აღნიშნულ  საკადასტრო კოდებზე არსებული ახლადწარმოქმნილი დასახლების ყველა მაცხოვრებელი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ამასთანავე ქუჩისათვის სახელის მინიჭება აუცილებელია  საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სრულყოფილი იდენტიფიკაციისათვის. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“   მე-8 მუხლის,  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე  მე–7 მუხლის  მე-13 და მე–15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 19 აპრილის N31 სხდომის ოქმის   შესაბამისად: 1.   1. ქალაქ წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩის ნაწილს, სადაც  საკ.კოდ 29.08.35.119 (თამარ მეფის ქუჩა N27გ) და საკ.კოდზე 29.08.35.120 (თამარ მეფის ქუჩა, N27 ბ) განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, გადაერქვას სახელი და ეწოდოს აფხაზეთის ქუჩის სახელი. 2. 2. ქალაქ წყალტუბოში უსახელო ქუჩას, სადაც შემდეგ საკადასტრო კოდებზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები ( 29.08.35.121 -კორპუსი N6; 29.08.35.122; 29.08.35.123; 29.08.35.124; 29.08.35.125 და 29.08.35.126 - კორპუსი N2) ეწოდოს აფხაზეთის ქუჩის სახელი (ნახაზი თან ერთვის). 3.   3. დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება. 4.  4. შემდგომი რეაგირების მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში. 5.  5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს და  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას. 6.  6. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 7.  7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11). კობა გურეშიძე  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)