ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2022 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.11.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №20 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2022 წლის 27 მაისი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №45 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები“ (www.matsne.gov.ge 03/12/2015 010250050.35.144.016237).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები არეგულირებს იმ დამატებითი მოთხოვნების დაწესებას, რომლებიც არაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელდების საკითხის განხილვის დამატებითი პროცედურები
1. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წარედგინება საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის.
2. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ ინიციატივას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადასცემს შესაბამის კომისიას შესასწავლად.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინიციატივის, თანდართული დოკუმენტების, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის გამოქვეყნებას, ან/და საჯაროდ გამოცხადებას, ონლაინ გამოკითხვის ორგანიზებას და შედეგების კონსოლიდაციას.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მიზანშეწონილობის თობაზე.
6. საკრებულოს კომისიის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები.
7. საკრებულოს კომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნა, თანდართული დოკუმენტაციით, ეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად.
8. სახელდების საკითხის ინიციატორს საკითხის განხილვის შედეგები ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით, კანონით დადგენილ ვადაში.