თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშერულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2022
ძალის დაკარგვა 04.08.2022
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 12,318 სიტყვა · ~62 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2022 მიღება
04.08.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
20 15
ტექნიკური წყლის მილის დიამეტრი- მმ ტექნიკური წყლის წარმადობა, მ​3 დღე-ღამეში
მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში
ტექნიკური წყლის მრიცხველის მილის დიამეტრი, მმ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტექნიკური წყლის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები: მიმწოდებლის დასახელება
ს/კ 431945274
საბანკო რეკვიზიტები: (ირიცხება ტექნ. წყლის მიწოდების საფასური) მიეთითება - ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი
მიმწოდებლის წარმომადგენელი (თანამდებობა, სახელი გვარი)
ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებლის) საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი გვარი/დასახელება
უძრავი ქონების (მიწოდების მისამართი) ფლობის საფუძველი □ საკუთრება □ დროებითი სარგებლობა
მომხმარებლის კატეგორია: □ გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო     □ გამრიცხველიანებული არასაყოფაცხოვრებო   □ გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო
ტექნიკური წყლის ტარიფი გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (1 კუბ/მ.- ლარებში)
გამრიცხველიანებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (1 კუბ/მ.- ლარებში) 1 კუბ.მ - 0.------- ლარი
გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (სულადობით თვეში ლარებში) 1 სულზე -  0. ---- ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშერულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2022 წლის 1 ივნისი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშერულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ)“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლი მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.თ)“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართელოს ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დადგინდეს ტექნიკური წყლის მიწოდების ტარიფი: ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 0.4 ლარით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 1,0 ლარი. ბ) გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, სულადობის მიხედვით – ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. დადგინდეს, წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება, გამანაწილებელი ქსელის მაგისტრალიდან, ახალი მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის მოწყობის პუნქტამდე, მილის დიამეტრისა და მანძილის გათვალისწინებით და შეადგენს: ტექნიკური წყლის მილის დიამეტრი- მმ ტექნიკური წყლის წარმადობა, მ​3 დღე-ღამეში მიერთების მაქსიმალური პერიოდი, სამუშაო დღე 0 დან 100 მეტრის რადიუსში 100 დან 200 მეტრის რადიუსში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში 20 16-35 40 400 500 2. დადგინდეს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური: ტექნიკური წყლის მრიცხველის მილის დიამეტრი, მმ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით) 20 15 100 მუხლი 3🔗 1. დამტკიცდეს: ა) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესი“ დანართი№1-ის მიხედვით. ბ) ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშერულების ტიპიური ფორმა, როგორც არასაყოფაცხოვრებო, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, დანართი №2-ის მიხედვით. გ)  აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი დანართი №3 -ის მიხედვით. მუხლი 4🔗 განთავისუფლდეს, ტექნიკური წყლით მოხმარების საფასურის და შესაბამისად დაგროვებული დავალიანების გადახდის ვალდებულებებისაგან თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების ქსელით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა), განახორციელოს ტექნიკური წყლის მიწოდების მომსახურეობის აღრიცხვა, მომხმარებლების მიერ მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვა დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესითა და პირობებით, ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. მუხლი 5🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს და გაუწიოს ეტაპობრივად შესაბამისი ფინანსური დახმარება ტექნიკური წყლის მიმწოდებელს და ლიცენზიატს - ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, იმ მიზნით, რომ შეიძინოს და დანერგოს სააღრიცხვო ელექტრონული სისტემები (ბილინგის სისტემა), სადაც შესაძლებელი იქნება მომხმარებელთა ელექტრონული ბაზის შექმნა, პროგრამულად გახარჯული ტექნიკური წყლის რაოდენობის და მოცულობის აღრიცხვა, მრიცხველის ჩვენებების და წარმოქმნილი დავალიანების ავტომატური გაანგარიშება, აბონენტთა დაყოფა კატეგორიებად და სხვა შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ეფექტურ მომსახურეობას. მუხლი 6🔗 მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით შემოღებული წესებითა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 7🔗 დადგენილება, შეიძლება გასაჩივრდეს, დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 8🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი დანართი№1 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) მიწოდება/მოხმარების რეგულირების წ  ე  ს  ი ეს წესი შემუშავებულია  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ,,ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის და წყალმომარაგების სფეროში სხვა მარეგურილებელი კანონქვემდებარე აქტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიღების არსი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) მიწოდება/მოხმარების რეგულირების წესის (შემდგომში – წესი) მიღების არსია დაარეგულიროს ტექნიკური წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები, შექმნას საბაზისო საფუძვლები წყალმომარაგების სისტემის მართვის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დაარეგულირდეს და დადგინდეს  წყლის მიწოდების და მიწოდების საფასურის ანაზღაურების პროცედურები და მექანიზმები. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები შესარულებლად სავალდებულოა წყლის მიმწოდებლისა და მომსახურეობის მიღები ყველა მომხმარებლებისათვის. 3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე. 4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, იკრძალება მომხმარებელთა წყლით მომარაგების შეწყვეტა. 5. ნებისმიერ პირს (მომხმარებელს), თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს პრეტენზით მიმართოს მომსახურეობის მიმწოდებელს (ლიზენზიატს) ან დარღვეული უფლებების აღსადგენათ  მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიმწოდებლის ბრალეულობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამ წესით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. მუხლი 2🔗. წყალმომარაგების სფეროს რეგულირების მიზანი  ამ წესის მიზანია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების სისტემის ქსელის შექმნა და ქსელის გამართული ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებული ყველა ტერმინი განიმარტება ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კონონქვემდებარე აქტების შესაბამისად და აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ტექნიკური წყალი - წყალი, რომელიც მასში არსებული მინარევების (მყარი ნაწილაკები, ემულსიები და გახსნილი ნივთიერებები) გამო უვარგისია  სასმელად. ავტორიზაცია −  წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება; ლიცენზია − საწარმოსთვის ან ორგანიზაციისათის, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების უფლება; ლიცენზიატი − პირი/საწარმო, რომელიც ფლობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოპოვებულ წყალმომარაგების ლიცენზიას; მომსახურეობა - ტექნიკური წყლით მომარაგება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან არარეგისტრირებული საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. წყალმომარაგება  −საქმიანობა, მომხმარებლის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლიობა, წყლის სისტემის მეშვეობით, რომელიც შეიცავს წყლის მიღებას ბუნებრივი წყაროებიდან, მის გაწმენდას, ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისათვის მიწოდებას. წყალსადენის ქსელი - წყალგაყვანილობის ხაზების (მილგაყვანილობების) ერთობლიობა მოხმარების ადგილამდე წყლის მიწოდებისათვის (მილსადენი, რეზერვუარი, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი სადგური და სხვა). მიმწოდებელი (წყალმომარაგების ლიცენზიატი) - ნებისმიერი იურიდიული (საწარმო), რომელსაც მოპოვებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია და ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას. მომხმარებელი - ტექნიკური წყლის მიმღები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან არარეგისტრირებული საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები (ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი). საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს ტექნიკურ წყალს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ საქმიანობას; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. აბონენტი - მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი. ტექნიკური წყლის მიწოდება − მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით; ტექნიკური წყლის მიწოდების სისტემის მფლობელი და ოპერატორი- პირი, რომელიც სარგებლობის უფლებით, ფლობს და ექსპოლოატაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყალმომარაგების სისტემებს და კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია. წყალმომარაგების ოპერატორის იურიდიული მისამართი - ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. #109. მომსახურეობის მიწოდების ადგილი - დასახლებული ან დაუსახლებელი პუნქტი, რომელშიც შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აწვდის ტექნიკურ წყალს მოხმარებისთვის; მიწოდების ხელშეკრულება − მიმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის სათანადოთ გაფორმებული ხელშეკრულება ტექნიკური წყალის მიწოდების შესახებ; ტექნიკური წყლის ტარიფი − თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი, ტექნიკური წყლის მოხმარების საფასური, გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის 1 კბ.მ-ით გაანგარიშებით, ხოლო გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხამრებლებისათვის სულადობით გაანგარიშებით; მომხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება - მომხმარებლის მიერ, მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობისა  და სულადობის მიხედვით დაანგარიშებული ტექნიკური წყლის საფასური. მოწყვლადი მომხმარებელი − საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ან თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესით მინიჭებული აქვს წყალმომარაგებით სარგებლობის უფლება შეღავათიანი პირობებით; ტექნიკურის წყლის ხარჯვის ნორმა − ტექნიკური წყლის ტარიფის გაანგარიშებისას, მიმწოდებლისთვის (ლიცენზიატისთვის) ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში; მრიცხველი - მოხმარებული წყლის აღრიცხვის ხელსაწყო. აღრიცხვის კვანძი -  პუნქტი, სადაც განთავსებულია მრიცხველი და მასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობები( ლუქები, ფილტრები, ვენტილი და ა.შ). დეპოზიტი - ფულადი შენატანი, მიმწოდებლის ანგარიშზე მომხმარებლის მიერ თანხის განთავსება, რომელიც მიმწოდებლის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მომხმარებლის დავლიანების დასაფარად, ან გასაწევი მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად. მუხლი 4🔗. მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები (პრინციპები) 1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება. 2. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და მიაწოდოს ტექნიკური წყალი ყველა სახის მომხმარებელს; ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) მოახდინოს სათანადო რეაგირება მომხმარებელთა შეტყობინებაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით; ე) უზრუნველყოს ამ წესებით და მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. ზ) შეწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება, თუ, საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას ან ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. 3. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობები. ბ) დროულად გადაიხადოს, მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური, ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით. გ) არ დაუშვას ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარება, და ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აანაზღაუროს მიმწოდებლისათის მიყენებული ზიანი. დ) არ დაუშვას წყალმომარაგების სისტემაზე თვითნებური მიერთება/ჩაჭრა/აღდგენა, აგრეთვე აღიცხვის კვანძის მთლიანობის დარღვევა, მრიცხველის და მასთან დაკავშრებული მოწყობილობების დაზიანება. ე) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, ტექნიკური წლის მიწოდების შეფერხების, შეწყვეტის, მიწოდების აღდგენის, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ თარიღისა და დროის მითითებით, აგრეთვე მისი დარეული უფლებების დაცვის მიზნით, პრეტენზიით მიმართოს მიმწოდებელს ან განცხადებით სასამართლოს. მუხლი 5🔗. ტექნიკური წყლით მომსახურების ზოგადი პირობები და დაწესებული შეღავათები 1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მომხმარებელს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) ტექნიკური წყლის საფასური და ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 2. ეს წესები, და ამ წესების საფუძველზე, მომზადებული მიწოდების ხელშეკრულება, ტექნიკური წყლის მომხმარებელისთვის, წარმოადგენს, ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლებამოვალეობებს, ტექნიკური წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს. 3. ეს წესი წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 4. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით. 5. მომხმარებელთან გაფორმებული წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებს. 7. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) იურიდიულ მისამართზე (სამუშაო საათებში). 8. წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) უნდა უზრუნველყოს კომპანიის წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. 9. წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი. ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ: ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ, ინფორმაცია, მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით. 10. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეიტანს განაცხადს, მას პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება. 11. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე: ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას); ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს; გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს; დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და სტანდარტული პირობებს. 12. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის მოთხოვნის შესახებ განცხადების ტიპური ფორმები. 13. ამ წესების მიზნებისათვის ტექნიკური წყლის მომხმარებლები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ტექნიკურ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. 14. ამ წესით გათვალისწინებული, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდისგან, შესაძლებელია განთავისუფლდეს ან შეუმცირდეთ გადასახადი, შემდეგი საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში: ა) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) I და II ჯგუფის ინვალიდები, შესაბამის დამადასტურებელი ფურცელის ან ცნობის საფუძველზე; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა), შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (სოციალური სააგენტო) გაცემული ცნობის საფუძველზე; დ) მრავალშვილიანი ოჯახები (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი); ე) მარტოხელა მშობლის (მარტოხელა მამა ან მარტოხელა დედა) სტატუსის მქონე პირი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები და ოჯახები; ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთის, გამართულ საომარ მოქმედებებში და ბრძოლებში დაღუპული მეომართა ოჯახის წევრები და ოჯახები; თ) ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა პედაგოგიური საქმიანობა აღემატება 20 წელს. ი) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საოჯახო სასტუმროს მფლობელი მომხმარებელები მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის 50% -იანი შეღავათი, შესაბამის მარეგისტრირებელი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის ან საჯარო რეეესტის) ცნობის (ამონაწერის) საფუძველზე. კ) აგრეთვე სხვა ნებისმიერი პირი, საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 15. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს. თავი II ტექნიკური წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული სპეციალური პროცედურები და ღონისძიებები მუხლი 6🔗. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები  1. მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სარგებლობს (ან ისარგებლებს) ტექნიკური წყლით მომარაგებით და მისი მომსახურებით. 2. მომხმარებელი ვალდებულია ტექნიკური წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში ან მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებული, საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. 3. პირმა, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. 4. საცხოვრებელი სახლის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს აბონენტად რეგისტრაციის განაცხადი, შესაბამის მიმწოდებელთან. 5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოთხოვოს ამ პირს, მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება; შესაბამისად, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე). 7. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 8. აბონენტად რეგისტრაციის განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი); ბ) მიმწოდებელის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ტექნიკური წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. 9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია. 10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია). 11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების მიწოდების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და ტექნიკური წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს ტექნიკირი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ტექნიკური წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. 12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება, რისთვისაც მხარეები იყენებენ დამტკიცებულ ,,მიწოდების ხელშეკრულების“ სტანდარტულ ფორმას. 13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება. 14. თუ, გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის ტექნიკური წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ მიზნისთვის საჭირო დადგენილ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში; თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ მომენტამდე მოქმედი წესითა და პირობით. 15. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე. 16. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება. მუხლი 7🔗. მომხმარებელთა ტექნიკური წყლით მომარაგების რეგურილება 1. მიმწოდებელის მიერ, მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება, სამუშაოს შესრულების ადგილზე, მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი გარემოების შესახებ. 2. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან. 3. თუ, მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგების მიზნით, მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი  მოქმედება ან სამუშაო ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ ამ წესით დადგენილი ვალდებულებები ითვლება შესრულებულად. შესაბამისად მომხმარებელს წერილობითი ფორმით წარედგინება შესრულებული სამუშოს აქტი. 4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან, ისე რომ მომხმარებლის მიერ შესაძლებელი იყოს მიმწოდებლის წარმომადგენელის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. 5. მომხმარებლისთვის, ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენას, ახორციელებს, მხოლოდ მიმწოდებელი, ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების და ტექნიკური წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.  6. მომხმარებლის მიერ, მომარაგების ტექნიკური გამართულობის  ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში თუ სისტემის ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიწოდებლის წარმომადგენლების (ტექნიკოსების) დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. მუხლი 8🔗. აღრიცხვის კვანძის მოწყობა  1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა; შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. 2. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ტექნიკური წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები. 3. მიმწოდებელი, უფლებამოსილია, მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი). 4. ტექნიკური წყლის მრიცხველი და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ტექნიკური წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა. 5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. 6. ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული. 7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება. 8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:  ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აშკარა ამ მოწყობილობებზე, გარეგანი მექანიკური ზემოქმედების კვალი, რაც შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ მიჩნეულ იქნეს, როგორც მომხმარებლის (აბონენტის) უკანონო და არასანქცირებულ  ჩარევად;   ბ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე). 10. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით: ა) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა; ბ) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი დადგენილ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური. 11 . თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს დებულება არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე.   12. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და სათანადოდ შესრულება. ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით ან სმს-ით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება; გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე. მუხლი 9🔗. მოხმარებული ტექნიკური წყლის მიწოდების ღირებულების და მომსახურების   დარიცხვა / გადახდის პროცედურები  1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით, ამ შემთხვევაში მიმწოდებელს და მომხმარებელს შორის დგება წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე. 4. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა ტექნიკური წყლის მიწოდება, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. 5. მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. 6. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად; 7. მომხმარებელმა, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 8. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის მომხმარებლის მიერ მითითებული  მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. 9. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში ასახული უნდა იყოს მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების  დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ: ა) აბონენტის ნომერი; ბ) დარიცხული მ​3 ან სულადობა; გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; ე) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას, ჩვენების აღების თარიღის მითითებით. ვ) სამომხმარებლო ტარიფს. ზ) სულადობას, რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა. თ) მიმდინარე დავალიანების გარდა, მომხმარებელზე დარიცხულ თანხას შესაბამისი საფუძვლის მითითებით. ი) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) არსებობის შემთხვევაში, ადგილს (დაწესებულებას) გადახდის აპარატების მდებარეობის შესახებ, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა საკომისიოს გარეშე; ლ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის მომსახურების შესახებ მიმწოდებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; მ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. ნ) მომხმარებელზე დარიცხული სხვა დავალიანება, რომელიც შეიძლება გამომდინარე იყოს მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყალით უკანონო მოხმარების შედეგების და ზიანის ანაზღაურებიდან. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მომხმარებელთა ინფორმაციაზე მარტივი ხელისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ განთავსებული იყოს ელექტრონულ მატარებლებზე (ვებ-გვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში). 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელზე, მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების გაანგარიშების და დარიცხვის შესახებ, დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი ელექტრონულ მატარებლებზე (ვებგვერდის ბმულზე)  ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. 12. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. 13. ელექტრონული ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 14. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მიწოდების ხელეკრულებაში მითითებულ მისამართზე. 15. მიწოდების ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, თუ რა ფორმით შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს, ეს იქნება მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით -ელექტრონული ფოსტით თუ სმს შეტყობინებით. 16. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 17. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. 18. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. 19. დაუშვებელია მომხმარებლისათვის ტექნიკური წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ასეთი შესაძლებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ასეთი შეთანხმება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტით; ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს). 20. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 10🔗. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის მიწოდების შეწყვეტა 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლის მიწოდება, თუ: ა) ეს აუცილებელია ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის, გეგმიური სამუშაოების შესრულებისთვის, წყალმომარაგების მილსადენების, დანადგარების და მოწყობილებების შეცვლა/მონტაჟისთვის, რემონტისთვის და სხვა ობიექტური მიზეზებით; ბ) ავარიული სიტუაციის შექმნისას, რაც ქმნის გადაუდებელ აუცილებლობას და ამართლებს ტექნიკრი წყლის მიწოდების შეყვეტას. გ) მომხმარებლების მიერ არ არის გადახდილი მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება; დ) მომხმარებელს შეუწყდა ტექნიკური წყლის მიწოდება, ტექნიკური წყლის უკანონოდ სარგებლობის გამო, ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისას. 2. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. 3. მომხმარებლებს არ შეუწყდება ტექნიკური წყლის მიწოდება 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში. 4. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული დავალიანება უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან გადახდის ნებისმიერი სხვა აპარატების მეშვეობით. 5. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების მიმწოდებელსა (ლიცენზიატსა) და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 5 საათში, 6. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგება. 7.ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). მუხლი 11🔗. ტექნიკური წყლის მიწოდების ღირებულების დარიცხვა და   თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები  1. მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. 2. წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ, დეპოზიტზე თანხის შეტანა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ბ) პირი, წყალმომარაგების ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის. დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, ეს დებულება არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის; ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ეს დებულება არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის; 3. წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ. კერძოდ: ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელის (ლიცენზიატის) მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას; ბ) დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ. 4. დეპოზიტი, არ უნდა იყოს, ამ მომხმარებლის მიერ, მოხმარებული ტექნიკური წყლის, საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.  5. წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი)  უფლებამოსილია მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას. 6. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ: ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა). 7. თუ ტექნიკური წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად. 8. მიმწოდებელი, პასუხისმგებელია, ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან. მუხლი 12🔗. წყალმომარაგების და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება  1. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი)  ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით. 2. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია შეინახოს: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდული ანგარიშგების წარდგენა – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. მუხლი 13🔗. წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა  1. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. 2. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება დასახლებულ პუნქტებს (ქალაქს, სოფელს, უბანს, ქუჩას), სადაც მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება 100-ს. 3. წყალმომარაგების  მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელოს სხვა ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის  მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ წყალმომარაგების  მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ წყალმომარაგების მიმწოდებლისგან (ლიცენზიატისგან) დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. 5. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. 6. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა დასახლებაში 300 დან 1000-მდე მომხმარებელს, წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) შესაძლებელია გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 7. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს წყლის მრიცხველთან, წყლის მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). 8. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება. 9. მომსახურების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მომხმარებელს, მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 10. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში). 11. თუ წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 12. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მუხლი 14🔗. წყალმომარაგების სფეროში საჯარო ინფორმაცია  1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა შესახებ ინფორმაცია; 2. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს. მუხლი 15🔗. აქტის შედგენის წესი  1. წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად ტექნიკური წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში. 2. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 3. აქტს, მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი, და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. 4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში აღინიშნება: ა) დამრღვევი მომხმარებლის ვინაობა, აბონენტის ნომერი, დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა განმარტებები (არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი); გ) დამრღვევი მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში; ვ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; ზ) გამოყენებული მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი. თ) შესაბამისი ტქნიკური წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება; ი) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა  წყლის მრიცხველი; კ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში). 5. თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით. 7. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ სხვა პირები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით. 8. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში  წყლის მრიცხველთან ერთად. 9. მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ტექნიკური წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან). მუხლი 16🔗. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება  1. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას, მომხმარებელი იხდის მიერთების საფასურს დადგენილი წესითა და ოდენობით; მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც. 2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს). 3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები  ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება ან/და აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. 4. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ტექნიკური წყალი აღარ მიეწოდება და ბოლო 3 და მეტი წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს წყალმომარაგების სისტემიდან არ მოუხმარია ტექნიკური წყალი და არც მიუმართავს წყალმომარაგების მიმწოდებლისთვის (ლიცენზიატისათვის) წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში). 5. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება: ა) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე, რომელზეც ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყალმომარაგება; ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევისა); გ) ტექნიკური  წყლის მიღების წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთებაზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების მესაკუთრის გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება უნდა განხორციელდეს მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მიერთებული იყო წყალმომარაგების სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე. 8. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად. 9. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის წყლის მიწოდების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება . 10. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური განსაზღვრულია ამ დადგენილებით მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წყლის მილის დიამეტრის მიხედვით. 11. წყალმომარაგების  მიმწოდბელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება. 12. მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად, მიერთება შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში, ხოლო 100მ-დან 200მ-მდე რადიუსში მდებარეობისას – მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიერთების მსურველის მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, ამ წესების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 13. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან. 14. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 15. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს მუნიციპალიტეტის (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება ტექნიკური წყალი) 200 მეტრის რადიუსში. ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც ტექნიკური წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა ტექნიკური წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით). 16. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით რაც გულისხმობს ასახოს განცხადებაში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პაკეტი, სადაც დადგენილია ქსელზე მიერთების საფასური მილის დიამეტრის შესაბამისად; 17. ობიექტის, ტექნიკური წყლის რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან. 18. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად. 19. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. 20. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. 21. ამ წესების შესაბამისად, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არ მქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა. 22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებელის (ლიცენზიატის) უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან: ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით - ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი ტექნიკური წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) საკუთრებას. ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთ შეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური - აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგებისმიმწოდებლის ( ლიცენზიატის) საკუთრებას. მუხლი 17🔗. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები  1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში. 2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. 3. თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან: ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა ( მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლისათვის (ლიცენზიატისთვის) მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში. 4. ტექნიკური წყალის 20 მმ დიამეტრის მილზე, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 12 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში. 5. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით), ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები. 6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (ლიცენზიატის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს). ამასთან, წყალმომარაგების მიმწოდებელის (ლიცენზიატი) ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. ამასთან,  მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთხვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსის მიერთების მოთხოვნით, დადგენილი შესაბამისი განაცხადის ფორმით (ამ წესების შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში). 7. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული დადგენილი სტანდარტული ფორმის დაცვით)  – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.  8. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით. 9 . წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ. 10. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალ მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად. 11. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი გაზარდოს გონივრული ვადით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. ამ მიზნით მიმწოდებელი, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი), ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: დასაბუთებას ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის შესახებ სათანადო მტკიცებულებების დართვით, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით); ბ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს), გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატსა) და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია; შესაბამისად მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს; ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს; გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად); დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში).  13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია მიმწოდებლის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და წესით. 14. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან. 15. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, მიერთების მსურველი პირი ვალდებულია: ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მითითებები; გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დადგენილი „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით, ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; დ) წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. 16. ,,მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 17. „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების მიმწოდებელსა (ლიცენზიატსა) და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. მუხლი 18🔗. მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა  1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმის მიხედვით). 2. მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე. 3. მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-16 და მე-17 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. 3. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. 4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. 5. განაწილების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (ტექნიკური წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე). 6. „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით ტექნიკური წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად. 7. წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ დადგენილებით დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით). 8. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესით დადგენილ შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე. 9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური); მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის შესაბამისად. 10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა. მუხლი 19🔗. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები  1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება; ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება. 3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ტექნიკური წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები. 4. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ტექნიკური წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ტექნიკური წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს. 5. მიმწოდებლისთვის, ტექნიკური წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს. 8. თუ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვა (ტექნიკური წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (ტექნიკური წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ტექნიკური წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. 9. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ტექნიკური წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. 10. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს. თავი III მომხმარებელთა ელექტრონული ფორმით ინფორმირების წესი და პროცედურები მუხლი 20🔗. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება  1. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი)  უფლებამოსილია (სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში) მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ, სადაც მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც.  ბ) ტექნიკური წლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ. ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და მიმწოდებლის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ. გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ. დ) შესაბამის არეალში ტექნიკური წყლით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ. ე) ტექნიკური წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ. 2. მიმწოდებელი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია წყალმომარაგების საქმიანობასთან. 3. წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის), მიმწოდებლის მიერ, ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. 4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების მიმწოდებლისგან (ლიცენზიატისგან) მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე ან წერილობითი ფორმით; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე, ასევე წერილობითი ფორმით; გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა –წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე; დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით. თავი IV წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები და შესაბამისი პასუხისმგებლობის ღონისძიებები მუხლი 21🔗. წყლის უკანონო მოხმარება  1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება: ა) წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება; ბ) შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა; გ)  მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში); დ) მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება; ე) ტექნიკური წყლის დატაცება - მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მოხმარება; ვ) მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი ტექნიკური წყლის არადანიშნულებისამებრ მოხმარება. 2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე მიმწოდებელი უწყვიტავს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდებას და ადგენს შესაბამის აქტს. მუხლი 22🔗. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის საშუალებები და მომხმარებლის პასუხისმგებლობები                   1. წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის მექანიზმებია: ა) მომხმარებლისათვის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წყალმომარაგების შეწყვეტა; ბ) მომხმარებლის მიერ, უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვა; გ) მომხმარებლის მიერ,  წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულების დარიცხვა. დ) შეჭრის ან შეერთებისათვის მიმწოდებლის მიერ გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა. 2. ტექნიკური წყლით უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება,  წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულება, აგრეთვე ტექნიკური წყლით უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მიზნით, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეჭრის ან შეერთებისათვის გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა. მუხლი 23🔗. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებისას, მოხმარებული წლის მოცულობის დადგენის და    მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი 1.  უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა ხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, შემდეგი წესით: ა) თუ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ ხდება მონაცემების ჩასწორება/დარიცხვა; ბ) თუ კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის ან წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან. გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული  წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. დ) წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის, აბონენტს, უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნულ ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით; ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია  წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით ხოლო წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით. მუხლი 24🔗. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მიწოდების აღდგენის ხარჯი  1. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის, ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მიწოდების აღდგენის საფასური. 2. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენის საფასური შეადგენს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგების ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯების ერთობლიობას, რომელსაც გაიანგარიშებს და ამტკიცებს მიმწოდებელი (ლიცენზიატი).  3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ტექნიკური წყლით მომარაგების დაუსაბუთებელი შეწყვეტის და ამის შედეგად ტექნიკური წყლის საფასურის არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს ახალი გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება. თავი V განსაკუთრებული შემთხვევები, სპეციალური რეჟიმები და ანგარიშგება მუხლი 25🔗. განსაკუთრებულ შემთხვევებში ტექნიკური წყლის მიწოდების განსხვავებული რეჟიმი (გრაფიკით მიწოდება) 1.  განსაკუთეებულ შემთხვევბში, როდესაც განსახორციელებელია - წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გეგმიური სამუშაოები, ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო ღონისძიებები ან ავარიული შემთხვევების პრევენციული ღონისძიებები, აგრეთვე: წყლის დებეტის წყაროების შემცირების შემთხვევაში, სეზონურობის გათვალისწინებით, საწარმოო დანახარჯებისა და წყლის რესურსების არარაციონალური ხარჯვის შემცირების მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააწესოს ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკი ყოველდღიურად ან სეზონურად დადგენილი საათების მიხედვით. 2. ტექნიკური წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ყოველდღიური და სეზონური გრაფიკის თანახმად, მომხმარებლებს ტექნიკური წყალი მიეწოდებათ: ა) დილის საათებში 08:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე; ბ) საღამოს საათებში 18:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე; 3. ამ მუხლის 1-ლი და მეორე პუნქტებით დადგენილი ტექნიკური წყლის მიწოდების გარაფიკი, რეჟიმი შეიძლება განისაზღვროს სოფლების/დასახლებების მიხედვით დღემონაცვლეობით, რომელზედაც გადაწყვეტილებას ღებულობს მიმწოდებელი (ლიცენზიატი), ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის თანახმად. 4. წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის დაწესების თაობაზე, საწარმოო ინტერესების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი (ლიცენზიატი), ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ. მუხლი 26🔗.  ფორსმაჟორი  1. ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი ვითარება, გარემოება ან დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ან შეფერხებით ასრულებს  ამ წესით და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორული გარემოება უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მექანიზმის მომხმარებლის მიერ გამოუყენებლობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია, მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, იმავე თვეში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობის მიხედვით, ხოლო სხვაობა რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) მიერ აღებისთანავე. 4. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ამ მუხლით  განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა; 5. მომხმარებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება, წინა ანგარიშსწორების ქვითარში, მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან, ერთი თვის თავზედ (ან წყალმომარაგების მიმწოდებლის (ლიცენზიატის) ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, მიწოდებული ინფორმაციის უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას). 3. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება ამ გარემოების ტექნიკური წყლის წყალმომარაგების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება; ამასთან, შესაბამისი წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს, ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია, ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში. მუხლი 27🔗. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას  წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტის შესაბამისად ტექნიკური წყლის მიწოდება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს ტექნიკური წყლის მიწოდება და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან; ბ) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტექნიკური წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) ტექნიკური  წყლის წყალმომარაგების სისტემაში ტექნიკური წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება. მუხლი 28🔗. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს: ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი; ბ) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად; გ) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემ პირს,  მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. 3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში საწარმოს დამფუძნებელს ან/და პარტნიორს წარუდგინოს ინფორმაცია წყალმომრაგების სფეროში საწარმოს მიღებული შემოსავლების და გაწეული საწარმოო დანახარჯების შესახებ, აგრეთვე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული და დამუშავებული ინფორმაციები. თავი VI სადავო საკითხები და პროცედურები მუხლი 29🔗. ტექნიკური წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა  1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შეთანხმების აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები. 2. თუ, მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველი, არასწორად აღრიცხავს წყლის მოხმარებას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. 3. მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. 4. ამ წესების მიზნებისათვის, მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. 5. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია. მომხმარებლის ტექნიკური წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-80 მუხლით დადგენილი წესით. 7. მიმწოდებელის მიერ მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი. 8. მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა). 9. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია წყალმომარაგების მიმწოდებელს (ლიცენზიატს) მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების მიმ წოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 10. წყალმომარაგების მიმწოდებელი (ლიცენზიატი) ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მისი წარმომადგენლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. წყალმომარაგების მიმწოდებელმა (ლიცენზიატმა) აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. 11. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული ტექნიკური წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. 12. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. 13. მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე. 14. მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები. 15. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვა (მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს ტექნიკური წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. 16. მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.  17. მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული წყლის აღრიცხვა არ წარმოებს მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში. 18. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე. მუხლი 30🔗. დავის განხილვა  1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე, ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ. 2. სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე.  4. დაუშვებელია მიმწოდებელის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე. 5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან. თავი VII ამ წესში ცვლილების შეტანა მუხლი 31🔗 1. ამ წესში ცვლილებების და დამატების შეტანა ხდება ამ წესის მიღების და დამტკიცების წესის ანალოგიურად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ წესში ცვლილების ინიცირების უფლება აქვს, საწარმოს დამფუძნებელს/პარტნიორს (მუნიციპალიტეტის მერს) და საწარმოს დირექტორს. თავი VIII გარდამავალი დებულებები მუხლი 32🔗 1. მიმწოდებელი, უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი დებულებები, რომელიც გულისხმობს მომხმარებელთა ელექტრონული ფორმით ინფორმირებას, გახარჯული ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვას, განახორციელოს მხოლოდ საწარმოს შესაბამისი მატერიალური ბაზისა და ელექტრონული/სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და ეტაპობრივად შეიმუშაოვოს წყალმომარგების მომხმარებელის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი  განაცხადების სხვადასხვა სტანდარტული ფორმები. დანართი №2 ტექნიკური წყლის (წყალმომარაგების) მიწოდების ხელშეკრულება №_ _ _ მუხლი 1🔗. მხარეთა რეკვიზიტები ტექნიკური წყლის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები: მიმწოდებლის დასახელება ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური ს/კ 431945274 საბანკო რეკვიზიტები: (ირიცხება ტექნ. წყლის მიწოდების საფასური) მიეთითება - ბანკის დასახელება და ანგარიშის ნომერი ტელეფონის ნომერი ელ.ფოსტა მიმწოდებლის წარმომადგენელი  (თანამდებობა, სახელი გვარი) ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებლის) საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი გვარი/დასახელება პირადი N ან /ს/კ აბონენტის N იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი მიწოდების მისამართი უძრავი ქონების (მიწოდების მისამართი) ფლობის საფუძველი □ საკუთრება □ დროებითი სარგებლობა ტელეფონის ნომერი ელ.ფოსტა აღრიცხვის კვანძის საიდ. ნომერი მომხმარებლის კატეგორია: □ გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო   □ გამრიცხველიანებული არასაყოფაცხოვრებო □ გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკური წყლის ტარიფი გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (1 კუბ/მ.- ლარებში) 1 კუბ.მ - 0.------- ლარი გამრიცხველიანებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (1 კუბ/მ.- ლარებში) 1 კუბ.მ - 0.------- ლარი გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (სულადობით თვეში ლარებში) 1 სულზე -  0. ---- ლარი მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი (თუ ის არ არის მომხმარებელი) სახელი გვარი/დასახელება: პირადი N/ს/კ მისამართი ტელეფონის ნომერი ელ.ფოსტა ტექნიკური წყლის მიწოდების დაწყების თარიღი: ტექნიკური წყლის მიწოდების სისტემის მფლობელი ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება: მატერიალური ფორმით, მისამართზე: ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: SMS ნომერზე: მიწოდების ხელშეკრულება მოქმედებს: მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების და (მიმწოდებელთან რეგისტრაციის დღიდან) _______________________მდე დანართები: □ პირადობის მოწმობის ასლი □ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი □ დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________________ ტექნიკური წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: ____________ „      ____ “ __________ 202__წ. ტექნიკური წყლის (წყალმომარაგების) მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მუხლი 2🔗. მხარეთა ვალდებულებები: 1. ხელშეკრულების მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემუშავებული ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის შესაბამისად. 2. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ ტექნიკურ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი ტარიფით. 3. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოიხმაროს ტექნიკური წყალი მხოლოდ _____________________________________________ (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის. 4. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს ტექნიკური წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება. 5. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური. 6. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. 2. ტექნიკური წყლით უკანონო სარგებლობა 1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებად მიჩნეული იქნება ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ტექნიკური წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ტექნიკური წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ტექნიკური  წყლის დატაცება, მათ შორის, ტექნიკური წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ნებისმიერი სახის ჩარევა დ აგარემოება რაც დაადასტურებსტექნიკური წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტს. 2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ვალდებულია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). 3. მიმწოდებელი ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. 4. მიმწოდებელის მიერ ტექნიკური წყლით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, (უკანონო) მომხმარებლი ვალდებულია, გადაიხადოს ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, რომლის გაანგარიშებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, აგრეთვე მასვე დაეკისრება შეწყვეტილი მომსახურეობის აღდგენისა და ქსელის დაზიანების აღდგენის ღირებულება დადგენილი ოდენობით და წესით. 3. ტექნიკური წყლის მიწოდების მომსახურეობის გაწევისას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე დაწესებული შეღავათები 1. ამ ხელშეკრულებაზე მიერთებამდე (ხელმოწერამდე), თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების (ტექნიკური წყლის) ქსელით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებლები განთავისუფლდენ მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებებისაგან თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. 2. ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, მოხმარებულ ტექნიკურ წყლით (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე - კატეგორიების მიხედვით) სარგებლობის შეღავათის ან მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხს ადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მხარეების ხელმოწერა: ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________________ ტექნიკური წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: ____________ „ _____ “__________ 202__წ. შენიშვნა: ტექნიკური წყლის მიმწოდებლის მიერ, შეიძლება განისაზღვროს ტექნიკური წყლის საპროგნოზო მიწოდებისა და წყალმომარაგების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გრაფიკი, მოახდინოს წყლის მიწოდების შეწყვეტა წყალმომარაგების ქსელის და მასთან დაკავშირებული მოწყობილეობების აღდგენა რეაბილიტაციის მიზნით, აგრეთვეე ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას. დანართი №3 ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის   მუნიციპალური სამსახური“ აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი № -------------------- 202-- წელი                                                        მომსახურეობის ოფისი ------------ აბონენტის №­­­­­­­­­­­­­­­­­­: _____________________                      საიდენტიფიკაციო/პირადი №­­­­­­­­­­­­­_________ მესაკუთრე:    ______________________                     მისამართი: _________________________ ტელეფონი:    ______________________                     საკადასტრო კოდი: __________________                        საყოფაცხოვრებო  -----                                              არასაყოფაცხოვრებო -------                                                            (მომხმარებლები) დამონტაჟდა : საფუძველი ----- პროექტი              ----   განცხადება             -------  ხელშეკრულება მრიცხველის №­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­_______________________                     მრიცხველის დიამეტრი (მმ) ___________ მრიცხველის ჩვენება მ​3 __________________________            საფირმო დასახელება: _________________ რადიომოდული № ______________________             მრიცხველის ტიპი: ________________________ ქარხნული ბრჯენი - აქვს ------           , არ აქვს -------          მონტაჟის ადგილი: _______________________ ვენტილი/ურდული  ------                                    ფილტრი ------                               უკუსარქველი ------ მოიხმარს ტექნიკურ წყალს ----- წყლის მილის დიამეტრი (მმ): _____________ სააბონენტო ბჯენის №:___________________ ჩენება დალუქვისას მ​3:___________________ მოიხსნა: საფუძველი აბონენტის განცხადება --------                                              დაზიანება ----- მრიცხველის ნომერი : _________________________          სააბონენტო ბჯენის №:__________________ მრიცხველის ჩვენება: _________________________           შეფუთვის დროებითი ბჯენის №_________ რადიომოდული №: ___________________________          ქარხნული ბჯენი -აქვს ----           არ აქვს------ შეიცვალა/შეკეთდა       ვენტილი -----                       ფილტრი ------                            უკუსარქველი------ შენიშვნა:___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ აბონენტი/წარმოამდგენელი:                                                                           კომპანიის წარმომადგენელი: ______________________________                        -(ხელმოწერა)-             __________________________.