,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016549
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 1 ივნისი

ქ. ცაგერი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის  №5 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/02/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016324) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი №1

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
 

 


მუხლი 1
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება თვეში არაუმეტეს 495 (ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

2.  საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზრაურებლად ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თანხის 25 პროცენტი.

3. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯის   კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე ფაქტობრივი დასწრების,  აგრეთვე მოსახლეობასთან შეხვედრების  მონაცემები, რაც დადასტურებული  უნდა იყოს შესაბამისი საოქმო ჩანაწერით ან სარეგისტრაციო ფურცლით.

4. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა  თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

მუხლი 2
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 01 რიცხვამდე.