„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1616-VIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
310060000.05.001.020578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

„მუხლი 84. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება

1. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლებასა და პერიოდულ გადამზადებას ახორციელებენ საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი) და სააგენტო.

2. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირებს საწყის კვალიფიკაციას ანიჭებს სააგენტო.  

3. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

4. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

5. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და  საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის, ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღებისთვის საჭირო კვალიფიკაციის) და პერიოდული გადამზადების სასწავლო პროგრამებს (მათ შორის, იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება ეს პროგრამები), აგრეთვე ტესტირების ჩატარებისა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და ბარათის/მოწმობის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს სააგენტო. აღნიშნული პროგრამებითა და წესებით ხელმძღვანელობს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სასწავლო ცენტრი.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს პირისთვის საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესების განსაზღვრის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების გამოცემა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის, ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღებისთვის საჭირო კვალიფიკაციის) და პერიოდული გადამზადების სასწავლო პროგრამების (მათ შორის, იმ პირთა წრის, რომლებზედაც ვრცელდება ეს პროგრამები), აგრეთვე ტესტირების ჩატარებისა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და ბარათის/მოწმობის ფორმებისა და გაცემის წესების განსაზღვრა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 ივნისი 2022 წ.

N1616-VIIIმს-Xმპ