1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა):
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნ