1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.
3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნ