წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2022
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-119.119221513
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
matsne.gov.ge 249 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.10.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.01.2021 მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 07.03.2023 მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შულავერის ივერიონის უბანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 08.11.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-119.119221513 2022 წლის 31 მაისი წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-მე-10 მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების   შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩებს სახელწოდებები გადაერქვათ დანართი №1-სა და თანდართული რუკის შესაბამისად. 2. განხორციელდეს უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება: ა) ალექსანდრე პუშკინის ქუჩასთან არსებულ ჩიხს განესაზღვროს სახელწოდება ალექსანდრე პუშკინის პირველი ჩიხი. ბ) პროექტით გათვალისწინებული 26 მაისის ქუჩასა და ედუარდ ბრაიშის ქუჩას შორის არსებულ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს განესაზღვროს სახელწოდება მე-10 ქუჩა. 3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დანართი №1 დაბა თრიალეთი 1. საბჭოს ქუჩა – კლდეკარის ქუჩა; 2.  ალექსანდრე სუვოროვის ქუჩა – იაკობ გოგებაშვილის ქუჩა; 3. ხრამჰესის ქუჩა – ედუარდ ბრაიშის ქუჩა; 4.  1 მაისის ქუჩა – 26 მაისის ქუჩა; 5. ლენინის ქუჩა – ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩა; 6. სკოლის ქუჩა – ცოდნის ქუჩა; 7. შოთა რუსთაველის ქუჩა (დარჩა უცვლელი); 8. ფეოფილაქტე ზუბალოვის ქუჩა (დარჩა უცვლელი); 9. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა (დარჩა უცვლელი).