სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2022
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 2022 წლის 6 ივნისი ქ. სამტრედია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის, ავტომანქანების პარკირების წესების დადგენისა და პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2022 წლის 6 ივნისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
მუხლი 1🔗
დადგინდეს, ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
2. წინამდებარე წესი აგრეთვე არეგულირებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას.
3. წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.
4. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს მოქმედებს წინამდებარე წესის მოთხოვნები.
5. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:
ა) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს;
დ) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების საერთო ადგილებისათვის, არამედ პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას;
ე) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;
ვ) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;
ზ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
მუხლი 2🔗.
ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
ე) მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკურად გამართული ავტომანქანების გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ) პარკირების სფეროს განვითარება;
ზ) ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობით:
ზ.ა) ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა;
ზ.ბ) ორმაგი პარკირების გამორიცხვა;
თ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტომანქანა – ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება;
ბ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად, არ წარმოადგენს ქვეითს;
გ) ტაქსი – შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას;
დ) პარკირება – ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა) თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;
ე) პარკირების ადგილები – ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;
ვ) პარკირების საერთო ადგილები – პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტირიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ზ) პარკირების სპეციალური ადგილები – პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად, განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
თ) საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
ი) გზა – საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს;
კ) ქუჩა – გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;
ლ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
მ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;
ნ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ო) ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ან არ ასრულებს რამე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე პირი ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი;
პ) ავტოსაგზაო შემთხვევა – გზაზე ავტომანქანის მოძრაობისას ან/და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომანქანა;
ჟ) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;
რ) პარკირების ორგანიზება – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ს) პარკირების ორგანიზების უფლება – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
ტ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გადაცემული (მინიჭებული) აქვს პარკირების ორგანიზების უფლება;
უ) სპეციალურად დაცული სადგომი – საჯარო სადგომი, სადაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა.
მუხლი 4🔗.
საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.
3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;
ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები;
გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;
დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) ქუჩების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის წესები;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.
7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.
8. ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით.
9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
10. იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება ვაჭრობისათვის (მათ შორის ავტომანქანიდან ნებისმიერი პროდუქციის რეალიზება)
11. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით.
12. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა, ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად, აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით.
13. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.
14. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ.
15. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე მინიმუმ ერთი ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
16. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.
17. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
19. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, გამოყენებულ იქნეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის) სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს მესამე პირისათვის გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
20. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა უფლებამისილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვროს პარკირების ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის შემთხვევაში, შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
მუხლი 5🔗.
პარკირების სახეობები
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად – პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა) ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც.
მუხლი 6🔗.
პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოსათვის წარდგენას;
დ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოსათვის წარდგენას;
ე) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ვ) პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ზ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე (ხელშეკრულებებზე) ხელის მოწერას;
თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, განკარგვაზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით;
მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, აუქციონის წესით, განკარგვაზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას;
ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით, გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით, გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
დ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ე) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
4. პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში;
ვ) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა–ორგანიზებას;
ზ) პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას;
თ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ი) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;
კ) სხვა პირებისათვის პარკირების ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემას.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში;
ვ) პარკირების ადგილების მოწყობაზე გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ზ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მისი განსაზღვრის წესი
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ არ არის გადაცეული მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
3. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური.
4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურს სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება პარკირების ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის.
6. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური ოდენობა არ შეიძლება იყოს პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურზე ნაკლები.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის ნორმატიულ ოდენობაზე ნაკლები.
8. ამ მუხლის შესაბამისად, პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.
9. პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები.
მუხლი 8🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.
2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი განკარგვის წესით, შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.
3. პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:
ა) სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სამტრედიის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
დ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
4. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტით დაწესებულ ვადაში.
7. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.
8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.
9. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
10. პარკირების ორგანიზების უფლება სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა). თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანიზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები (გარდა საერთო პარკირების ადგილებისა) გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.
14. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას, საერთო პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.
15. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 9🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
1. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება, აუქციონის წესით, შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზების უფლება განახორციელოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
6. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.
7. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.
8. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.
9. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება სამტრედიისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვისას კანონმდებლობით დადგენილი წესები.
მუხლი 10🔗.
პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით და აუქციონის წესით, გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება.
2. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. პარკირების ორგანიზების უფლების, გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობას.
5. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქციონო პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.
6. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად (მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში). ამ შემთხვევაში, იმ პარკირების ადგილის ფართობის შესაბამისად, რომელიც აღარ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად, შემცირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ორგანიზების უფლების საფასური;
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ხაზოვობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოების წარმოება. აგრეთვე, სტიქიური მოველენების, მიტინგების, მანიფესტაციებისა და სხვა შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდება მოცემულ ადგილებზე ორგანიზების უფლების განხორციელება. აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება სამუშოებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების დასრულებამდე მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში და შესაბამისად, ხელშეკრულების შეჩერების განმავლობაში, ორგანიზების უფლების მქონე პირს აღნიშნულ ადგილებზე არ მოეთხოვება ორგანიზების უფლების საფასურის გადახდა.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“-ქვეპუნქტებით ხელშეკრულების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“-ქვეპუნქტებით ხელშეკრულების სამტრედიიის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“-ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არა აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
11. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით, გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
მუხლი 11🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირითადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და, როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, შეუძლია განსაზღვროს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესები (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45 გრადუსიანი დგომა).
8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 12🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთზე
1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით, დადგენილი წესების დაცვით.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.
3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა ან/და 90 გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
4. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება სამტრდეიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად, მოწყობის ვადებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
7. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დადგენილი ვადის დარღვევისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
8. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
9. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 13🔗.
პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1. პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2. პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3. წინამდებარე წესის მე-14 მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
4. წინამდებარე წესის მე-15 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, პარკირების საერთო ადგილზე იმ ავტომანქანების დგომა, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაზიდვა-გადატანას, არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
5. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილებზე.
მუხლი 14🔗.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა) ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება.
მუხლი 15🔗.
წესის დარღვევა
1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელზეც განთავსებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საცნობარო ნიშანი;
ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;
გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90 - გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;
თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
ი) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;
კ) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;
ლ) ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე, სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;
მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;
ნ) პარკირებისათვის გამოყოფილ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა 12 საათზე მეტი დროით;
ო) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევა წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევას და დამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ნ“-ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე“ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“-ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, ავტომანქანების გადაყვანა საჯარიმო სადგომზე განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.“.
მუხლი 16🔗.
პარკირების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
1. თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.
4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ პუნქტის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი დაარიცხავს საურავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავე კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამავე კოდექსის 2904 მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა სტრუქტურულმა ერთეულმა, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირმა.