“საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III №91 მუხ.790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1020
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.11.106.005.597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 13/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი040.150.000.11.106.005.597

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1020

2002 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ო ქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ.,№91, მუხ. 790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 56-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

I. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ო ქტომბრის №265 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივ ორგა ნ ოებთან მუშაობის სამსახურები ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, აწვდიან იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტს ინფორმაციას მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ და რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარს”.

2. დებულების მე-10 მუხლში სიტყვები: „კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის” შეიცვალოს სიტყვებით: „ნორმატიული აქტების რეგისტრა ც იის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის”.

3. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტში სიტყვები: „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის”.

4. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1”, „ჟ1”, „რ1” და „ს1” ქვეპუნქტები:

ა) „პ1) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება – 151”;

ბ) „ჟ1) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება – 161”;

გ) „რ1) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება – 171”;

დ) „ს1) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება – 181”;

5. დებულების №5 დანართის პირველი პუნქტის მე-13 აბზაცში სიტყვები: „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია”.

6. დებულების №5 დანართის პირველ პუნქტში სიტყვების:

ა) „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 011” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

– „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო – 0111”;

ბ) „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 013” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

– „აუდიტორული საბჭოს კოლეგია – 0131”;

გ) „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია 014” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

– „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 0141”.

7. დებულების №5 დანართში სიტყვები:

ა) „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო”;

ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო“.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი