📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2022
გამომცემი ორგანო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,476 სიტყვა · ~32 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 98% 01.03.2024 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 98% 06.05.2020 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 97% 01.08.2015 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 96% 28.04.2022 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 07.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №9 2022 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 4 მარტის №1 ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗 1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა.  2. ამ ბრძანებით დამტკიცებული  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 28 ივნისიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე                                                                                                                                                                 დანართი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილებებსა და სამსახურის საქმიანობის წესებს. 2. სამსახურის ადმინისტრაციული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0186, მ. ასათიანის ქ. №9; სამსახურის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას ასევე ახორციელებს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, 0186, ალ. ყაზბეგის გამზ. 42-42ა; ქ. ქუთაისი, 4608, ი. აბაშიძის გამზ. №22; ქ. ბათუმი, 6010, მაზნიაშვილის ქ. №54, ქ. ზუგდიდი, 2100, კოსტავას ქუჩა №18; ქ. თელავი, 2200,  ერეკლე II-ის გამზირი №16. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 4. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებზე, შენობებზე და თანამშრომლების სამუშაო ოთახებში. მუხლი 2🔗. სამსახურის სტატუსი და საქმიანობის პრინციპები 1. სამსახური თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოსა და თანამდებობის პირს. 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II სამსახურის სტატუსი და საქმიანობის მიმართულება მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიმართულება სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს, რომლის მიზანია განახორციელოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სფეროში სამსახურის ფუნქციებია: ა) სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ბ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გაანალიზება, საინფორმაციო სისტემების შექმნა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის პერიოდული მიწოდება. თავი III სამსახურის თანამშრომლები მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ბ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე; გ) პროფესიული საჯარო მოხელეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა); დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. მუხლი 6🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს; გ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ; ე) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს და იყენებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღს; ზ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს. თ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას; ი) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საწვავით, ავტომანქანით და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს; კ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობით სარგებლობისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ასრულებს;      ლ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისთვის ქმნის სათათბირო ორგანოებს და ადგენს მათი საქმიანობის წესს; მ) იღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის შესახებ; ნ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ო) უზრუნველყოფს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით, წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს; ჟ) სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, დასაბუთებული წინადადებით, წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე; რ) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას; ს) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე, საჭიროების მიხედვით, მათზე და სამსახურის სხვა თანამშრომლებზე ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას; ტ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას; უ) შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას; ფ) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, უფლებამოსილია გამოსცეს სამსახურის თანამშრომლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის ინსტრუქციები; ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიებით. მუხლი 7🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ძირითადი ფუნქციებია: ა) მათ საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; დ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მათთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინაშე. თავი IV სამსახურის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და მათი მართვა მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) საგამოძიებო დეპარტამენტი; ბ)  ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი; ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ი) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი). მუხლი 9🔗. საგამოძიებო დეპარტამენტი 1. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველო; ბ) აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველო; გ) კახეთის სამმართველო; დ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო; ე)  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; ზ) ოპერატიული სამმართველო. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება. 3. საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება; ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; გ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურისა და საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; თ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; კ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; ლ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად საგამოძიებო დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე; გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით; დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება; ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით; ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 5. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა; ბ) სამსახურის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გ) სამსახურის საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა; დ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა. 2. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება და სამსახურში დანერგვის მხარდაჭერა; გ) სათანადო ორგანიზაციული კულტურის, ჯანსაღი სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა მოტივაციისა და გუნდური ფორმირების მიზნით წინადადებების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) შრომის ბაზარზე სამსახურის პოპულარიზაცია და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება და ჩატარება; ვ) თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ზ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების/დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; თ) თანამშრომელთა შეფასების პროცესის ორგანიზება; ი) თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროდუქტების დანერგვა; ლ) სტაჟირების სისტემის განვითარება, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; მ) შესაბამისი თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზება და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა; ნ) იმ თანამშრომელთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარებიან შესაბამისი გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან/ცნობებთან დაშვებას; ო) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან თანამშრომელთა დაშვებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება; პ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის სისტემატიზაცია; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, ასევე მათზე დროებითი ფუნქციების დაკისრების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება; რ) თანამშრომელთა სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა; ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე თანამშრომელთა დაშვების ორგანიზება და აღრიცხვა. 3. საქმისწარმოების მიმართულებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება; გ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა, ასევე სამსახურში მომზადებული დოკუმენტების რეესტრის წარმოება; დ) სამსახურისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი; ე) საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაცია და საიდუმლო საქმისწარმოება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) შემოსული და გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება და ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომელთათვის დროული მიწოდება; თ) საიდუმლო დოკუმენტების ასლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადება. 4. საარქივო საქმიანობის მიმართულებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქმეთა ნაერთი ნომენკლატურისა და საიდუმლო საქმეთა ნომენკლატურის შედგენა; ბ) დასრულებულ საქმეთა აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; გ) მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება და საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემა, ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით; დ) არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ე) სამსახურის დოკუმენტების დაარქივებასთან დაკავშირებით სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია; ვ) სამსახურის არქივში დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის საამისოდ უფლებამოსილ პირებზე გაცემა. 5. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერის მიმართულებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამუშაო შეხვედრებისა და სხდომების ორგანიზება; ბ) სამსახურში ვიზიტორების მიღება და საშვების დაშვების უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის/სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების საპროტოკოლო უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინების/ვიზიტების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სასწავლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ე) საგანმანათლებლო მიზნებისათვის სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ვ)  სამსახურის ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის მართვა; ზ) ნივთიერი მტკიცებულებების შენახვის, გაცემისა და დაცვის უზრუნველყოფა. 6. გარდა ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურისა და დეპარტამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; გ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; დ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ე) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; ვ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 7. ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 11🔗. იურიდიული დეპარტამენტი 1. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო (მათ შორის, ევროპულ) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის სახელით ურთიერთობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ვ) სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი, შესყიდვების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; თ) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ო) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; პ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; ჟ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ს) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 12🔗. გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი 1.გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) გამოძიების ხარისხის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების/სახელმძღვანელოების მომზადება; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ჩატარება, სტატისტიკის წარმოება და შედეგების ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება. 2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებთან. 3. გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) გამომძიებლების საქმიანობის შეფასება გამომძიებელთა შეფასების სისტემის შესაბამისად; ბ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატური შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/სახელმძღვანელოების მომზადება; გ) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სასამართლოს პრაქტიკის განზოგადება; დ) წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით; ე) წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით; ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდული მონიტორინგი; ზ) მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებების ანალიზი; თ) სამსახურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიცირება და მათი ჩატარების ორგანიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების მომზადება. კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური სახელმძღვანელოების შემუშავება, კვლევების მომზადება, გამოძიების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, სხვა სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ასევე, მომზადებული დოკუმენტების გავრცელება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი; ლ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია; ნ) სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან თანამშრომლობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია; პ) სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ტ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; უ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადების ორგანიზება; ქ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 13🔗. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ჩატარება და შედეგების ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება. 2. საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის დაწესებულებებთან, მათ შორის კოლეგა უწყებებთან, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ასევე, მათთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; დ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებსა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ვ) ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება; ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ეროვნული სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის ან კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; თ) უცხო სახელმწიფოში სამსახურის წარმომადგენლების, ასევე უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა; ი) კომპეტენციის შესაბამისად, ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან და   საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან  კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის/სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია; მ) სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; პ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ჟ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ს) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 14🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი 1. ეკონიმიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საბიუჯეტო პროცესების კოორდინაცია და მართვა; ბ) სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კოორდინაცია და მართვა; გ) სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვა, ასევე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. საბიუჯეტო პროცესების კოორდინაციისა და მართვის მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და მართვა; გ) სამსახურის ბიუჯეტის შესრულება და კონტროლი; დ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კოორდინაციისა და მართვის მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, დამტკიცება, რეგისტრაცია და კორექტირება; ბ) სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესყიდვის პროცედურების განხორციელება და ანგარიშგება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ხელშეკრულების პროექტების და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის პროცედურების განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტების, ხელშეკრულების პროექტების და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია. 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების წარმოება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; გ) არაფინანსური აქტივების, გრძელვადიანი და მცირეფასიანი აქტივების და მატერიალური მარაგების აღრიცხვა; დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების სრულად და დროულად დარიცხვა და გაცემა; ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება; ვ) სტატისტიკური ანგარიშებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ზ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა; თ) სამსახურის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა. 5. სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება; ბ) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარება; გ) სამსახურის იურიდიულ მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის საკუთრების დაცვა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით; დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ე) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი; ვ) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება; ზ) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა და მართვა; თ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; ი) სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა; კ) სამსახურის ავტოპარკის მართვა და განაწილება; ლ) სამსახურის იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მათ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება; მ) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენის ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 6. გარდა ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა, ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურებრივი მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელთა ტრანსპორტირება; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; გ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; დ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ე) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; ვ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 7. ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 15🔗. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა. 2. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური მონიტორინგი და ადმინისტრირება; ბ) სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; გ) სამსახურის კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) ახალი ინფორმაციული სისტემების ინიცირება, საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება, მათი შექმნა, დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა; ე) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) გამოძიების პროცესში ელექტრონული მტკიცებულებების ამოღებისას და დამუშავებისას საგამოძიებო დეპარტამენტის მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამსახურის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით; თ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ი) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ანგარიშის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის/კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი; ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირება; მ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა; ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; რ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 16🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, სემინარების მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება; გ) სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებებისა და განცხადებების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; დ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამსახურის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება; ე) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, მათი განხორციელების მხარდაჭერა, ასევე საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის/სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ზ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადების პროცესში მონაწილეობა; თ) ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან, ამავე პროფილით მომუშავე კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ი) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების საჭიროების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მისი განხორციელების მხარდაჭერა; კ) სამსახურის მიერ ფოტო/ვიდეო მასალების მომზადება, დამუშავება და დაარქივება; ლ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება; მ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და სამსახურის ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ; ნ) სამსახურის ბეჭდვითი მასალების მომზადების პროცესში სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციების გაწევა; ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ს) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. მუხლი 17🔗. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) 1. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია: ა) სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობის განხორციელება. 2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია: ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა; ბ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება; გ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში პირების უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვა; დ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) შესული კორესპონდენციის განხილვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ზ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის და სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ი) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ლ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; მ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის, დისციპლინური გადაცდომის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს იურიდიული და ფიზიკური პირების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრებზე, განცხადებებზე და მასალებზე; გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურის თანამშრომელს მიმართოს გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით; დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის თანამშრომლისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე; ვ) დაათვალიეროს სამსახურის თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი; ზ) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი; თ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ი) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; კ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ან მისთვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის შესახებ; ლ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინოს რეკომენდაციები; მ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა; ო) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე; პ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში განახორციელოს მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით; ჟ) განახორციელოს სამსახურის თანამშრომელთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების  საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება; რ) განახორციელოს სამსახურის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი; ს) განახორციელოს სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის და სპეციალური საშუალებების  მიღება/ჩაბარების მონიტორინგი; ტ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან; უ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია გენერალურ ინსპექციაზე (დეპარტამენტზე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 4. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18🔗. სტრუქტურული ერთეულის მართვა 1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) განსაზღვრავს დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში სტრატეგიულ ამოცანებს, არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს; ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმოადგენს დეპარტამენტს, გეგმავს/წარმართავს მის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას; დ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და პროდუქტიულობის ზრდაზე; ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ვ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს; ზ) სამუშაო პროცესში აძლევს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს; თ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას; ი) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ან/და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) ანაწილებს არსებულ რესურსებს, ახდენს მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და შუამდგომლობს იმ მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად; მ) ხელს უწყობს სწორ კომუნიკაციას ზედა რგოლის მენეჯმენტსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კომუნიკაციას სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და გარე მიზნობრივ ჯგუფებთან; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით წარუდგენს წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ან დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ჟ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; რ) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და რესურსების სწორად განაწილების პროცესში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას; დ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ადგენს თანამშრომელთა საჭიროებებს და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს; ზ) სამუშაო პროცესში აძლევს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს; თ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ან დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ლ) ახდენს დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და დამატებით საჭიროების თაობაზე მიმართავს უშუალო უფროსს; მ) მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში; ნ) დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას; ო) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; პ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 19🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის მართვა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) გეგმავს/წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას; გ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; დ) სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ადგენს თანამშრომელთა საჭიროებებს და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; ე) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს; ვ) სამუშაო პროცესში აძლევს სამმართველოს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს; ზ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს სამმართველოში შემოსულ ან სამმართველოს მიერ მომზადებულ კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ი) უშუალო უფროსს წარუდგენს წინადადებებს, სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) ანაწილებს არსებულ რესურსებს, ახდენს სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და დამატებით საჭიროების თაობაზე მიმართავს უშუალო უფროსს; ლ) მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში; მ) დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას; ნ) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი V სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა მუხლი 20🔗. სამსახურის დაფინანსება 1. სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. 3. სამსახურს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. 4. სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე.