სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2022
გამომცემი ორგანო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| სახელმწიფო სპეციალური წოდება | წოდებრივი სარგო (ლარი) |
| იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი | 110.00 |
| იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი | 100.00 |
| იუსტიციის უფროსი მრჩეველი | 70.00 |
| იუსტიციის მრჩეველი | 60.00 |
| იუსტიციის უმცროსი მრჩეველი | 50.00 |
| I კლასის იურისტი | 40.00 |
| II კლასის იურისტი | 30.00 |
| III კლასის იურისტი | 25.00 |
| უმცროსი იურისტი | 20.00 |
| მოხელის კლასი | 1 |
| საკლასო დანამატის განაკვეთი | 1% |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
ბრძანება №11
2022 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 4 მარტის №3 ბრძანება ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე
დანართი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას (თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის, საკლასო დანამატის ოდენობებს, აგრეთვე სხვა დანამატების, ფულადი ჯილდოსა და კომპენსაციების საკითხს).
მუხლი 2🔗. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამსახურის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
3. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელთა ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით.
5. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომელთა ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება სამუშაო დღეების მიხედვით.
6. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება სამუშაო დღეების მიხედვით გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 3🔗 . სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს, სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
მუხლი 4🔗. წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ოდენობა
წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
სახელმწიფო სპეციალური წოდება
წოდებრივი სარგო (ლარი)
იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
110.00
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი
100.00
იუსტიციის უფროსი მრჩეველი
70.00
იუსტიციის მრჩეველი
60.00
იუსტიციის უმცროსი მრჩეველი
50.00
I კლასის იურისტი
40.00
II კლასის იურისტი
30.00
III კლასის იურისტი
25.00
უმცროსი იურისტი
20.00
მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატი
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევა ნამსახურობის დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშება ხორციელდება თანამდებობრივი სარგოსა და წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უკავია სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება, წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც.
4. წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების დათვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
5. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის.
6. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიმართვის მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი მიმართვით გათვალისწინებული თარიღიდან.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება
სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე თანამშრომლის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, მოხელის კლასის არსებობისას - საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს, ფულად ჯილდოს, სხვა დანამატებს და კომპენსაციებს.
მუხლი 7🔗. საკლასო დანამატი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი გაიცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მოხელის კლასი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
საკლასო დანამატის განაკვეთი
1%
2%
3%
4%
5%
6%
7%
8%
9%
10%
12%
15%
მუხლი 8🔗. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურება
1. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, ფულად ჯილდოს.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოს.
მუხლი 9🔗. თანამშრომლის კომპენსაცია
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის (გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. სამსახურის თანამშრომელს, (გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
3. დაღუპულ/გარდაცვლილ სამსახურის თანამშრომელზე (გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, ჯილდო, კომპენსაცია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
მუხლი 10🔗. სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება უფლებამოსილების შეჩერების დროს.
სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროს ეძლევა შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურობის დანამატები, საკლასო დანამატი, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 11🔗. სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება დროებითი ფუნქციების შესრულების დროს
სამსახურის თანამშრომელს, (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. თანამშრომელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი.
მუხლი 12🔗. სამსახურის თანამშრომლის სახელფასო დანამატი
1. სამსახურის თანამშრომელს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი.
2. სამსახურის თანამშრომლისთვის სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან და ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეს სახელფასო დანამატი ეძლევა სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
5. სამსახურის უფროსის სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხორციელდება – თავად სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
6. სამსახურის თანამშრომლისთვის გაცემული სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას.
მუხლი 13🔗. ფულადი ჯილდო
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ფულადი ჯილდო ეძლევა სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
2. სამსახურის ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელს ფულადი ჯილდო ეძლევა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
3. სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
4. სამსახურის თანამშრომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს
მუხლი 14🔗. სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემა
სამსახურის თანამშრომლის სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს ოდენობას, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.