სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2022
გამომცემი ორგანო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 04.03.2022
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
ბრძანება №12
2022 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 4 მარტის №4 ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე
დანართი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭებისა და სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებები და წოდების მქონე თანამშრომლები
1. სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამსახურში სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოს სამსახურის თანამშრომელს, გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.
3. სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხით დგინდება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი იურისტი – 1 წელი;
ბ) III კლასის იურისტი – 2 წელი;
გ) II კლასის იურისტი – 3 წელი;
დ) I კლასის იურისტი – 3 წელი;
ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;
ვ) იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;
ზ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.
2. უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება
1. საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას სამსახურის თანამშრომელს ანიჭებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
3. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება მიენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
4. პირს, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება, ენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება.
5. პირს, რომელიც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებაში მსახურობდა და დაინიშნა სამსახურში სპეციალური წოდება მიენიჭება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდებით, სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება;
ბ) სამხედრო ან სპეციალური წოდებით, სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
6. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც სამსახურში დანიშვნის დროისათვის გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამსახურში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება სამსახურის შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას.
7. სამხედრო და სამსახურში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) უმცროსი იურისტი – რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი, უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი, მიჩმანი, უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი, მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი;
ბ) III კლასის იურისტი – ლეიტენანტი;
გ) II კლასის იურისტი – უფროსი ლეიტენანტი;
დ) I კლასის იურისტი – კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი;
ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – მაიორი, III რანგის კაპიტანი;
ვ) იუსტიციის მრჩეველი – ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი;
ზ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი;
თ) იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი – ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი;
ი) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი – გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.
8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
9. მორიგი სპეციალური წოდება თანამშრომელს ენიჭება წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
10. თანამშრომელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სამსახურებრივი შემოწმება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. თანამშრომელს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) შეფასების შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის.
2. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება დასაშვებია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ.
3. სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად თანამშრომელი წარდგენილი უნდა იქნეს უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი ხელმძღვანელობის თანხმობით.
მუხლი 6🔗. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება
1. დისციპლინურ სახდელად სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების გამოყენების უფლება აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
2. იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც ერთი საფეხურით დაქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითებიდან მეორე დღეს.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წოდებაში დაქვეითებულ თანამშრომელს აღუდგინოს წოდება, წოდებაში დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზება
სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 8🔗. სოციალური დაცვის გარანტიები
1. სპეციალური წოდებისთვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში თანამშრომელს უფლება აქვს მიიღოს ყველა ის დანამატი, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
3. უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.