„საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №283 |
|
2022 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წინასაპროექტო კვლევის პერიოდში განმცხადებელი უფლებამოსილია, სააგენტოს მიმართოს წერილობითი განცხადებით პროექტის სივრცის დაგეგმარების გეგმებთან, პრინციპებსა და ამოცანებთან, აგრეთვე დამტკიცებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა იძლეოდეს შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამ მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს დამატებით მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენა
1. განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას სააგენტო ეცნობა განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაზუსტებული ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განმცხადებლისთვის განსაზღვრულ ვადაში დაზუსტებული ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე განცხადების განხილვაზე.
3. სააგენტო ვალდებულია, განცხადების/დამატებითი დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტაცია გადაუგზავნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე − შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, ჩართოს სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავენ საკითხს და თავიანთ პოზიციას აცნობებენ სააგენტოს. თუ ადმინისტრაციული ორგანოები სააგენტოს 10 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებენ პასუხს, სააგენტო საკითხს განიხილავს მხოლოდ მიღებული პოზიციებისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
4. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე.
5. სააგენტოს მიერ კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს სამომავლოდ არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ვალდებულებებისაგან, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ინფრასტრუქტურული ან/და სხვა სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №283. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.023494.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №283, 07.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023494 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5487513/