⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.06.2010)
გაუქმებულია:

,,სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 23.06.2009
ძალის დაკარგვა 22.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 26/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 911 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2009 მიღება
22.06.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:130%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Courier New";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"Courier New";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Courier New";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:84.95pt 63.0pt 35.3pt 76.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 2009 წლის 23 ივნისი  ქ. თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ     მუხლი 1🔗 „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების თანდართული წესი.     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესი 1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საქართველოს იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტები) მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების პირობებს. 2. წესი შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების (შემდგომში – საგარეო ვალის დაფარვა) ხარჯების შემცირების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის. 3. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენტებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი საგარეო ვალის დაფარვის მიზნით მოცემული წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას. 4. ეკონომიკური აგენტების დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კრედიტორი ქვეყნისათვის ეკონომიკური აგენტების მიერ რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტის (მიწოდების) შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ კრედიტორი ქვეყნისადმი საგარეო ვალის მოცულობას. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო ვალის მოცულობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 6. ეკონომიკური აგენტების მიერ წინასწარი დაფინანსების თაობაზე თხოვნით მომართვის შემთხვევაში წინასწარი დაფინანსების თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 7. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი: ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას; ბ) რისი მიწოდება ხდება (მოხდა) საგარეო ვალის შესამცირებლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე; დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მათ მიერ საგარეო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება; ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა; ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურება; ზ) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უზრუნველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების ანგარიშში საგარეო ვალის დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე ღებულობს საქართველოს მთავრობა. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულად შესრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების თაობაზე.