„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-54/ნ |
|
2022 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
1) მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგანგებო სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის, ცენტრის სასწრაფო სამედიცინო მზადყოფნის უზრუნველყოფა, მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების მიწოდებისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, მათ შორის საველე დონეზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (EMT – 1 (Emergency Medical Team) ფიქსირებული ჯგუფის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;“.
2) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ჟ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჟ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჟ1) უფლებამოსილია, ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში განსაზღვროს/დაადგინოს ცენტრის თანამშრომელთათვის ერთჯერადი ხასიათის დახმარების გაცემის წესი და პირობები;“.
|