ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 06.06.2022
ძალის დაკარგვა 07.11.2022
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2022
matsne.gov.ge 248 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2022 მიღება
07.11.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება  №28 2022  წლის  6 ივნისი  ქ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის  39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების 1%-ის 2021 წლის 20 ივლისის N72 განცხადების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 19 აპრილის №31 სხდომის ოქმის საფუძველზე  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის  39-ე ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „ეთერ დადიანი“-ს სახელი (ორთოფოტი თან ერთვის). 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების  და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12). საკრებულოს თავმჯდომარე:                                                          შოთა წურწუმია