⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.11.1997)

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.1991
ძალის დაკარგვა 21.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,763 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.1991 მიღება
21.11.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ (ძალადაკარგულია - 31.10.1997, №1028) საქართველოს რესპუბლიკის კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მუხლი 1🔗. პოლიტიკური გაერთიანების ცნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია, მოძრაობა, კავშირი, საზოგადოება და სხვ.) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩეული თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ან სხვა დემოკრატიული ფორმებით მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში. მუხლი 2🔗. პოლიტიკური გაერთიანების წევრობა პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საარჩევნო უფლებით. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი. დაუშვებელია პოლიტიკური გაერთიანების წევრობის შეზღუდვა ეროვნული, კუთხური, რელიგიური, სქესობრივი ნიშნის მიხედვით. პოლიტიკური გაერთიანების წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საქართველოს რესპუბლიკის მართლმსაჯულების ორგანოების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი პირი, შინაგან საქმეთა ორგანოების და შინაგანი ჯარის – ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის წევრი სახელმწიფო უშიშროებისა და საბაჟოს სამსახურების კადრის მუშაკი, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მუშაკი. მუხლი 3🔗. პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები პოლიტიკური გაერთიანება, ასრულებს რა თავისი პროგრამითა და წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. ყველა პოლიტიკური გაერთიანება თანასწორია კანონის წინაშე. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკური გაერთიანებების, მათი ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციების შექმნა და ფუნქციონირება. პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მისი უშიშროებისათვის ძირის გამოთხრა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივება, ასევე სხვა ქმედებანი, რომლებიც ხელყოფენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმათა მოთხოვნებს. მუხლი 4🔗. პოლიტიკური გაერთიანების შექმნა პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად ამ უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი არანაკლებ 100 კაცის შემადგენლობით ატარებს პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ კრებას. პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი კრება იღებს პოლიტიკური გაერთიანების წესდებას და პროგრამას. დამფუძნებელი კრების ჩატარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში წესდება გამოსაქვეყნებლად წარედგინება საქართველოს რესპუბლიკის ან ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ბეჭდვით ორგანოს, რომელიც ვალდებულია ათი დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს იგი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ და აფხაზურ ენებზე. პოლიტიკური გაერთიანება ლეგალიზებულად ჩაითვლება მისი წესდების გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს. აკრძალულია პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ეროვნული, კუთხური ნიშნის მიხედვით. აკრძალულია პოლიტიკური გაერთიანების პირველადი ორგანიზაციების შექმნა საწარმოო ნიშნის მიხედვით სახელმწიფო ორგანოებში, წარმოება-დაწესებულებებში და ა.შ. მუხლი 5🔗. პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება და სიმბოლიკა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე ლეგალიზებული ანდა ლიკვიდირებული გაერთიანების სახელწოდებასა და სიმბოლიკას, თუ გაერთიანების ლიკვიდაციის დღიდან ერთ წელზე ნაკლებია გასული. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია სახელწოდების, წესდების, პროგრამის ან სიმბოლიკის შეცვლის შემთხვევაში ათი დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს ეს ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის ან ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ბეჭდვით ორგანოს, ხოლო რეგისტრირებულმა გაერთიანებამ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ხუთი თვის განმავლობაში ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ დაირქმევს ადრე დაფუძნებული გაერთიანების სახელწოდებას. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ., მუხ.731 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 3 დეკემბრის კანონი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1991წ., მუხ.870 მუხლი 6🔗. პოლიტიკური გაერთიანების წესდება პოლიტიკური გაერთიანების წესდება ითვალისწინებს: ა) გაერთიანების სახელწოდებას, აგრეთვე მის შემოკლებულ დასახელებას, თუ იგი გამოიყენება; ბ) საქმიანობის ძირითად მიზნებსა და მათი მიღწევის საშუალებებს; გ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, საქმიანობის ტერიტორიულ ფარგლებს; დ) წევრად მიღებისა და წევრობიდან გასვლის წესს; ე) წევრის უფლება-მოვალეობებს; ვ) კრების, ყრილობის (კონფერენციის) და სხვა ხელმძღვანელ ორგანოთა მოწვევის წესს და მათ უფლებამოსილებას; ზ) ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობისადმი კონტროლის განხორციელების წესს; თ) წესდებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის წესს; ი) სახსრების წყაროებს და მათი გამოყენების წესს; კ) რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესს. მუხლი 7🔗. პოლიტიკური გაერთიანების იურიდიულ პირად რეგისტრაცია იურიდიული პირის სტატუსის მოსაპოვებლად პოლიტიკური გაერთიანება უფასოდ უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში. პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარედგინება გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოს განცხადება, მისი გადაწყვეტილება, დამფუძნებელი კრების მონაწილეთა სია მათი ხელმოწერებით, ხელმძღვანელობის შემადგენლობის სია და იმ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც გამოქვეყნდა ამ გაერთიანების წესდება. პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის საკითხს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს საბუთების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში. პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო განხილვიდან 5 დღის ვადაში მისცემს მოწმობას რეგისტრაციის შესახებ, რომელიც გაერთიანებას აძლევს უფლებას იქონიოს თავისი გერბიანი ბეჭედი, ოფიციალური ბლანკი, გახსნას ანგარიში საკრედიტო დაწესებულებაში და ისარგებლოს იურიდიული პირის სხვა უფლებით. მუხლი 8🔗. რეგისტრაციაზე უარის და გასაჩივრების წესი პოლიტიკურ გაერთიანებას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას ან მოქმედ კანონმდებლობას. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საქართველოს რეპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია საკითხის განხილვიდან ხუთი დღის ვადაში წერილობითი პასუხი გასცეს პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელ ორგანოს უარის საფუძვლის მითითებით. პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება აქვს საქართველოს რეპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უარი მის რეგისტრაციაზე ათი დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს განსაკუთრებული წარმოების წესით. მუხლი 9🔗. პოლიტიკური გაერთიანების უფლებები პოლიტიკური გაერთიანება თავისი ლეგალიზაციის დღიდან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად იძენს უფლებას: ა) წერილობით, სიტყვიერად ან სხვა სახით შეუფერხებლად გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, პროპაგანდა გაუწიოს თავის საპროგრამო იდეებსა და მიზნებს, გააკრიტიკოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობა; ბ) თანაბრად ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; გ) გამართოს კრებები, მიტინგები, ქუჩაში მსვლელობები და დემონსტრაციები დადგენილი წესის მიხედვით; დ) დაამყაროს ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ გაერთიანებებთან და მოძრაობებთან; ე) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, თანამდებობების პირების არჩევნებში, რისთვისაც უნდა შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები შესაბამისი კანონით დადგენილი წესითა და რაოდენობებით; ვ) შექმნას კავშირები და ბლოკები, ხოლო საარჩევნო კანონის შესაბამისად რეგისტრაციის შემდეგ – საარჩევნო ბლოკები; ზ) ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის შემდეგ ისარგებლოს იურიდიული პირის სტატუსით; თ) იძენს აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს; რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება, ასეთ გაერთიანებათა კავშირი და ბლოკი დამატებით იძენს: ი) საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას თავისი რესპუბლიკური ორგანოების სახით; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფუძნების უფლებას; ლ) სახელმწიფო ორგანოებისაგან თავისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის შეუფერხებლად მიღების უფლებას. მუხლი 10🔗. პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან მისი აკრძალვა პოლიტიკური გაერთიანების წესდების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ამ პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა ან მისი საქმიანობის შეჩერება პოლიტიკური გაერთიანებისათვის სათანადო შეტყობინების შემდეგ ზომების მიუღებლობის შემთხვევაში. შესაბამისი განცხადების საფუძველზე პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის ან მისი საქმიანობის შეჩერების საკითხს წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო განსაკუთრებული წარმოების წესით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პოლიტიკური გაერთიანება თუ იგი: ა) ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ გაერთიანებას ან შეადგენს მის სტრუქტურულ ნაწილს, ანდა მას აფინანსებენ სხვა სახელმწიფო ორგანოები თუ სხვა ორგანიზაციები; ბ) მოუწოდებს ან ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, ეწევა საბოტაჟს ან ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოების ნორმალურ მუშაობას; მოუწოდებს ან თავისი საქმიანობით ხელს უწყობს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას; დ) აღვივებს ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის შუღლსა და მტრობას; ე) ეწევა პროპაგანდას; ვ) არღვევს ამ კანონით დადგენილ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის წესს; ზ) შექმნილია ეროვნული, კუთხური ნიშნის მიხედვით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს შეუძლია სამ თვემდე ვადით შეაჩეროს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, თუ იგი: თ) შექმნილია საწარმოო ნიშნის მიხედვით სახელმწიფო ორგანოებში, წარმოება-დაწესებულებებში, სასწავლებლებში და სხვ. აგრეთვე მისი პირველადი ორგანიზაციები შექმნილია მართლმსაჯულების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციის, საკონსტიტუციო ზედამხედველობაში ორგანოებში, საბაჟო სამსახურსა და საჯარისო ფორმირებებში; ი) ქმნის ან შექმნილი აქვს გასამხედროებული ორგანიზაციები; კ) უხეშად არღვევს თავის წესდებას; ლ) არსებობს ან არსებობდა და საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განცხადების შეტანიდან არა უმეტეს ერთი წლით ადრე შეწყდა იმავე სახელწოდების ან სიმბოლიკის მქონე სხვა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა. თუ პოლიტიკური გაერთიანება მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განმეორებით დაარღვევს მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს სათანადო განცხადების საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ამ გაერთიანების საქმიანობა ექვსი თვით, ხოლო თუ პოლიტიკური გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაარღვევს მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს სათანადო განცხადების საფუძველზე შეუძლია აკრძალოს ეს გაერთიანება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის ან შეჩერების შესახებ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შემთხვევაში მას, როგორც გაერთიანებას, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, ხოლო მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში – ამ კანონის მე-9 მუხლის ა), ბ), ზ), თ), ი), კ) და ლ) პუნქტებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა. მას ეკრძალება აგრეთვე მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების, დემონსტრაციებისა და კრებების გამართვა, გარდა წესდებით გათვალისწინებული გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოს კრებისა (ყრილობა, კონფერენცია). თუ პოლიტიკური გაერთიანება, რომლის საქმიანობაც დროებით შეჩერებულია, დარღვევების აღმოფხვრის შესახებ აცნობებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს, იგი ერთი თვის ვადაში, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდში 3 დღის ვადაში განიხილავს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების მოხსნის საკითხს. მუხლი 11🔗. პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა შეიძლება რეორგანიზაციის (შერწყმის, შეერთების, გაყოფის, გამოყოფის) ან ლიკვიდაციის გზით. პოლიტიკური გაერთიანების რეორგანიზაცია ხორციელდება მისი წესდების შესაბამისად. რეორგანიზაციის შემდეგ პოლიტიკური გაერთიანების ლეგალიზაცია და რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით დადგენილი წესით. პოლიტიკური გაერთიანების ლიკვიდაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მისი აკრძალვით, თავისი წესდების შესაბამისად ან თვითლიკვიდაციის გზით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის ან მისი თვითლიკვიდაციის შემთხვევაში ამ პოლიტიკური გაერთიანების ლეგალიზაცია, იურიდიულ პირად რეგისტრაცია და საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება, ხოლო მისი პარტიული სიით (მაჟორიტარული, პროპორციული) სახელმწიფო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება წყდება. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ., მუხ.731 მუხლი 12🔗. პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ რესპუბლიკაში პოლიტიკური გაერთიანებებისათვის მატერიალური ბაზის შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულებით გამოეყოფათ თანხა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით, რომლის 20 პროცენტიც თანაბრად ნაწილდება იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, ხოლო 80 პროცენტი – არჩევნების დამოუკიდებლად მონაწილე გაერთიანებებს და საარჩევნო ბლოკებს შორის მათ მიერ მოპოვებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის პროპორციულად. რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში სახელმწიფო კანონით დადგენილი საფასურით გამოუყოფს პოლიტიკური გაერთიანების რესპუბლიკურ ორგანოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელ სადგომს. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსება ხდება შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. იმ პოლიტიკური პარტიების ფინანსური უზრუნველყოფისათვის, რომელთაც ჰყავთ პროპორციული წესით არჩეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულებით გამოიყოფა განსაზღვრული თანხა. საქართველოს 1996 წლის 22 თებერვლის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.1996წ., გვ.14 მუხლი 13🔗. იურიდიულ პირად რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანების საკუთრება პოლიტიკურ გაერთიანებას, წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, გამომცემლობები, სტამბები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება და განკარგოს იგი საკუთრების შესახებ კანონის შესაბამისად. პოლიტიკური გაერთიანებების ფულადი სახსრები იქმნება საწევრო შენატანების, საგამომცემლო საქმიანობისა და გაერთიანების სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით მიღებული შემოსავლის, მოქალაქეთა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა შეწირულობების, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისგან. პოლიტიკურ გაერთიანებას არა აქვს უფლება ეწეოდეს სხვა სამეურნეო ან კომერციულ საქმიანობას. პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენება გაერთიანების ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია. წარმოება-დაწესებულებებს სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებს არა აქვთ უფლება რაიმე ფორმით დააფინანსონ პოლიტიკური გაერთიანება, გაერთიანებათა კავშირები და ბლოკები. პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება არა აქვს მიიღოს ის თანხები და ქონება, რომელიც გამოყოფილია სხვა ქვეყნების ორგანიზაციების, ფონდების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ. პოლიტიკურ გაერთიანების მიერ უკანონო გზით მიღებული ქონება სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიცემა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტისას მისი საკუთრების საკითხი გადაწყდება კანონით დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ., მუხ.731 მუხლი 14🔗. პოლიტიკური გაერთიანების სამურნეო-საფინანსო საქმიანობის კონტროლი პოლიტიკური გაერთიანების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობას კონტროლს უწევენ საქართველოს რესპუბლიკის საფინანსო, საკონტროლო დაწესებულებანი. იურიდიულ პირად რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება ყოველწლიურად, არაუგვიანეს თებერვლისა, საფინანსო დაწესებულებას წარუდგენს დეკლარაციას წლიური საფინანსო საქმიანობის შესახებ, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დადგენილი ფორმით საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს პოლიტიკური გაერთიანების წყაროებისა და შემოსავალ-გასავლის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო.