ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2022
ძალაში შესვლა 15.07.2022
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016436
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.12.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2022 წლის 14 ივნისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №40 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/12/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.125.016261).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებებს.
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი (შემდგომში – „აპარატი“) შექმნილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – „საკრებულო“) საქმიანობის ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2.აპარატის ამოცანებია საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, დოკუმენტური, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება.
3. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 2🔗.
აპარატის ადგილსამყოფელი
აპარატის იურიდიული მისამართია: ქალაქი ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №3.
მუხლი 3🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი (შემდგომში – „საკრებულოს რეგლამენტი“) და ეს დებულება.
მუხლი 4🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
1. აპარატის ფუნქციებია:
ა) საკრებულოს სხდომების მომზადების ორგანიზება;
ბ) საკრებულოს წევრების ინფორმირება საკრებულოს სხდომების თარიღისა და დროის თაობაზე და შესაბამისი მასალების გადაგზავნა;
გ) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით;
დ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებების და შენიშვნების აღრიცხვა;
ვ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების და ფრაქციების დავალებების შესრულება;
თ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების და აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, მიმართვების, ოფიციალური კორესპონდენციის აღრიცხვა, რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა და შესაბამისი საქმისწარმოება;
ი) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადება;
კ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება; სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ლ) საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების და აუდიო ჩანაწერების წარმოება;
მ) საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება და საკრებულოს წევრებისათვის მიწოდება;
ნ) საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორამციის გამოქვეყნება და გაშუქება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფრაგლებში;
პ) საკრებულოს აპარატში საკადრო პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ჟ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის სამართლებლივი მომსახურების უზრუნველყოფა;
რ) საკრებულოს ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ს) საკრებულოს ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ტ) საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების ვადებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
უ) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ფ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;
ქ) საკრებულოში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მისი გამართულად მუშაობასა და განვითარებაზე ზრუნვა;
ღ) საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ყ) კანონმდებლობით საკრებულოს გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა.
2. აპარატი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
აპარატის სტრუქტურა
1. აპარატი შედგება აპარატის უფროსისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. აპარატის სტრუქტურა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება აპარატის საშტატო ნუსხით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗.
აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია აპარატის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მოსამსახურეთა შორის;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი ან/და პროფესიული განვითარებისათვის შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს აპარატის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის პროცესებს, ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების შესრულების პროცესებს;
ე) დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ არაჯეროვნად დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ახდენს დროულ რეაგირებას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს შესაბამის წინადადებებს.
ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის არყოფნის ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და გარანტიები
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და გარანტიები, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, სოციალური და სამართლებრივი გარანტიები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.