ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძველია საკუთრების სხვადასხვა ფორმაზე დამყარებული მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი მმართველობის შემოსავლის წყარო და შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა.

ადგილობრივი საკუთრება შეიძლება იყოს: კომუნალური საბინაო ფონდი და საბინაო-კომუნალური მეურნეობა; კეთილმოწყობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები; ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; სახალხო განათლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები; ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.) სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, აგრეთვე ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მმართველობის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად.

ადგილობრივი საკუთრება იქმნება:

ადგილობრივი მმართველობისათვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემით კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;

ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადებული გარიგებებით; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიერ სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობასთან დაკავშირებულ ხდომილებათა შედეგა