წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.06.2022
ძალაში შესვლა 11.07.2022
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016482
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.09.2019
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.09.2019
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (2)
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 23.09.2019
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 23.09.2019
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2022 წლის 13 ივნისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და
სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილება;
ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის №25 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 18 ივლისიდან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია
დანართი
კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური:
ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;
ბ) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით;
გ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
2. სამსახურის:
ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) ადგილსამყოფელია ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელება და მონიტორინგი მათ შესრულება/მიმდინარეობაზე;
ვ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვა;
ზ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ი) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
კ) სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სასპორტო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება და წინადადებების შემუშავება მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
მ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზება;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;
ო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
პ) განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;
რ) მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
ს) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ბ) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავება;
დ) წინადადებების და პროგრამების შემუშავება უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;
ე) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვა, დაცვა, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობა;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდება;
ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
თ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;
ი) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;
მ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ნ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
პ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ჟ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
რ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
ს) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
ტ) შრომითი ბაზრის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვა;
ფ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, მათი განზოგადება, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, მათი სოციალური უფლებების დაცვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ქ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;
ღ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
შ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ჩ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ც) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ძ) სოციალური მუშაობის ჩატარება, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
წ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ჭ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ხ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ჯ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ჰ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.
3. სამსახური ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში:
ა.ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციას და კონტროლს;
ა.ბ) ჯანდაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ა.გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით; გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას;
ბ) განათლების სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და განხორციელებას; ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისთვის (შემდგომ - მერი) წინადადებების წარდგენას ინტერდისციპლინარული სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ჯგუფის წევრობის კანდიდატურების შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ.ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მერთან წინადადებების წარდგენას;
ბ.დ) მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობას და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას;
ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებას, სისტემატიზებას, დაგეგმილი და დასაგეგმი ღონისძიებების შეთანხმება-კოორდინაციას;
ბ.ზ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხრდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;
ბ.თ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას.
გ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში:
გ.ა) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების შესწავლას, შენარჩუნებას. სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
გ.ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების მოკვლევისა და დაცვის თვალსაზრისით სპეციალური მუნიციპალური პროგრამების შექმნას, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთა მოწვევას; მატერიალურ და არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ კონფერენციების მოწვევას და ძეგლების პოპულარიზაციას; სპეციალური საინფორმაციო გამოფენებისა და ფესტივალების დაგეგმვას, ორგანიზებას და კოორდინაციას;
გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად შექმნილი სპეციალური პროექტების შემუშავებას და მართვას, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნას, ტირაჟირებას და გავრცელებას;
გ.დ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
გ.ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა- პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ვ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
გ.ზ) კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას, პროექტების შემუშავებას ან დამტკიცებული პროექტების კოორდინაციას და მონიტორინგს;
გ.თ) მოზარდთა სკოლამდელი და სკოლისგარეშე (მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების კოორდინაციას.
დ) ტურიზმის სფეროში:
დ.ა) ტურისტული პოტენციალის კვლევის, განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას;
დ.ბ) ტურისტული სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ პოპულარიზებას; ტურიზმის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის გზით თემატური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელების ორგანიზებას და კოორდინაციას, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების ორგანიზებას, კოორდინაციას და მონიტორინგს;
დ.გ) ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზებას და ფესტივალების დამკვიდრებას;
დ.დ) მუნიციპალური შიდა ტურისტული მარშრუტებით ახალგაზრდების დაინტერესებას, ლაშქრობებისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და კრეატიული ღონისძიებების დაგეგმვას, პროექტების შედგენას და მონიტორინგს.
ე) სპორტის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდის და სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებას და განხორციელებას;
ე.ბ) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაციას;
ე.გ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა და სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის, საწვრთნელო შეკრების, მუნიციპალური პირველობის და სხვადასხვა რანგების შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების ორგანიზებას;
ე.დ) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
ე.ე) მუნიციპალიტეტის მმართველობაში არსებული სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს;
ე.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას;
ე.ზ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობას;
ე.თ) სპორტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებსა და სხვა ქვეყნების ქალაქების სპორტის შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების განვითარებას.
ვ) ახალგაზრდობის სფეროში:
ვ.ა) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერას და ხელშეწყობას;
ვ.ბ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას;
ვ.გ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვას, განხორციელებას;
ვ.დ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას და ხელშეწყობას;
ვ.ე) ახალგაზრდობის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას და აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორთან;
ვ.ვ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერას, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავებას;
ვ.ზ) სოციალურად დაუცველის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებას და განხორციელებას;
ვ.თ) ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას;
ვ.ი) მერიის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას;
ვ.კ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
ვ.ლ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას.
ზ) სამსახურის:
ზ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ზ.ბ) ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში;
ზ.დ) ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;
ზ.ე) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;
ბ) ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით;
გ) შექმნას პირობები საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის; ხელი შეუწყოს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას;
დ) უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები.
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილება).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილება;
ბ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
გ) ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტის და ტურიზმის განყოფილება.
3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან.
5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
7. განყოფილების საჯარო მოხელეთა:
ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილება
1. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომ-განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. განყოფილების ფუნქციებს ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
5. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებას;
ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საქმეებზე;
ე) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას;
ზ) წინადადებების და პროგრამების შემუშავებას უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევისთვის და კონტროლს მათ განხორციელებაზე;
თ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობას;
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას;
კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
მ) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ნ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ო)„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური მუშაობის ჩატარებას, რაც გულისხმობს:
ო.ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ო.ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებაში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
ო.გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
ო.დ) ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ო..ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ო.ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ო.ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
პ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;
ჟ) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
რ) შრომითი ბაზრის ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ს) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნას და წარმოებას;
ტ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
უ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას;
ფ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე მონიტორინგს;
ქ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას;
ღ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
ყ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
შ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
ჩ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ც) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას;
ძ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათი განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათი სოციალური უფლებების დაცვას;
წ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ჭ) ეკომიგრანტთა ხელშეწყობას;
ხ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ჯ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას:
ჯ.ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას, საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებასა და გავრცელებას;
ჯ.ბ) მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.
ჯ.გ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილება გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში ახორციელებს :
ა) გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მის ანალიზს, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, შესაბამის წინადადებათა მომზადებას და მერისთვის წარდგენას, მათ განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას;
ბ) გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას;
გ) „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებას;
დ) აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოსთან, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათთვის შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მიწოდებას;
ე) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით.
7. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების საქმისწარმოება ხორციელდება ერთიანი სისტემით და იგი უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.
ბ) ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
გ) ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებული დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებსა და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში შეგროვებას;
დ) უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობას ბავშვის პერსონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით მის ხელმმისაწვდომობას. ინფორმაცია ასევე, ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული, ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე, ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.
ე) ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნას, ფუნქციონირებასა და ინფორმაციით სარგებლობის წესების დაცვას „ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“დებულების შესაბამისად.
ვ) ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლებას, რომლის ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
8. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი:
ა) ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ბ.ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ბ.ბ) შემოსული განცხადების/ონფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ;
ბ.გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტისა და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას;
ბ.დ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას;
ბ.ე) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი, ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით;
ბ.ვ) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
ბ.ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას, ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს;
ბ.თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადებისა და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას.
9. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტი (სოციალური მუშაკი):
ა) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც:
ა.ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ამ დებულებით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით;
ა.ბ) შეიმუშავებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;
ა.გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
ა.დ) კოორდინაციას უწევს ამ დებულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ა.ე) საქმისწარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცეს და ადგენს ანგარიშს;
ა.ვ) საგანმანათლებლო–აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე სხვა დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე.
ბ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე;
გ) თუ შეფასების შედეგად დადგენს, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს,
10. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგი:
ა) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში;
ბ) ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ღონისძიებების შესახებ;
გ) საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
11. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი:
ა) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში;
ბ) ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ;
გ) საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
12. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომში – იურისტი):
ა) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში;
ბ) ახორციელებს:
ბ.ა) განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფას;
ბ.ბ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ორგანიზება და განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადებას;
ბ.გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზას;
ბ.დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირებას.
13. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. ბავშვთა მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებითა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.
14. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა ზიანის რისკის შეფასების სისტემა:
ა)ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობას;
ბ) მიზნად ისახავს ზიანის რისკის თავიდან აცილებას, ან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვას;
გ) ამ დებულების მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
დ) შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას;
ე) ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:
ე.ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე);
ე.ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე);
ე.გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე);
ე.დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი (მეოთხე დონე).
ვ) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება;
ზ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/საჭიროებები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი, ან რამდენიმე საწყისი საჭიროება, ან საფრთხის პირველადი ნიშნები;
თ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურება მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად, ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების, ან ზიანის თავიდან ასაცილებლად;
ი) გადაუდებელი საჭიროება/საჭიროებები და ზიანის მწავავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულველყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.
15. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტები:
ა) ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძელზე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული შეფასება) საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი);
გ) საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტული თუ გადაუდებელი), ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება;
დ) თუკი საფრთხის პირველადი შეფასება არ იძლევა სრულყოფილი დასკვნის შესაძლებლობას, ხორციელდება ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასება შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) ჩართულობით;
ე) ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ე.ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი, ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;
ე.ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;
ე.გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;
ე.დ) მშობლების/მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.
ვ) სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს;
ზ) სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს;
თ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება;
ი) პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი – მეორე დონე);
კ) პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში;
ლ) პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა–გაანალიზებაზე;
მ) ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების სიღრმისეული ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
მ.ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;
მ.ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;
მ.გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.
ნ) ჩაღრმავებული შეფასება ბიო–ფსიქო–სოციალურ მიდგომას ეყრდნობა. ბიო–ფსიქო–სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენს ერთმანეთზე და განსაზღვრავს ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს;
ო) ჩაღრმავებული შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი;
პ) ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ჩაღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე, პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
ჟ) შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას;
რ) შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, პირველადი შეფასების ინსტრუმენტი, ჩაღრმავებული შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.
16. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება:
ა) ამ დებულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) ამ პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ბ.ა) განსახილველი საკითხის შესახებ;
ბ.ბ) ბენეფიციარის შესახებ;
ბ.გ) საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესახებ;
ბ.დ) შესასრულებელი დავალებისა და შესრულების ვადების შესახებ.
გ) ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით;
დ) ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა და კომუნიკაციის ბავშვზე ადაბტირებული საშუალებების გამოყენებით;
ე) ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვით;
ვ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი წინამდებარე პუნქტის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულებით გათვალისწინებული სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ვ.ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება;
ვ.ბ) პირველადი შეფასების საჭიროება;
ვ.გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ზ) თუკი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა პირველადი შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულებით გათვალისწინებული პირველადი შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს;
თ) თუკი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების დოკუმენტით დადგინდა შესაბამისი საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს პირველად შეფასებას ან/და ჩაღრმავებულ შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას;
ი) საქმის გარემოებათა გამოკვლევაში წინამდებარე პუნქტის „პ“ და “ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალას;
კ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი სკრინინგის, ან პირველადი/ჩაღრმავებული შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე ადგენს სამოქმედო გეგმას (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა);
ლ) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტეტსა და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და პასუხისმგებელი პირები;
მ) სამოქმედო გეგმის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძელზე შემუშავება გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტისა და იურისტის ჩართვას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე;
ნ) სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად;
ო) თუკი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულს;
პ) თუკი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება არის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი და არ არის წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს;
ჟ) სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობით ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
რ) ამ პუნქტის “ნ“ და “ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
ს) გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკისა და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში;
ტ) თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას, ან გეგმის ნაწილს, ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა, ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს;
უ) ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.
17. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია:
ა) ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში;
ბ) ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით;
გ) ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით დადგენილ ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე;
დ) განყოფილების მიერ ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე;
ე) თუკი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში;
ვ) განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:
ვ.ა) თუკი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება;
ვ.ბ) თუკი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას, ან განხორციელების რისკს, ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე;
ვ.გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ პუნქტის “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
18. განყოფილების მიერ სამოქმედო გეგმის აღსრულება და მონიტორინგი:
ა) სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება;
ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას, ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას, ან ხელშეწყობას. ამასთან, მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად;
გ) განყოფილების უფროსი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას და უგზავნის მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს (სამსახურებს), ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს);
დ) ამ დებულების შესაბამისად, შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით, ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში;
ე) ამ დებულების შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში;
ვ) ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანასა და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების ფორმისა, უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი. ის ასევე, ადგენს ანგარიშს მისი შესრულების შედეგებზე და წარუდგენს განყოფილების უფროსს;
ზ) ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
ი) მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, ამოცანებისა და მეთოდების გადასინჯვას;
კ) მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა;
ლ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით, ოთხი თვალის პრინციპის საფუძველზე;
მ) შემთხვევის მართვის ღონისძიებები დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოებულ შემთხვევის მართვის ჩანაწერების დოკუმენტში;
ნ) ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას;
ო) შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე, რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ;
პ) მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
პ.ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილ მიზნების მიღწევა;
პ.ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
პ.გ) ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა;
პ.დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან;
პ.ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ჟ) წინამდებარე პუნქტის «ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ.
მუხლი 6🔗.
კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება
1. კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება (შემდგომ-განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის მართვის მიზნით შექმნილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2. განყოფილება ღონისძიებებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას;
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კოორდინაციას;
გ) კულტურული ურთიერთობების დამყარებას, კულტურათშორისი დიალოგის წარმოებას მუნიციპალურ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ დონეზე კულტურის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ზ) წინადადებების მომზადებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის და მათი პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღმოფხვრის თაობაზე და წარდგენას სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის;
თ) წინადებებების მომზადებას კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების და სემინარების განხორციელების თაობაზე;
ი) კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების კოორდინაციას, შემუშავება-განხორციელებას.
კ) სხვა ქვეყნის ქალაქებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადებას;
ლ) სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის;
მ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას;
ნ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) ტურიზმის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ჟ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
5. კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სტრატეგიული განვითარების გეგმებს, პროექტებს და წინადადებებს წარუდგენს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
ე) ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილების კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობაზე;
თ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
მუხლი 7🔗.
ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება
1. ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება (შემდგომ-განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის მართვის მიზნით შექმნილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2. განყოფილება ღონისძიებებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის;
ბ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას;
გ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
დ) ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე;
ე) ტურიზმის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
ვ) სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და განვითარებას; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებას და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას;
თ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრობო ორგანოების ფორმირების ხელშეწყობას;
ი) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზსს, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გავრცელებას;
კ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას და სხვა;
ლ) სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნების მომზადებას;
მ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვის კონტროლს, სახელწმიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობის კონტროლს;
ნ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებას;
ო) წინადადებებსა და კონცეფციებს დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
პ) სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადების და მის განხორციელების კოორდინაციას;
ჟ) სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას;
რ) ეროვნული სპორტული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას, სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას;
ს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ტ) ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას;
უ) ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადებას;
ფ) ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობას;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს;
ღ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას;
ყ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში;
ჩ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ც) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
5. ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სტრატეგიული განვითარების გეგმებს, პროექტებს და წინადადებებს წარუდგენს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
ე) ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილების კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობაზე;
თ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია
სამსახურის:
ა) დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;
ბ) დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.