„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 |
|
2022 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი |
1. დადგენილებას 92 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 მუხლი:
„მუხლი 93. ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდი განისაზღვროს სამინისტროსა და სააგენტოს სამართალმემკვიდრედ „რეფერალური მომსახურება“ − სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტთან დაკავშირებული საქმიანობის, აგრეთვე მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე, მათ შორის, სადავო) ნაწილში − 2022 წლის 20 ივნისიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ჰოლდინგი);“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდი (შემდგომში ტექსტსა და დანართებში − ფონდი).“;
ბ) №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“, პროგრამული კოდი: 27 03 03 08):
ბ.ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:
„ა.ვ) ფონდის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 13 ერთეულის) შრომის ანაზღაურება;“;
ბ.ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის განმახორციებელია ფონდი, ხოლო „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“;
ბ.გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40,142.6 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 38,224.4 ათასი ლარით;
ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;
გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,843.2 ათასი ლარით;
დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“;
ბ.დ) მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს შიგნით განხორციელებული მომსახურების/საქონლის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ფონდში წარადგინოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) საანგარიშგებო თვეში. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარემოებებს ან №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია შესწავლისა და რევიზიისათვის გადაგზავნილია რეგულირების სააგენტოში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია ამავე ვადაში №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაზე. გამონაკლის შემთხვევას განსაზღვრავს №331 დადგენილებით შექმნილი კომისია;“.
|