ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2022
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016488
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.12.2017
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.12.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2022 წლის 28 ივნისი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
ა)
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №39 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016321);
ბ)
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016328);
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური
1.
მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
4.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.
თავი II
სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა)
სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
ბ)
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
გ)
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
დ)
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
ე)
საქმისწარმოებისა და არქივის განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
ვ)
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);
ზ)
სამსახურის მოსამსახურეები.
თავი III
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი აქტების მომზადებასა და სამართლებრივ გამართულობას;
გ)
მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
დ)
მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ე)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ)
მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
თ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
ი)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
კ)
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფას, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავებას, მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ლ)
მერის გადაწყვეტილებების დროულ მიწოდებას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისათვის;
მ)
მეთოდური დახმარების გაწევას საქმისწარმოებისას;
ნ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაციას;
ო)
მერის წარმომადგენლებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში ხელშეწყობას;
პ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი წინადადებების და დოკუმენტაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტის მერისთვის.
ჟ)
მერის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და თათბირების გამართვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას, დასახლებების საერთო კრებების მოწვევის ორგანიზებას, საერთო კრების ოქმების წარმოებას;
რ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ს)
მუნიციპალიტეტის მერისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ტ)
მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის;
უ)
საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ფ)
სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
ქ)
ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ღ)
საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ყ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
შ)
გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ჩ)
მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ც)
მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, რაც გულისხმობს:
ც.ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ც.ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
ც.გ)
მერიის შესახებ ინფორმაციის განთავსებას;
ც.დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და მერისთვის გადაცემას;
ც.ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
ძ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
წ)
მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ჭ)
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ხ)
ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჯ)
ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას;
ჰ)
მერიის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოებას;
ჰ.ა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ჰ.ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზებას და მოწყობას;
ჰ.გ)
პრესრელიზების, სტატიების მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსებას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებპორტალის თემატურ გაძღოლას, აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ფოტომომსახურების უზრუნველყოფას;
ჰ.დ)
საინფორმაციო ბიულეტენებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუშაობის სხვა ბეჭდვითი პროდუქციის გამოსაცემად მომზადებას;
ჰ.ე)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის სხვა მასალების მომზადებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას;
ჰ.ვ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი აქტების მომზადებასა და სამართლებრივ გამართულობას;
გ)
მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
დ)
მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ე)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ)
მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
თ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
ი)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
ადამიანური რესურსების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ბ)
საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის მოსამსახურეებთან ადმინისტრაციული/შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
გ)
მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
დ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ე)
კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ვ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
ზ)
მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
თ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ი)
მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადებას;
კ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ლ)
მერიის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ)
მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ნ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ო)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილება
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მერის გადაწყვეტილებების დროულ მიწოდებას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისათვის;
ბ)
მეთოდური დახმარების გაწევას საქმისწარმოებისას;
გ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაციას;
დ)
მერის წარმომადგენლებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში ხელშეწყობას;
ე)
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი წინადადებების და დოკუმენტაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტის მერისთვის.
ვ)
მერის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და თათბირების გამართვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას, დასახლებების საერთო კრებების მოწვევის ორგანიზებას, საერთო კრების ოქმების წარმოებას;
ზ)
მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზებას და უზრუნველყოფას.
თ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
საქმისწარმოებისა და არქივის განყოფილება
საქმისწარმოებისა და არქივის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტში შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ)
მუნიციპალიტეტში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ)
მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას;
დ)
საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
ე)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ)
დოკუმენტების გაგზავნას;
ზ)
მერიის საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევას და დამუშავებას და საქმეთა მომზადებას არქივისათვის გადასაცემად;
თ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი)
ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ)
თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ლ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, რაც გულისხმობს:
ა.ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ა.ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკურ გამართულობას;
ა.გ)
ინფორმაციის განთავსებას;
ა.დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და მერისთვის გადაცემას;
ა.ე)
ვებგვერდის პროგრამულ ფუნქციონირებას, მათ შორის. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან;
ბ)
მერისა და მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
გ)
მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, „მათ შორის, სოციალური ქსელის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდის მართვას, ინფორმაციის განთავსებას და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას;
დ)
მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისთვის ვებგვერდის მეშვეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ვ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზებას და მოწყობას;
ზ)
პრესრელიზების, სტატიების მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსებას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებპორტალის თემატურ გაძღოლას, აგრეთვე აუდიო-, ვიდეო- და ფოტომომსახურების უზრუნველყოფას;
თ)
საინფორმაციო ბიულეტენებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუშაობის სხვა ბეჭდვითი პროდუქციის გამოსაცემად მომზადებას;
ი)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის სხვა მასალების მომზადებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას. ასევე, საინფორმაციო სააგენტოებისათვის ფოტო მასალისა და ინფორმაციის მომზადებას და გაგზავნას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 9🔗.
სამსახურის მართვა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი;
2.
სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)
მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე)
პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ)
სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
თ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
ი)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
4.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5.
განყოფილების უფროსი:
ა)
ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ)
ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომლებს, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
გ)
ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ)
სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე)
წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ)
ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ)
განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 10🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1.
სამსახურის საჯარო მოსამსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მუხლი 11🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალიტეტის ქონება.