ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №275
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016669
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის I შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის დავით ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის მომღერლის მაია თომაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №275
2022 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.