ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №275 |
|
2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
1. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

.