ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016675
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნანა სამარგულიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №280
2022 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთს და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ნოზაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე