ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №283
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016678
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სერგი დანელიას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №596 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კობა სერგიას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენო ადამიას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №283
2022 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, გაგრძელდეს აჭარის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე