“საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს უნაღდო ანგარიშწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.008.005.637
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.637

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №337

2002 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში” ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ზოგიერთ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ” 2001 წლის 27 ივლისის №758 და ,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ღონისძიებათა შესახებ” 2002 წლის 6 ნოემბრის №1396 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების, აგრეთვე ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესების” მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საანგარიშსწორებო საბუთები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს და მათში უნდა აღინიშნოს:

ა) საანგარიშსწორებო საბუთის დასახელება – 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) საანგარიშსწორებო საბუთის ნომერი (№__) – საანგარიშსწორებო საბუთის ნომერი მიეთითება ციფრებით. იმ შემთხვევაში, თუ ნომერი შეიცავს სამზე მეტ ციფრს, ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში საანგარიშსწორებო საბუთის იდენტიფიცირება ხდება საბუთის ნომრის ბოლო სამი ციფრით;

გ) საანგარიშსწორებო საბუთის შევსების თარიღი (,,__” ___ 200 _ წელი) – მიეთითება საანგარიშსწორებო საბუთის შედგენის თარიღი, – დღე-ციფრებით, თვე-სიტყვით, წელი-ციფრით. თარიღის მითითება დასაშვებია ასევე – (დდ.თთ.წწ.);

დ) გადამხდელის დასახელება – მიეთითება თანხის გადამხდელის დასახელება;

ე) საიდენტ. კოდი – გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) ანგარიში (დებეტი) – გადამხდელის ანგარიში;

ზ) გადამხდელის ბანკი – მიეთითება გადამხდელის ბანკის დასახელება;

თ) ბანკის კოდი – ბანკის ან ბანკის ფილიალის კოდი, რომელშიც გახსნილი აქვს ანგარიში გადამხდელს (ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული კოდი);

ი) მიმღების დასახელება – მიეთითება თანხის მიმღების დასახელება;

კ) საიდენტ. კოდი – მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი;

ლ) ანგარიში (კრედიტი) – თანხის მიმღების ანგარიში;

მ) მიმღების ბანკი – მიეთითება თანხის მიმღების ბანკის დასახელება (ჩეკში არ აღინიშნება);

ნ) ბანკის კოდი – ბანკის ან ბანკის ფილიალის კოდი, რომელშიც გახსნილი აქვს ანგარიში თანხის მიმღებს (ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული კოდი);

ო) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მინიჭებული სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლის სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი;

პ) გადახდის დანიშნულება – მიეთითება გადახდის დანიშნულება, საქონლის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების დასახელება, სასაქონლო საბუთების, ხელშეკრულებების ნომრები, თარიღი და სხვ. (ჩეკში არ მიუთითებენ);

ჟ) დამატებითი ინფორმაცია – სარეზერვო ველი;

რ) თანხა – მიეთითება გადასახდელი თანხა ციფრებით. ლარები თეთრებისაგან იმიჯნება ,,__” (ტირე). თუ გადასახდელი თანხის სიდიდე გამოსახულია მხოლოდ ლარებით, მაშინ თეთრები შეიძლება არ მივუთითოთ. ამ შემთხვევაში მიეთითება გადასახდელი თანხა და ,,=” (ტოლობის ნიშანი);

ს) თანხა სიტყვით – სიტყვიერად მიეთითება გადასახდელი თანხა. ამასთან, სავალდებულოა მიეთითოს სიტყვები ,,ლარი” და ,,თეთრი”. თანხის სიტყვიერად შევსება ხდება სტრიქონის დასაწყისიდან. თუ თანხა გამოსახულია მხოლოდ ლარებით, მაშინ თეთრების მითითება სავალდებულო არ არის;

ტ) ხელმოწერები – გადამხდელის მიერ ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშების შესაბამისად;

უ) ბ.ა. – გადამხდელის ბეჭდის ადგილი ( თუ ბეჭედი აქვს);

ფ) ბანკის აღნიშვნები – შეივსება პასუხისმგებელი შემსრულებლის მიერ;

ქ) ბანკში შემოსვლის თარიღი – გადამხდელის მიერ საანგარიშსწორებო საბუთის ბანკში წარდგენის თარიღი. შევსება ხდება შემდეგი ფორმატით – (დდ.თთ. წწ);

ღ) გატარებულია ბანკის მიერ – საანგარიშსწორებო საბუთის ბანკში გატარების თარიღი. შევსება ხდება შემდეგი ფორმატით - (დდ.თთ. წწ)“.

2. ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” №2 დანართში მოცემული საგადახდო დავალების ფორმა შეიცვალოს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მანაგაძე

                                                                                                                               

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                დანართი

 

 

საგადახდო დავალება № _____________

,,___” ___________ 200 - წელი

 

 გადამხდელის დასახელება _________________________________                               თანხა

 საიდენტ. კოდი _____________ ანგარიში (დებეტი)_____________                   ____________________

 

გადამხდელის ბანკი                             ბანკის კოდი _____________

_____________________________________________________________              თანხა სიტყვებით

                                                                                                                                              ___________________

მიმღების დასახელება ________________________________________                    ___________________

                                                                                                                                             ___________________

საიდენტ. კოდი _____________ ანგარიში (კრედიტი) _____________                   _____________________

 

მიმღები ბანკი ბანკის კოდი _____________ ________________                              ______________________

_________________________________________________                                         _______________________

საბიუჯეტო შემოსავლის _______________________________

სახაზინო კოდი _____ გადახდის დანიშნულება ________                                        ____________________

_________________________________________________                                          _______________________

______________________________________________                                                ______________________

______________________________________________                                                   ____________________

 

დამატებითი ინფორმაცია _________________________                                                ბანკის აღნიშვნები

____________________________________________________                                      ____________________

___________________________________________________                       ბანკში შემოსვლის თარიღი:_____                                    

                                                                                                                             გატარებულია ბანკის მიერ: _____

 

ხელმოწერები: ხელმძღვანელი _        ბ. ა.                                                           ხელმოწერა ______________

 

 მთ. ბუღალტერი                                                                                                                   ბ.ა