სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-440
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016737
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2022
matsne.gov.ge 868 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 30.09.2025 ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე 79% 10.03.2023 ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე N 78% 28.04.2021 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 25.08.2021 ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ პარტიის წონა (ტონა) 76% 13.12.2016

დოკუმენტის ტექსტი

სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-440 2022 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 8​1 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია მუხლი 1🔗.  მეთოდოლოგიის მიზანი მეთოდოლოგია შემუშავებულია ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის კვოტის დადგენისა და  სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ კვოტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 2🔗. კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია 1.  სოჭის  გირჩის  თესლმსხმოიარობის  კვლევის  (შემდგომში − კვლევა) მეთოდოლოგია  ვრცელდება კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციაზე. 2. კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო ან შესაბამისი გამოცდილების, ლიცენზიის მფოლობელისგან  დამოუკიდებელი იურიდიული პირი.   მუხლი 3🔗. კვლევის ჩატარების ვადები 1. კვლევა უნდა ჩატარდეს არაუადრეს კალენდარული წლის 5 ივნისიდან 5 სექტემბრამდე. 2. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ვადების შესახებ და ადგილზე გაეცნოს კვლევის  პროცესს. მუხლი 4🔗. კვლევის ობიექტების დადგენა 1.  სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ობიექტების დადგენა ხდება: ა) მოქმედი სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზიების მიხედვით; ბ) ტყის აღრიცხვის (ტყეთმოწყობის), სატყეო კარტოგრაფიული მასალებისა და სხვა შესაძლებელი ინფორმაციის გათვალისწინებით წინასწარ დადგენილ საკვლევ ობიექტებზე. 2. საკვლევი ობიექტი შეიძლება დადგინდეს როგორც კვარტალის დონეზე, ასევე მოცემული სატყეო უბნის კონკრეტული სატყეოს ფართობზე. მუხლი 5🔗. სანიმუშო ფართობები და სანიმუშო ხეები 1. საკვლევი უბნების დადგენის შემდეგ, მასში შემავალი ლიტერები უნდა გაერთიანდეს სტრატებად (ძირითადი ტაქსაციური მახასიათებლებით ერთგვაროვანი ლიტერების ერთობლიობა), სადაც ჩატარდება თესლმსხმოიარობის შეფასება. 2. სტრატებში ლიტერების გაერთიანება ხორციელდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ა) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა; ბ) ხნოვანების ჯგუფი (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი); გ) სიხშირის ჯგუფები: 0,1-0,2; 0,3-0,4; 0,5-0,6; 0,7 და მეტი სიხშირე ან ტყის საბურველის შეკრულობის პროცენტი: 10-20%; 21-30%; 31-40%; 41-50%; 51-60%; 61-70%; 71% და მეტი; დ) ფერდობთა დაქანების ჯგუფები: 0-5 გრადუსი, 6-20 გრადუსი, 21-30 გრადუსი, 31-35 გრადუსი, 35 გრადუსზე მეტი; ე) ექსპოზიცია: რუმბები (ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი). 3. სანიმუშო ფართობები გამოყოფილ სტრატებში უნდა განლაგდეს იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად სრულად ახასიათებდეს სასურველი სახეობის თესლმსხმოიარობას და ფარავდეს გირჩების შეგროვების ძირითად ადგილებს. 4. სანიმუშო ფართობის ზომა უნდა იყოს 0,25-დან 0,5 ჰა-მდე და მოიცავდეს სასურველი სახეობის არანაკლებ 100 ხეს. 5. თითოეულ სანიმუშო ფართობზე მოხდება სოჭის ხეების დიფერენცირება მაღალი, საშუალო და დაბალი მსხმოიარობის მიხედვით და თითოეულ ჯგუფში შეირჩევა 5-5 ხე და დაითვლება გირჩები. მიღებული შედეგები გადაიანგარიშება მთლიან სანიმუშო ფართობზე და შემდგომ სტრატაზე და საკვლევ ობიექტზე. 6. გამოკვლეული სანიმუშო ფართობები არ უნდა იყოს საკვლევი ობიექტის სოჭის კორომების გაბატონებით დაფარული ფართობის მინიმუმ 3 %-ზე ნაკლები. მუხლი 6🔗. თესლმსხმოიარობის შეფასება/აღრიცხვა 1. სოჭის კორომების თესლმსხმოიარობის შეფასება უნდა განხორციელდეს დრონის საშუალებით ახლო-დისტანციური აერო ფოტოგრამმეტრიის მეთოდებით. 2. მიღებული ფოტოები უნდა ასახავდეს გეოგრაფიულ კოორდინატებს (გრძედი, განედი), სიმაღლეს ზღვის დონიდან. მონაცემები უნდა დამუშავდეს ისეთი  სპეციალური პროგრამით, მათ შორის (AgiSoft Photoscanpro). Photoscan-ის გამოყენებით, რომელიც იძლევა სამ განზომილებიანი წერტილების ღრუბლის, ორთომოზაიკისა და ციფრული სიმაღლის მოდელის შექმნის შესაძლებლობას. 3. ფოტოების დამუშავება უნდა მოხდეს შემდეგი ოთხი ეტაპის გათვალისწინებით: ა) სამ განზომილებიანი მეჩხერი წერტილების ღრუბელის მიღების მიზნით, პირველი ეტაპზე უნდა მოხდეს პროგრამაში შეტანილი ფოტოსურათების დალაგება გადაღების ადგილის პოზიციის მიხედვით, რა დროსაც ხდება საერთო წერტილების მოძებნა სხვადასხვა ფოტოსურათებზე და მათი დაწყვილება; ბ) მეორე ეტაპზე ხდება შეტანილი ფოტოსურათების საფუძველზე მჭიდრო წერტილების ღრუბლის გენერირება; გ) მესამე ეტაპზე ობიექტის ქსოვილზე ან სიმაღლის ციფრულ მოდელზე დაყრდნობით ხორციელდება ობიექტის ზედაპირის გენერირება. სამ განზომილებიანი პოლიგონალური ქსოვილი უნდა წარმოადგენდეს ობიექტის ზედაპირზე დაყრდნობით მიღებულ მჭიდრო ან მეჩხერი წერტილების ღრუბელს, ხოლო რელიეფის ციფრული მოდელის გენერირება შესაძლებელია მოხდეს გეოგრაფიულ, პლანარულ (აზიმუტურ) და ცილინდრულ პროექციებში; დ) მეოთხე ეტაპზე უნდა მოხდეს ტექსტურის ან ორთომოზაიკის გენერირება. ორთომოზაიკა პროექცირებული შეიძლება იყოს სიმაღლის ციფრულ მოდელზე ან სამ განზომილებიანი ქსოვილის ზედაპირზე. 4. საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს გეომეტრიულად ზუსტი სამ  განზომილებიანი მოდელი და ორთოსურათი, რომელზეც შესაძლებელია გაიზომოს ნებისმიერი დაკვირვების საგანი (მორი, ხე, ფოთოლი, გირჩი, კორომის ფართობი და ა.შ.). გაზომვისათვის გამოყენებული უნდა იყოს გის პროგრამა (ESRI; ArcGis 10.2.2.), კერძოდ: Arc Map. 5. გეორეფერენსირებული სურათების ექსპორტირება უნდა მოხდეს გის-ში სანიმუშო ფართობების შერჩევითა და მათზე ხეების რაოდენობის დათვლით. თითოეულ სანიმუშო ფართობზე დადგენილი შკალის მიხედვით ხეების კლასიფიკაცია მაღალი, საშუალო და დაბალი თესლმსხმოიარობის მიხედვით და  თითოეულ ჯგუფში შერჩეულ ხეებზე (მინიმუმ  5 ხე თითოეულ ჯგუფში) გირჩების რაოდენობის დათვლით. 6. თითოეული საკვლევი ობიექტისათვის უნდა მომზადდეს გეორეფერენსირებული რუკა. 7. მიღებული შედეგები გადაიანგარიშება მთლიან სანიმუშო ფართობზე და შემდგომ სტრატაზე და საკვლევ ობიექტზე. მუხლი 7🔗. თესლმსხმოიარობის შეფასების შედეგები 1. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები უნდა აისახოს თესლმსხმოიარობის შეფასების დასკვნაში. 2. დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს როგორც ლიტერებად ჩაშლილ ცალკეულ კვარტლებს, ასევე ერთიანად ყველა საკვლევ უბნებს. მათ შორის, მითითებული უნდა იყოს საველე გასვლების საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია (კვლევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის თანდართვით), კვლევის განმახორციელებელი სპეციალისტის/სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაცია თესმსხმოიარობის ოდენობის და ეკოლოგიურად მდგრადი მოპოვების კვოტის შესახებ თითოეული საკვლევი ობიექტის მიხედვით და მთლიანობაში. საველე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზს, საკვლევ ობიექტებზე სოჭის კორომების თესლმსხმოიარობის შეფასებას, დასკვნას მოსაპოვებელი კვოტის შესახებ. 3. დასკვნას უნდა ერთოდეს სამუშაოების დეტალური ანგარიში და საკვლევი ობიექტების გეორეფერენსირებული რუკები. 4. შესაბამისი დასკვნა ხელმოწერილი უნდა იყოს კვლევაში მონაწილე პირების მიერ და დადასტურებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით. 5. მდგრადი ბუნებათსარგებლობის მიზნით, სოჭის გირჩის სარგებლობის წლიური კვოტა არ უნდა აღემატებოდეს სალიცენზიო ფართობზე არსებული თესლმსხმოიარობის 50%-ს. სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობა განისაზღვრება არაუმეტეს 12%-ისა მოპოვებული გირჩების რაოდენობიდან. 6. დასკვნა სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს კალენდარული წლის 10 სექტემბრისა.