„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება.

მიღების თარიღი 11.04.2022
ძალაში შესვლა 14.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №190/6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016690
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2022
matsne.gov.ge 513 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2022 მიღება
14.06.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
არაბთა გაერთიანებული საემიროებისსაგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო აბუ-დაბი თბილისი, 2022 წლის 11 აპრილი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2017 წლის 17 ივლისის „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 27.05.2022 „საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 06.07.2015 „საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 21.09.2023 საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 31.07.2017 „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 10.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიმართ და მისი 2022 წლის 1 მარტის №MOFAIC/ILW/2022/9221 ნოტასთან დაკავშირებით, რომლითაც არაბთა გაერთიანებული საემიროები ქართულ მხარეს სთავაზობს 2017 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ცვლილებას, აქვს პატივი, აცნობოს შემდეგი:    ქართული მხარე ეთანხმება არაბთა გაერთიანებული საემიროების შემოთავაზებას, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე გავრცელდეს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მემორანდუმის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სთავაზობს მასში შემდეგი ცვლილებების ასახვას: სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ორდინალური, დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.“. პრეამბულის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „აღიარებენ რა აუცილებლობას ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნის ორდინალური, დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მქონე მოქალაქეების მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე:“. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ, დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ვიზის მიღების საჭიროების გარეშე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა.“. მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დებულებები ასევე ვრცელდება ზემოაღნიშნული პირების ოჯახის წევრებზე და კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სპეციალურ/სამსახურებრივ ან ორდინალურ პასპორტებს.“. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ, დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.“. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ, დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.“. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი ორდინალური, დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდიან ერთმანეთს მათი ახალი ან შეცვლილი ორდინალური, დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათი ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოხარულია, აცნობოს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, რომ წინამდებარე ნოტა და საპასუხო ნოტა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის სახელით ადასტურებს ზემოხსენებულ პირობებს, წარმოადგენს 2017 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი მემორანდუმის ცვლილების შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის, რომელიც იქნება მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი მისი მე-7 მუხლის გათვალისწინებით და ძალაში შევა მემორანდუმის მე-10 მუხლის შესაბამისად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა. არაბთა გაერთიანებული საემიროებისსაგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო აბუ-დაბი თბილისი, 2022 წლის 11 აპრილი