საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 20.06.2022
ძალის დაკარგვა 31.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №329
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №329
2022 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 2🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება.
მუხლი 3🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი