,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010.320.030.11.106.005.641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.11.106.005.641

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №5

2003 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: ,,ეს პუნქტი არ ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე”.

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები:

,,8. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე დანიშვნისას პირველადი სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება ,,იუსტიციის რიგითი”.

9. სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღებისა და სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისას ენიჭებათ თადარიგის წოდების შესაბამისი პირველადი სპეციალური წოდება, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება ,,იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი”.

10. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი-წარდგინება (დანართი №1) შესაბამისი ხელმოწერებით.

11. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.

12. მოხელის, ვისი მიზეზითაც მოხდა მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების უსაფუძვლო შეჩერება-დაგვიანება ეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

13. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინარულად დასჯის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.”

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება”.

დ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი