📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2022
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2022
matsne.gov.ge 2,453 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 30.03.2022 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.11.2017 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.11.2019 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.01.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2022 წლის 28 ივნისი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №41 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016323). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე დანართი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, ბანკში შესაბამისი საბიუჯეტო (მიმდინარე და სავალუტო) ანგარიშებზე მერიის მინდობილობის საფუძველზე, საბიუჯეტო ანგარიშსწორების წარმოების მიზნით. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის  მისამართია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.№37. თავი II სამსახურის შემადგენლობა მუხლი 2🔗. სამსახურის შემადგენლობა ა) სამსახურის უფროსი-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) საბიუჯეტო განყოფილების უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) სახაზინო და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ე) შესყიდვების განყოფილების უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები. თავი III სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, აღსრულების მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება; ბ) საგადასახადო და არასაგადასახადო (მათ შორის, მოსაკრებლების) შემოსავლების და სხვა შემოსავლების შესრულების ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; დ) დადგენილი წესის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შეუსრულებლობის ან გადაჭარბების შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე წინადადების წარდგენა ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შესატანად; ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა. ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის  ფუნქციები  სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც: ა.ა) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების გეგმას და უზრუნველყოფს მისი შესრულების ორგანიზაციას; ა.ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის (მაჩვენებელთა გაანგარიშების) ფორმებს, დადგენილ ვადებში ამზადებს საბიუჯეტო ცირკულარს მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად, საბიუჯეტო პროექტების მოსამზადებლად; ა.გ) უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ა.დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე ეკონომიკური პოლიტიკის და სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას; ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერისა და სხვა შემოსულობების, გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ბიუჯეტებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად; ა.ვ) სამსახური, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, განმარტებით ბარათთან ერთად, დადგენილ ვადაში წარუდგენს მერს, შემდგომში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად; ა.ზ) დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციის შესაბამისად, მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შესატანად; ა.თ) განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავლების თანხას და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ბ) ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც: ბ.ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლების მიხედვით; ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინიდან უზრუნველყოფს საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, ტვირთავს საბოლოო ინფორმაციას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე; ბ.გ) დადგენილი წესის თანახმად ადგენს მერიის სისტემის საბიუჯეტო ვალდებულებებს და დამოწმებებს; ბ.დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებს და დამოწმებებს; ბ.ე) დადგენილი წესის მიხედვით ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად ახორციელებს თანხის გადახდას; გ) სამსახური ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც: გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს პერიოდულ და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; გ.ბ) იღებს ინფორმაციებს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან და საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ; გ.გ) ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კონტროლის პალატას; დ) მუნიციპალიტეტის სამსახურების საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ე) ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონება) აღრიცხვას და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვას; ზ) მატერიალური აქტივების დაცულობაზე კონტროლს, მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენას, გამოუყენებელი აქტივების გამოვლენას და კანონის შესაბამისად აღრიცხვას, მატერიალურ ფასეულობებზე (ძირითად საშუალებებზე), რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ამორტიზაციის ნორმების მიხედვით ცვეთის დარიცხვას. თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას; ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელებას; კ) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას; ლ) შესყიდვების პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; მ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; კონტროლს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე; ნ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; ო) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას. მუხლი 5🔗. საბიუჯეტო განყოფილება საბიუჯეტო განყოფილება ახორციელებს: ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებს; დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით; ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესადგენად მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება/დამუშავებას; ვ) ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში მერისთვის წარსადგენად. ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შესაბამისი მერის ბრძნების პროექტსა და ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტს; ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ან ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას; თ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების კვარტალური განწერის ასახვას; ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ  პროგრამებში ცვლილებისა და დამატების შეტანას; კ) საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ განმარტებითი ბარათის მომზადებას; ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაციის მომზადებას; მ) დადგენილი წესის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის განმარტებითი ბარათ ის მომზადებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით; ო) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის; პ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას. ჟ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას; რ) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში www.ebudget.ge  წვდომის შესაბამისად მუშაობას; ს) ზემდგომ ორგანოთა, იურიდიულ პირთა და მოქალაქეთა წერილების, განცხადებების და შუამდგომლობების მიღებას, განხილვას და მათზე პასუხის გაცემას კანონმდებლობებისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში. ტ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 6🔗. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება ახორციელებს: ა) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მივლინების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვას და უწყისების შედგენას; გ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას; დ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების, ვალდებულების დოკუმენტების და კვარტლური განაცხადის, მოთხოვნების განხილვას, დადასტურებას, დაწუნებას (შენიშვნებით უკან დაბრუნებას) და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში; ე) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; ვ) მუნიციპალიტეტის ფინანსური  ანგარიშგების (ბალანსები) და ნაერთი ბალანსის შედგენა მოქმედი კანონმდებლობი  შესაბამისად და დაწესებულ ვადებში წარდგენას; ზ) კომერციულ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშებზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანას და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებას; თ) სახელმწიფო ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავებას; ი) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული მიზნობრივი გრანტების აღრიცხვას საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით; კ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ლ) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; მ) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებისათვის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ნ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 7🔗. სახაზინო და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის განყოფილება სახაზინო და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს: ა) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში წვდომის შესაბამისად მუშაობას და სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში საკრებულოსა და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  მომსახურებას; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი  სრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. დაფიქსირებულ ფაქტობრივი თანხის შესაბამისობის შედარებას აღებულ ვალდებულებასთან, ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან; გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას; დ) რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;  ე) მიღებული ხელშეკრულების რეგისტრაციას სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში; ვ) ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით მიღებული დოკუმენტაციის რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ხელშეკრულებებთან; ზ) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან, პირველადი დოკუმენტაციისა და ინვოისის სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მომზადებას და ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით მოთხოვნის მომზადებას; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის ვადაში დამოწმებას; ი) მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, გაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში და საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მომზადებას სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში; კ) რეგისტრირებული ხელშეკრულების, ვალდებულების დოკუმენტის და კვარტალური განაცხადის განხილვას, დადასტურებას, დაწუნებას (შენიშვნებით უკან დაბრუნებას) და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში; ლ) საგადახდო მოთხოვნის განხილვას, დაწუნებას (შენიშვნებით უკან დაბრუნებას); მ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების/სანქციის დაბრუნების მიზნით ოპერაციების განხორციელებას, აღრიცხვას და ანგარიშგებას; ნ) გაწეული ხარჯებიდან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე მობრუნებული თანხების აღრიცხვას და მართვას;  ო) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებით, საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე საბიუჯეტო ორგანიზაციის ინფორმირებას; პ) თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო თანხების და სხვა გასაცემლების დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე;  ჟ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემიდან დოკუმენტების ბეჭდვას და გადაცემას საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებებისათვის შემდგომი დამუშავების მიზნით;  რ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემას;   ს) მუნიციპალური ქონების, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების, ასევე მატერიალური ფასეულობების შეძენის, მუნიციპალური ქონების კაპიტალური შეკეთების, დემონტაჟის, ახლის მშენებლობის, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამისად, ასევე სოფლის პროგრამის ფარგლებში თავისთავად ზუსტი, დროული და მოცულობითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის წარმოშობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროცესების კანონის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგების განყოფილებისათვის გადაცემას ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვისათვის; ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების (უძრავი და მოძრავი ქონება) აღრიცხვას და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებისათვის გადაცემას ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახვის მიზნით; უ) მატერიალური ფასეულობების ნაშთების დადგენას და კანონის შესაბამისად აღრიცხვას, მატერიალურ ფასეულობებზე (ძირითად საშუალებებზე), რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ამორტიზაციის ნორმების მიხედვით ცვეთის დარიცხვას; ფ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. შენიშვნა: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური არ არის პასუხისმგებელი საკრებულოსა და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პასუხისმგებელ პირებს. მუხლი 8🔗. შესყიდვების განყოფილება შესყიდვების განყოფილება ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელებას; გ) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას; დ) შესყიდვების პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; ე) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; კონტროლს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე; ვ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; ზ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას. თავი IV სამსახურის მართვა, სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 9🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი; 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს  და წარმართავს   სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის  კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე; თ) შუამდგომლობს  სამსახურის  მოხელეთა  კვალიფიკაციის  ამაღლებისა  და გადამზადების  მიზნით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; კ) სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე; ლ) ახორციელებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა   უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნისას სამსახურის ერთ-ერთი მოხელე მერის დავალებით; 4. განყოფილების უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; 5. განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის საჯარო მოსამსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები  1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ  ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალური ქონება.