⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.1997)

სამხედრო სასამართლოების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.1992
ძალის დაკარგვა 15.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 810 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.1992 მიღება
15.10.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სასამართლოების შესახებ (ძალადაკარგულია - 13.06.2022, №767) საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხედრო სასამართლოების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შემოღებულია სამხედრო სასამართლოები. ისინი შედიან საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების ერთიან სისტემაში და მართლმსაჯულებას ახორციელებენ კანონით განსაზღვრულ სამხედრო სასამართლოთა განსჯად საქმეებზე. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სასამართლოების უფლებამოსილებას, ორგანიზაციისა და სამხედრო მოსამართლეთა დანიშვნის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 2🔗. სამხედრო სასამართლო მართლმსაჯულების განხორცილებისას ხელმძღვანელობს ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით სამხედრო სასამართლოებს განაჩენი და გადაწყვეტილება გამოაქვთ საქართველოს რესპუბლიკის სახელით. მუხლი 3🔗. სამხედრო სასამართლო იქმნება რეგიონული პრინციპით, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებით. მუხლი 4🔗. სამხედრო სასამართლო შედგება სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეებისაგან სამხედრო სასამართლოს მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. სამხედრო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას აწესებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. სამხედრო სასამართლოების მოსამართლეთაგან ინიშნება თავმჯდომარე, ხოლო თუ მოსამართლეთა რაოდენობა სამზე მეტია, შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილეც, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. მუხლი 5🔗. სამხედრო სასამართლოს მოსამართლეები დამოუკიდებელნი არიან და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან. მუხლი 6🔗. სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებზე ვრცელდება მოსამართლეების ხელშეუხებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტიები, რაც განსაზღვრულია „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 7🔗. სამხედრო სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება ან მიცემულ იქნეს დისციპლინარულ პასუხისგებაში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. სამხედრო სასამართლოში სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით. მუხლი 9🔗. სამხედრო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, ფლობს ქართულ ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. მუხლი 10🔗. სამხედრო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. საქმის მონაწილე პირთათვის, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, უზრუნველყოფილია თარჯიმნის მეშვეობით საქმის მასალების სრული გაცნობისა და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობის, სასამართლოში მშობლიურ ენაზე გამოსვლის უფლება. მუხლი 11🔗. სამხედრო სასამართლოს მოსამართლეები მონაწილეობენ მოსამართლეთა კონფერენციების მუშაობაში და შეიძლება არჩეულ იქნენ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის შემადგენლობაში საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II სამხედრო სასამართლოს განსჯადი საქმეები მუხლი 12🔗. სამხედრო სასამართლოს განსჯადია: 1) საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც ჩაიდინა სამხედრო მოსამსახურემ, აგრეთვე სამხედრო ვალდებულმა სასწავლო შეკრების გავლის დროს; 2) საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც ჩაიდინეს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ოფიცერმა და რიგითებმა; 3) საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც ჩაიდინეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცრებმა და რიგითებმა. მუხლი 13🔗. სამხედრო სასამართლოები სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად განიხილავენ სამხედრო ნაწილების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოქალაქეთა სამოქალაქო სარჩელებს მათთვის სამხედრო დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ. მუხლი 14🔗. თუ ერთ პირს ან პირთა ჯგუფს ბრალი ედება რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში და საქმე თუნდაც ერთი დანაშაულის შესახებ სამხედრო სასამართლოს განსჯადია, ყველა დანაშაულის საქმეს განიხილავს სამხედრო სასამართლო. მუხლი 15🔗. საქმეს იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ამ კანონის მე-13 მუხლში მითითებულმა პირმა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მაგრამ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის დათხოვნილი იყო, განიხილავს სამხედრო სასამართლო. საქმეს იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა პირმა სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ან საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში სამსახურის დაწყებამდე, განიხილავს საერთო იურისდიქციის სასამართლო. თავი III საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია მუხლი 16🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმი. მუხლი 17🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს საკასაციო და ზედამხედველობის წესით სამი წევრის შემადგენლობით. მუხლი 18🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს უფლება აქვს მიიღოს თავის წარმოებაში როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველი საქმე, რომელიც ქვემდგომი სამხედრო სასამართლოს განსჯადია. მუხლი 19🔗. სამხედრო სასამართლოების სასამართლო საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო. მუხლი 20🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია, როგორც მეორე ინსტანციის სასამართლო, განიხილავს: საკასაციო საჩივრებს და პროტესტებს სამხედრო სასამართლოს განაჩენებზე, განჩინებებსა და გადაწყვეტილებებზე; სასამართლო ზედამხედველობის წესით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გენერალური პროკურორის, მათი მოადგილეების, მთავარი სამხედრო პროკურორის პროტესტებს სამხედრო სასამართლოს განაჩენებზე, განჩინებებსა და გადაწყვეტილებებზე; გენერალური პროკურორის დასკვნის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმ საქმეებს, რომლებზეც სამხედრო სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, განჩინება ან გადაწყვეტილება. თავი IV სამხედრო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 21🔗. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მათი მხოლოდ კანონისადმი დაქვემდებარების პრინციპის დაცვით. მუხლი 22🔗. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს სამხედრო სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას, მომზადებასა და წარდგენას; სამხედრო სასამართლოს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას; ამოწმებს სასამართლოების მუშაობის ორგანიზაციას; შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას; ორგანიზაციას უწევს მუშაობას სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მათთვის საქმიანობის სათანადო პირობების შექმნის, სასამართლოს სტატისტიკის წარმოების, სასამართლო გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის. მუხლი 23🔗. სასამართლო საქმიანობის წარმოებისათვის სამხედრო სასამართლოში იქმნება სასამართლო აპარატი. მუხლი 24🔗. სამხედრო სასამართლოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი სქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსათვის დადგენილი წესით გამოყოფილი საშტატო რაოდენობისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში. მუხლი 25🔗. სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს სამხედრო წოდებას ანიჭებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით მუხლი 26🔗. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სასამართლოებს მოსამართლეებს ხელფასი უწესდებათ მინიჭებული საკვალიფიკაციო კლასისა და სამხედრო წოდების გათვალისწინებით. მუხლი 27🔗. სამხედრო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ პირთა და ამ სასამართლოების შენობათა დაცვა ეკისრებათ საქართველოს რეპუბლიკის შინაგან ჯარებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -  სახელმწიფო მეთაური       ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                         ვახტანგ გოგუაძე თბილისი, 1992 წლის 10 დეკემბერი.