საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი მოქმედი
მიღების თარიღი 10.12.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.1992 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
I.
„საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ.391)
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„სამხედრო სასამართლოები იქმნება მოსამართლეთა დანიშვნის საწყისებზე“ და მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.
2. მე-12 მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„სამხედრო სასამართლოში სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით“.
3. მე-19 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „თბილისის საქალაქო სასამართლოსა“ შეიცვალოს სიტყვებით „თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოებისადმი“.
ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ბოლო აბზაცი.
4. მე-20 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „და რაიონის (ქალაქის)“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონის (ქალაქის) და სამხედრო“.
5. მე-2 თავის და 21-ე მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რაიონის (ქალაქის) სასამართლოები და სამხედრო სასამართლოები“.
6. 21-ე მუხლში:
პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„სამხედრო სასამართლო შეიქმნება რეგიონული პრინციპით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებით, საქათველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით“.
მეორე ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს:.
7. 22-ე მუხლში:
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 22🔗. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების და სამხედრო სასამართლოების შემადგენლობა“
მესამე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე და მეხუთე ნაწილები:
„სამხედრო სასამართლო შედგება სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეებისაგან.
სამხედრო სასამართლოს მოსამართლეებისაგან ინიშნება თავმჯდომარე, ხოლო სამზე მეტი მოსამართლის დანიშვნისას შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილეც, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი“.
8. 23-ე მუხლში სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „და სამხედრო“ და სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“.
9. 24-ე მუხლს:
სათაურში სიტყვების „რაიონის (ქალაქის „სასამართლოს“) შეიცვალოს სიტყვებით „და რაიონის (ქალაქის) სასამართლოების და სამხედრო სასამართლოების“.
პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„სამხედრო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად მათ გამგებლობას განეკუთვნება“.
10. 25-ე, 26-ე და 27-ე, მუხლებში სიტყვებს „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სამხედრო“,
11. 54-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტს“.
12. 55-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე აბზაცი: „სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია“.
მეორე ნაწილში სიტყვები „ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგენს საქართველოს პარლამენტი“.
13. 56-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“.
სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურს“.
14. 57-ე მუხლის ბოლო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს პარლამენტში“.
15. 59-ე მუხლის მეოთხე პუნქტში სიტყვები „სქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტში“.
16. 62-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მეთაურის“.
მეორე ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“.
17. 64-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას“ შეიცვალოს სიტყვებით „სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას და სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგიას“.
18.65-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია“ შეიცვალოს სიტყვებით „სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია და სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია“.
19. 70-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამხედრო“.
20. 71-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სამხედრო“.
21. 72-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“, მესამე და მეექვსე ნაწილებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“.
22. 75-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით“.
23. 76-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“.
24. 79-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამხედრო“.
25. მე-80 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამხედრო“.
26. 92-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოს“. მეოთხე ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მეთაური“.
II. „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ. №12, მუხ. 390):
1. პირველი მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
2. მე-6 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის“.
3. მე-8 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) მოსამართლედ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოს მოსამართლედ“.
4. მე-9 მუხლის მესამე ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
5. მე-10 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“ და სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“; მეოთხე და მერვე ნაწილებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“.
6. მე-14 მუხლში სიტყვების „რაიონის (ქალაქის)“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამხედრო და“ და სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობა“.
7. მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 21-ე და 22-ე მუხლების ბოლო ნაწილებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა“.
III. „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილებით დამტკიცებულ დებულების (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №3, მუხ.244):
1. მეორე პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მეთაური“.
2. მესამე პუნქტში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“ და სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მეთაური“.
3. მეხუთე პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“.
IV. „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციების მოწვევასა და ჩატარების წესის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილებით დამტკიცებული დებულების (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., №3, მუხ. 246); მეორე პუნქტში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
V. “საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიების არჩევისა და საქმიანობის ორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 248):
1. პირველი პუნქტის მესამე აბზაცში და მესამე პუნქტში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
2. მე-9 პუნქტის მესამე აბზაცში, მე-II პუნქტში, მე-16 პუნქტის მეორე აბზაცში სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
3. მე-13 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“.
VI. საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილებით დამტკიცებული დებულების (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ. №3, მუხ.252).
1. ტექსტში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სამხედრო სასამართლოების“.
2. მეოთხე პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო მეთაური“.
VII. „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევისა და ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული დებულების (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 431):
1. მეორე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
2. მე-18 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“; მეოთხე ნაწილში სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“, ხოლო სიტყვები „რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფოს მეთაური“.
3. მე-19 მუხლის მეორე აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს“; მეხუთე აბზაცში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
4. მე-20 მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოების“.
5. 21-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტში“, ხოლო სიტყვები „რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში“ - სიტყვებით „სახელმწიფოს მეთაურთან“; მესამე ნაწილში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოს“, ხოლო სიტყვები „რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო მეთაურთან“.
6. 23-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი“ და მეორე ნაწილში სიტყვები „რესპუბლიკის საბჭოს პრეზიდიუმი“- სიტყვებით „სახელმწიფო მეთაური“.
VIII. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1, მუხ.11):
1. მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი: „სამხედრო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით“.
2. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „რაიონის (ქალაქის) სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო სასამართლოს“.
3. 31-ე მუხლში სიტყვა „ტრიბუნალების“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლოების“.
4. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34🔗. სამხედრო სასამართლოების განსჯადი სისხლის სამართლის საქმეები
სამხედრო სასამართლოების განსჯადია სისხლის სამართლის საქმეები იმ დანიშნულთა შესახებ, რომლებიც მითითებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონში „სამხედრო სასამართლოების შესახებ“.
5. მე-40
და 41-ე მუხლებში სიტყვა „ტრიბუნალი“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლო“.
6. 385-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგიის“.
IX. საქართველოს რესპუბლიკის 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) 335-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგიის“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1992 წლის 10 დეკემბერი