1.
მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) მერიის თანამშრომლის (შემდგომში – თანამშრომელი) უფლება-მოვალეობანი;

ბ) მერიის ვალდებულებები;

გ) სამუშაო დროის ხანგრძლივობა, დასაწყისი და დასასრული;

დ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

ე) მერიაში გამოუცხადებლობის, დაგვიანებისა და მერიიდან გათავისუფლების წესი;

ვ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მერიაში ყოფნის პირობები და წესი;

ზ) შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის გამოყენების წესი;

თ) მივლინება;

ი) მერიაში მოქალაქეთა მიღების წესი;

კ) შრომის ანაზღაურება;

ლ) თანამშრომლის მატერიალური პასუხისმგებლობა;

მ) დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ნ) წახალისება;

ო) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები;

პ) შინაგანაწესის შესრულება.

2.
მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს და მისი მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
3.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა