მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2022
გამომცემი ორგანო სამეცნიერო კვლევა
ნომერი №82/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,818 სიტყვა · ~19 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
ახალგაზრდა მეცნიერი − დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხ
არისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე დოქტორანტი
მუხლი 2
გენერალური დირექტორი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში  შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 2
გრანტის გამცემი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მუხლი 2
გრანტის მიმღები
ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცი(ები)ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი
მუხლი 2
დამხმარე პერსონალი
ძირითადი პერსონალის გარდა პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან  ძირითად  პერსონალს  ტექნიკური  საკითხების მოგვარებაში
მუხლი 2
ზედნადები ხარჯები
პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს; ზედნადები ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის
მუხლი 2
თანადაფინანსება
იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირების მიერ პროექტისათვის გამოყოფილი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ფონდიდან მოთხოვნილ საგრანტო დაფინანსებასთან ერთად არის პროექტის საერთო ბიუჯეტის შემადგენელი. თანადაფინანსებად არ განიხილება ფონდის მიერ გაცემული ნებისმიერი სხვა გრანტი
მუხლი 2
პროექტი
პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის განსაზღვრული საგრანტო დაფინანსება ხარჯვის კატეგორიების მიხედვით
მუხლი 2
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულების მე-13 მუხლში გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების  მითითებით
მუხლი 2
პროექტის ხელმძღვანელი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული კვლევის ერთ-ერთი დარგის მკვლევარი
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს
მუხლი 2
საბოლოო ანგარიში
საბოლოო ანგარიში მოიცავს საგრანტო პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშის მონიტორინგის პროცედურა
მუხლი 2
საკონკურსო დოკუმენტაცია
ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
მუხლი 2
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები
მუხლი 2
ფონდი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მუხლი 2
შუალედური ანგარიში
საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები
მუხლი 2
ძირითადი პერსონალი
გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე დოქტორანტი
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სუსტი
2 დამაკმაყოფილებელი
3 კარგი
4 ძალიან კარგი
5 საუკეთესო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სამეცნიერო კვლევა მინიმუმ 4, მაქსიმუმ 20 ქულა
1.1. კვლევის სიახლე და აქტუალურობა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
1.2. სამეცნიერო მიზნებისა და დაგეგმილი ამოცანების შესრულების ინტერდისციპლინური ასპექტები მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
1.3. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
სამეცნიერო ეფექტიანობა მინიმუმ  3, მაქსიმუმ 15  ქულა
მკვლევართა გუნდი მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა
3.1. მკვლევართა გუნდის (პროექტის ძირითადი პერსონალის) კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
განხორციელების გეგმა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
ქულათა ჯამი მინიმუმ 10, მაქსიმუმ 50 ქულა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 11.12.2023 კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 20.08.2019 სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტისა (SC) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 11.12.2023 საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 20.08.2019 ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 27.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №82/ნ 2022 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (Science, Technology, Engineering and Mathematics – STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის  (შემდგომ – კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში. 2. კონკურსის მიზნებისათვის ინტერდისციპლინური კვლევა განისაზღვრება, როგორც მინიმუმ ორი დისციპლინის (დარგის) ერთობლიობით განსახორციელებელი კვლევა. დისციპლინებისა და ქვედისციპლინების დეტალური ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების მე-14 მუხლით. 3. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა მეცნიერი − დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე დოქტორანტი; ბ) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში  შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ)   გრანტის გამცემი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; დ)  გრანტის მიმღები – ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცი(ები)ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი/დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი − პირი/პირები, რომელიც აფასებს/აფასებენ კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს; ვ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან  ძირითად  პერსონალს  ტექნიკური  საკითხების მოგვარებაში; ზ) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომლებიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს; ზედნადები ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის; თ)  თანადაფინანსება – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირების მიერ პროექტისათვის გამოყოფილი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ფონდიდან მოთხოვნილ საგრანტო დაფინანსებასთან ერთად არის პროექტის საერთო ბიუჯეტის შემადგენელი. თანადაფინანსებად არ განიხილება ფონდის მიერ გაცემული ნებისმიერი სხვა გრანტი; ი) თანამონაწილე ორგანიზაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად, უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; კ)  მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ლ)  პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; მ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის განსაზღვრული საგრანტო დაფინანსება ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ნ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულების მე-13 მუხლში გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების  მითითებით; ო)     პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული კვლევის ერთ-ერთი დარგის მკვლევარი; პ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; ჟ)  საბოლოო ანგარიშისაბოლოო ანგარიში მოიცავს საგრანტო პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; რ)  საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ს) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშის მონიტორინგის პროცედურა; ტ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; უ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ფ)   ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ქ)  შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები; ღ) ძირითადი პერსონალიგრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე დოქტორანტი; ყ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1.   კონკურსის ადმინისტრირებას, გრანტის გაცემასა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი. 2.   ფონდი უზრუნველყოფს: ა)   კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ)  კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და საგრანტო პროექტის განხორციელების შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) შემოსული საკონკურსო განაცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან; დ)  დამოუკიდებელ ექსპერტთა და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; ე) დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;  ვ)  გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, ამ დებულებით დადგენილი და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗. კონკურსში მონაწილე სუბიექტები 1.   კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვთ წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას/ორგანიზაციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს; 2. პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია და შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. 3.   ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს პროექტის ხელმძღვანელისა და მკვლევრებისაგან. 4.   პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს პირი: ა)   რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; ბ)   რომლის სამეცნიერო პროდუქტიულობა, კონკურსზე რეგისტრაციის დროისათვის, არის:  h-ინდექსი არანაკლებ 5 Scopus-ის ბაზის მიხედვით; გ)  რომელსაც აქვს სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან არის სულ მცირე ერთი დასრულებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. 5. ფონდი უფლებამოსილია კონკურსისათვის დაადგინოს დარგობრივი h-ინდექსის მინიმალური ზღვარი თითოეული დარგისათვის, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის ხელმძღვანელი. 6.  ძირითადი პერსონალის ყველა წევრი ჩართული უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში. 7.  კონკურსში მონაწილეობის უფლება ძირითადი პერსონალის სტატუსით არ აქვთ პირებს, რომლებიც ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულნი არიან ერთზე მეტ მიმდინარე პროექტში, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსების ფარგლებში. 8.   პროექტში შეიძლება ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი. 9.  გრანტის მიმღები სუბიექტები პასუხისმგებელნი არიან პროექტის განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. მუხლი 5🔗. ფინანსური პირობები 1.   საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 24 თვეს, ხოლო თითოეული საანგარიშო პერიოდი მოიცავდეს 12 თვეს. 2.   ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. 3.   პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება. 4. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა)   ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არაუმეტეს 40 000 ლარისა; ბ)   დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება −  ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა; გ)   მივლინება; დ)  საქონელი და მომსახურება; ე)   არაფინანსური აქტივები; ვ)   ზედნადები ხარჯები −  ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არა უმეტეს 5%-ისა. 5. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა. 6. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისათვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია. 7.   პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მეორე ტრანში გადაირიცხება პირველი საანგარიშო პერიოდის შუალედური ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე. 8.   პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა)   კონკურსის გამოცხადება; ბ)   პროექტების ფონდში წარდგენა; გ)   პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან; დ) პროექტის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; ე) დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების  გენერალური დირექტორის მიერ  დამტკიცება საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2.   საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არაუმეტეს სამი არასასურველი ექსპერტი, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ. 3. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მუხლი 8🔗. პროექტის შეფასება 1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისად წარმოდგენილი პროექტები შესაფასებლად გადაეცემათ დამოუკიდებელ ექსპერტებს ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. შეფასების შედეგი წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილი ფორმის შესაბამისად. 2. პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიას. 4. რანჟირებული სიის საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ/ვერ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება. 5. დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. 6.  კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს პროექტის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა ან/და ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას პროექტის ხელმძღვანელისათვის. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1.  დაუშვებელია, დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2.   არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდეს დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი: ა)  რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობას იღებდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა, უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ)  რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ)  რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3.  ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა)  პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ)  მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ)  აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ)  და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4.   დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5.   იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. მუხლი 10🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.  საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. 3. საგრანტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული პროექტის იდენტურ ვერსიაზე. 4.   პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის გრანტის მიმღებს. მიმღებთა შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება რეგულირდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 5.   გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის (ასეთის შემთხვევაში) განახორციელოს ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობით (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს). 6.   ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში. მუხლი 11🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი  დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 2. ფონდი, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი საგრანტო პროექტის შუალედური/საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 3.  ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4.  ფონდის მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ)   არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად  ჩაითვლება  გადარიცხული თანხის ფარგლებში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას; დ)  გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს. 5. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია,  პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე, სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. 6. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. შეფასების შედეგები და აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომ კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას. 7.   ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 12🔗. საგრანტო პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება  1. საგრანტო პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.   2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით  დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ)   გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.   3. საგრანტო პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია საგრანტო პროექტის შუალედური/საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. მუხლი 13🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1.   კონკურსში მონაწილე პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია: სამეცნიერო კვლევა მინიმუმ 4, მაქსიმუმ 20 ქულა 1.1. კვლევის სიახლე და აქტუალურობა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 1.2. სამეცნიერო მიზნებისა და დაგეგმილი ამოცანების შესრულების ინტერდისციპლინური ასპექტები მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 1.3. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 1.4. კვლევის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა სამეცნიერო ეფექტიანობა მინიმუმ  3, მაქსიმუმ 15  ქულა 2.1. პროექტის განხორციელებისას შექმნილი ახალი ცოდნის ან/და ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია, კომუნიკაცია), ცოდნის/ტექნოლოგიების ტრანსფერის პერსპექტივა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 2.2. პროექტის ეფექტურობა კვლევის დისციპლინებისა და სამეცნიერო სფეროების გაძლიერების მიმართულებით, ასევე ინსტიტუციურ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე ახალი პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების ან არსებულის გაუმჯობესების პერსპექტივები მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 2.3. პროექტის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა მკვლევართა გუნდი მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა 3.1. მკვლევართა გუნდის (პროექტის ძირითადი პერსონალის) კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა 3.2. პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება ძირითადი პერსონალის კომპეტენციების გათვალისწინებით მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა განხორციელების გეგმა მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა ქულათა ჯამი მინიმუმ 10, მაქსიმუმ 50 ქულა კომენტარი პროექტის შესახებ 2.   შეფასება ხორციელდება 4  კრიტერიუმით, საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით, მეორე კრიტერიუმი – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულით, მესამე კრიტერიუმი მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო მეოთხე კრიტერიუმი – მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას; 3. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქვეკრიტერიუმის ქულები შეფასდება და განიმარტება შემდეგნაირად: შეფასება ქულით შეფასება განმარტება 1 სუსტი პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, გართულებულია შეფასება არასაკმარისი, ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო. 2 დამაკმაყოფილებელი პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები. 3 კარგი პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას. 4 ძალიან კარგი პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს. გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა. 5 საუკეთესო პროექტი საუკეთესოდ პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, შეიძლება არსებობდეს უმნიშვნელო ერთეული შენიშვნები, რომლებიც არ ეხება სამეცნიერო პოტენციალს. 4.  დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ან მეტი ქულა; 5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში  კი - ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. მუხლი 14🔗. კვლევის სამეცნიერო მიმართულებები, დისციპლინები და ქვედისციპლინები 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ა)   მათემატიკა: ა.ა) წმინდა მათემატიკა; ა.ბ)  გამოყენებითი მათემატიკა; ა.გ)  სტატისტიკა და ალბათობა (აქვე კვლევის სტატისტიკური მეთოდოლოგიები). ბ)   კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები: ბ.ა) კომპიუტერული მეცნიერებანი; ბ.ბ) საინფორმაციო მეცნიერება და  ბიოინფორმატიკა (ტექნიკურ‐აპარატურული უზრუნველყოფის შემუშავება შედის 2.ბ.ვ‐ში). გ)   ფიზიკის მეცნიერებები: გ.ა)   ატომური, მოლეკულური და ქიმიური ფიზიკა (ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, შეჯახებისა და გამოსხივებასთან ურთიერთქმედების ჩათვლით, მაგნიტური რეზონანსები, მესბაუერის ეფექტი [იგივე ბირთვული გამა‐რეზონანსი]); გ.ბ)   კონდენსირებული გარემოს ფიზიკა (რაშიც ადრე შედიოდა მყარი სხეულის ფიზიკა, ზეგამტარობა); გ.გ)   ელემენტარული ნაწილაკების და ველების ფიზიკა; გ.დ)  ბირთვული ფიზიკა; გ.ე)   სითხე‐აირებისა და პლაზმის ფიზიკა (ზედაპირის მოვლენათა ფიზიკის ჩათვლით); გ.ვ)   ოპტიკა (ლაზერული და კვანტური ოპტიკის ჩათვლით); გ.ზ)  აკუსტიკა; გ.თ)  ასტრონომია (ასტროფიზიკის, კოსმოსის მეცნიერების ჩათვლით). დ)  ქიმიის მეცნიერებები: დ.ა)  ორგანული ქიმია; დ.ბ)  არაორგანული და ბირთვული ქიმია; დ.გ)  ფიზიკური ქიმია, პოლიმერების შემსწავლელი მეცნიერება, ელექტროქიმია (მშრალი ბატარეები, აკუმულატორები, სათბობი ელემენტები, კოროზიული ლითონები, ელექტროლიზი); დ.დ) კოლოიდური ქიმია; დ.ე)  ანალიზური ქიმია. ე)   დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები: ე.ა)    გეომეცნიერებანი, მრავალდარგობრივი დისციპლინები; ე.ბ)   მინერალოგია; ე.გ)   პალეონტოლოგია; ე.დ)  გეოქიმია და გეოფიზიკა; ე.ე)    ფიზიკური გეოგრაფია; ე.ვ)   გეოლოგია; ე.ზ)   ვულკანოლოგია; ე.თ)  გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი (მათ შორის ურბანული დაგეგმვა-განვითარება, სატრანსპორტო დაგეგმვა და მსგავსი); ე.ი)   მეტეოროლოგია და ატმოსფერული მეცნიერებები; ე.კ)    კლიმატოლოგია; ე.ლ)  ოკეანოგრაფია, ჰიდროლოგია, წყლის რესურსები. ვ)   ბიოლოგიის მეცნიერებები: ვ.ა)    უჯრედული ბიოლოგია, მიკრობიოლოგია; ვ.ბ)   ვირუსოლოგია; ვ.გ)   ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია; ვ.დ)  ბიოქიმიური კვლევის მეთოდები; ვ.ე)   მიკოლოგია; ვ.ვ)   ბიოფიზიკა; ვ.ზ)  გენეტიკა და მემკვიდრეობითობა (სამედიცინო გენეტიკა შედის 3.ა.ბ‐ში); ვ.თ)  რეპროდუქციული ბიოლოგია (სამედიცინო ასპექტები შედის 3.ა‐ში); ვ.ი)   განვითარების ბიოლოგია; ვ.კ)   მემცენარეობა, ბოტანიკა; ვ.ლ)  ზოოლოგია, ორნითოლოგია, ენტომოლოგია, ქცევით მეცნიერებათა ბიოლოგია; ვ.მ)   ზღვის ბიოლოგია, მტკნარი წყლის ბიოლოგია, ლიმნოლოგია; ეკოლოგია; ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია; ვ.ნ)   ბიოლოგია (თეორიული, მათემატიკური, თერმული, კრიობიოლოგია, ბიოლოგიური რითმი), ევოლუციური ბიოლოგია; ვ.ო)  ბიოლოგიის სხვა დარგები. ზ)  სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: 2. ინჟინერია და ტექნოლოგიები: ა)   სამოქალაქო ინჟინერია: ა.ა)    სამოქალაქო ინჟინერია; ა.ბ)    არქიტექტურული ინჟინერია; ა.გ)   სამშენებლო ინჟინერია, მუნიციპალური და სტრუქტურული ინჟინერია; ა.დ)  სატრანსპორტო ინჟინერია. ბ)   ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია: ბ.ა)    ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია; ბ.ბ)   რობოტექნიკა და ავტომატური მართვა; ბ.გ)   ავტომატიზაცია და მართვის სისტემები; ბ.დ)  საკომუნიკაციო ინჟინერია და სისტემები; ბ.ე)   ტელეკომუნიკაციები; ბ.ვ)   კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფა და კომპიუტერული არქიტექტურა, (აქვე ტექნიკურ‐აპარატურული უზრუნველყოფის შემუშავება). გ)   მექანიკური ინჟინერია: გ.ა)   მექანიკური ინჟინერია; გ.ბ)   გამოყენებითი მექანიკა; გ.გ)   თერმოდინამიკა; გ.დ)  საავიაციო ინჟინერია; გ.ე)   ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინჟინერია (ბირთვული ფიზიკა შედის 1.გ.დ-ში); გ.ვ)   აუდიოინჟინერია, საიმედოობის ანალიზი. დ)  ქიმიური ინჟინერია: დ.ა)  ქიმიური ინჟინერია (წარმოება, პროდუქცია); დ.ბ)  ქიმიური პროცესების ტექნოლოგია. ე)   მასალათა ინჟინერია: ე.ა)    მასალათა ტექნოლოგია; ე.ბ)   კერამიკა; ე.გ)   დაფარვა და დასაფერი გარსები; ე.დ)  კომპოზიტები (ლამინატების, არმირებული პლასტიკატების, ლითონკერამიკის, კომბინირებული ბუნებრივი და სინთეზური ბოჭკოს ქსოვილების შევსებული კომპოზიტების ჩათვლით); ე.ე)    ქაღალდი და ხის მასალა; ე.ვ)   საფეიქრო ქსოვილები/ნაკეთობანი; სინთეზური საღებავების, ბოჭკოების ჩათვლით; (ნანომასალები შედის 2.კ.ა‐ში; ბიომასალები 2.ი.გ‐ში). ვ)   სამედიცინო ინჟინერია: ვ.ა)  სამედიცინო ტექნოლოგია; ვ.ბ)   სამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია (ლაბორატორიული ნიმუშების ანალიზის, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების ჩათვლით); (ბიომასალები შედის 2.9‐ში [ცოცხალი მასალის ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა, სამედიცინო იმპლანტები, ხელსაწყოები, სენსორები]). ზ)  გარემოს შემსწავლელი ინჟინერია: ზ.ა)   გარემოს და გეოლოგიური ინჟინერია, გეოტექნიკა; ზ.ბ)  ნავთობმრეწველობა (საწვავი), ენერგია და საწვავი; ზ.გ)  დისტანციური ზონდირება; ზ.დ) სამთო და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; ზ.ე)   საზღვაო ინჟინერია, საზღვაო ხომალდები; ზ.ვ)  ოკეანის ინჟინერია. თ)  ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია: თ.ა)  გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიები; თ.ბ)  ბიორემედიაცია, დიაგნოსტიკური ბიოტექნოლოგიები (დნმ ჩიპები და ბიოსენსორული მოწყობილობები) გარემოს მენეჯმენტში; თ.გ)  გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიების ეთიკა). ი)   სამრეწველო ბიოტექნოლოგია: ი.ა)   სამრეწველო ბიოტექნოლოგია; ი.ბ)   ბიოპროცესების ტექნოლოგიები (ინდუსტრიული პროცესები, რომელიც ეფუძნება ბიოლოგიურ აგენტებს პროცესის გასააქტიურებლად), ბიოკატალიზი, ფერმენტაცია; ი.გ)   ბიოპროდუქტები, ბიომასალები, ბიოპლასტიკები, ბიოსაწვავები, ბიოწარმოშობის მასალები და სუფთა ქიმიკატები, ბიოწარმოშობის ახალი მასალები. კ)   ნანო‐ტექნოლოგია: კ.ა)    ნანო‐მასალები (პროდუქცია და მახასიათებლები); კ.ბ)   ნანო‐ პროცესები; (ბიომასალები შედის 2.ი.გ‐ში). ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები: ლ.ა)  საკვები და სასმელი პროდუქტები; ლ.ბ)  სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები. 3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები: ა)   ფუნდამენტური მედიცინა: ა.ა)    ანატომია და მორფოლოგია; ა.ბ)    ადამიანის გენეტიკა (ასევე სამედიცინო გენეტიკა); ა.გ)   იმუნოლოგია; ა.დ)  ნეირომეცნიერებანი ფსიქოფიზიოლოგიის ჩათვლით); ა.ე)    ფარმაკოლოგია და ფარმაცია; ა.ვ)    სამედიცინო ქიმია; ა.ზ)   ტოქსიკოლოგია; ა.თ)  ფიზიოლოგია (ციტოლოგიის ჩათვლით); ა.ი)   პათოლოგია. ბ)   კლინიკური მედიცინა ანდროლოგია: ბ.ა)    მეანობა და გინეკოლოგია (ასევე რეპროდუქტოლოგია); ბ.ბ)   პედიატრია; ბ.გ)   კარდიოლოგია და გულ‐სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ბ.დ)  პერიფერიული ვასკულარული დაავადებები; ბ.ე)   ჰემატოლოგია; ბ.ვ)   რესპირატორული სისტემის დაავადებები; ბ.ზ)  კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინა; ბ.თ)  ანესთეზიოლოგია; ბ.ი)   ორთოპედია; ბ.კ)   ქირურგია; ბ.ლ)  რადიოლოგია, ბირთვული მედიცინა და სხივური თერაპია; ბ.მ)   ტრანსპლანტაცია; ბ.ნ)   სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია; ბ.ო)  დერმატოლოგია და ვენეროლოგია; ბ.პ)   ალერგოლოგია; ბ.ჟ)   რევმატოლოგია; ბ.რ)   ენდოკრინოლოგია და ნივთიერებათა ცვლა (დიაბეტისა და ჰორმონების ჩათვლით); ბ.ს)   გასტროენტეროლოგია და ჰეპატოლოგია; ბ.ტ)  უროლოგია და ნეფროლოგია; ბ.უ)  ონკოლოგია; ბ.ფ)   ოფთალმოლოგია; ბ.ქ)   ოტორინოლარინგოლოგია; ბ.ღ)   ფსიქიატრია; ბ.ყ)   კლინიკური ნევროლოგია; ბ.შ)   გერიატრია და გერონტოლოგია; ბ.ჩ)   ზოგადი და შინაგანი მედიცინა; ბ.ც)   სხვა კლინიკური მედიცინის დარგები; ბ.ძ)   ინტეგრირებული და კომპლემენტალური მედიცინა (ალტერნატიული პრაქტიკული სისტემები). გ)   ჯანმრთელობის მეცნიერებები: გ.ა)   ჯანდაცვის მეცნიერებანი და სერვისები (მოიცავს ჰოსპიტალურ ადმინისტრირებას, ჯანდაცვის დაფინანსებას); გ.ბ)   ჯანდაცვის პოლიტიკა და სერვისები; გ.გ)   ავადმყოფის მოვლა, კვება და დიეტეტიკა; გ.დ)  ჯანდაცვა და გარემოს ჰიგიენა; გ.ე)   ტროპიკული მედიცინა; გ.ვ)   პარაზიტოლოგია; გ.ზ)  ინფექციური დაავადებები; გ.თ)  ეპიდემიოლოგია; გ.ი)   ოკუპაციური ჯანმრთელობა (პროფესიული დაავადებები); გ.კ)   სპორტი და ფიტნეს მეცნიერებანი; გ.ლ) სოციალური ბიოსამედიცინო მეცნიერებანი (მოიცავს ოჯახის დაგეგმვას, სექსუალურ ჯანმრთელობას, ფსიქო‐ონკოლოგიას, ბიოსამედიცინო კვლევის პოლიტიკურ და სოციალურ ეფექტებს); გ.მ)   სამედიცინო ეთიკა; გ.ნ)   ნარკომანია. დ)  სამედიცინო ბიოტექნოლოგია: დ.ა)  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბიოტექნოლოგიები; დ.ბ) უჯრედებზე, ქსოვილებისა და მთლიანი ორგანიზმზე ზემოქმედებაში (რეპროდუქციის ჩათვლით) ჩართული ტექნოლოგიები; დ.გ)  დნმ‐ის, ცილებისა და ფერმენტების იდენტიფიცირების პროცესში ჩართული ტექნოლოგიები და მათი ზემოქმედება დაავადების გამოვლინებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გენური დიაგნოსტიკა და თერაპიული ინტერვენცია (ფარმაკოგენეტიკა, გენური თერაპია); დ.დ) ბიომასალები (ბიოიმპლანტები, ბიომოწყობილობები, ბიოსენსორები); დ.ე)  ეთიკასთან დაკავშირებული სამედიცინო ბიოტექნოლოგიები. ე)   მედიცინის სხვა დარგები: ე.ა)    სასამართლო მედიცინა; ე.ბ)   მედიცინის სხვა დარგები. 4. აგრარული მეცნიერებები: ა)   სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა: ა.ა)    სოფლის მეურნეობა; ა.ბ)    მეტყევეობა; ა.გ)   მეთევზეობა; ა.დ)  ნიადაგმცოდნეობა; ა.ე)    მებაღეობა, მევენახეობა; ა.ვ)    აგრონომია, მცენარეთა გამრავლება და დაცვა; (აგრარული ბიოტექნოლოგიები შედის 4.დ‐ში). ბ)   მეცხოველეობა და მერძევეობა: ბ.ა)    მეცხოველეობა და მერძევეობა; (ბიოტექნოლოგიები მეცხოველეობაში ‐ შედის 4.დ‐ში) ბ.ბ)   მესაქონლეობა; ბ.გ)   შინაური ცხოველები. გ)   ვეტერინარული მეცნიერებები; დ)  სასოფლო‐სამეურნეო ბიოტექნოლოგიები: დ.ა)  სასოფლო‐სამეურნეო და კვების ბიოტექნოლოგიები; დ.ბ)  GM ტექნოლოგიები (სასოფლო‐სამეურნეო კულტურები და მსხვილფეხა საქონელი); დ.გ)  მსხვილფეხა საქონლის კლონირება, მარკირებული სელექცია, დიაგნოსტიკა (დნმ ჩიპები და ბიოსენსორული მოწყობილობები დაავადებების ადრეული/ზუსტი გამოვლენისათვის) სამრეწველო ნედლეულის ბიომასის წარმოების ტექნოლოგიები, ბიოფარმაცია; დ.დ) აგრარული ბიოტექნოლოგიების ეთიკა. ე)   სხვა აგრარული მეცნიერებები.