საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

I. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წინადადება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ.

II. „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 24-ე მუხლში სიტყვის „ვაჭრობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „თავდაცვის“.

2. 25-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „თავდაცვის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროები და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“.

III. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დებულება, მისი ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, რიცხოვნობა და შესანახი ასიგნების ოდენობა.

IV. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                                                     ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 15 სექტემბერი.