1. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), წარმოადგენს წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება  მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან:

ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი;

ბ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელი;

გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;

დ) მერის მოადგილე;

ე) მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური;

ვ) მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი;

ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი;

თ) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი;

ი) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი.

3. მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას,  მათი მიმართვის საფუძველზე.

4. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე.

5. სამდივნოს საქმიანობის წესი, შემადგენლობა და  სამდივნოს წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით, პროგრამის ბენეფიციარების, სამიზნე მუნიციპალიტეტ(ებ)ისა და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის ცვლილების შესაბამისა