საინვესტიციო საქმიანობის შესახებ

მიღების თარიღი 10.08.1991
ძალის დაკარგვა 11.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,508 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.1991 მიღება
11.12.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საინვესტიციო საქმიანობის შესახებ (ძალადაკარგულია - 12.11.1996, პარლამენტის დადგენილება №474) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, ინვესტიციების სახელმწიფოებრივი დაცვის და რეგულირების ნორმებს. კანონის მიზანია: საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების უფლებების, ინტერესებისა და ქონების თანაბარი დაცვა განურჩევლად საკუთრების ფორმებისა; რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირება, მოსახლეობის სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების თანმიმდევრული დაკმაყოფილება. საერთო დებულება მუხლი 1🔗. ინვესტიცია ინვესტიციად ითვლება ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა, რომელიც დაბანდდება სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის ობიექტებში მოგების (შემოსავლის) ან სოციალური ეფექტის მიღების მიზნით. ასეთი ფასეულობები შეიძლება იყოს: ფულადი სახსრები მიზნობრივი საბანკო შენატანები, ჰაი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები; მოძრავი და უძრავი ქონება – შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობები; პატენტი, ლიცენზია, "ნოუ-ჰაუ", გამოცდილებები და სხვა ინტელექტუალური ფასეულობებანი; მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე სხვაგვარი ქობებრივი უფლებები; სხვა ფასეულობები. ინვესტიციები ძირითადად ფონდების კვლავწარმოებაში შეიძლება განხორციელდეს კაპიტალურ დაბანდებათა ფორმით. მუხლი 2🔗. საინვესტიციო საქმიანობა საინვესტიციო საქმიანობაში იგულისხმება ინვესტიციის სარეალიზაციო პრაქტიკულ მოქმედებათა ერთობლიობა. საინვესტიციო საქმიანობის ფორმებია: კერძო და კოლექტიური ინვესტირება, რომელსაც ახორციელებენ მოქალაქეები, არასახელმწიფო საწარმოები, კოოპერატივები, სამეურნეო ასოციაციები, საზოგადოებები და ამხანაგობები, აგრეთვე კოლექტიური, საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები, კერძო და კოლექტიურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა იურიდიული პირები; სახელმწიფო ინვესტირება, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის, მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები საბიუჯეტო სახსრების, ბიუჯეტგარეშე ფონდების და ნასესხები სახსრების ხარჯზე, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები საკუთარი და ნასესხები სახსრების ხარჯზე; უცხოური ინვესტირება, რომელსაც ახორციელებენ უცხოელი მოქალაქეები, იურიდიული პირები და სახელმწიფოები; ერთობლივი ინვესტირება, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის და უცხოელი მოქალაქეები, იურიდიული პირები, სახელმწიფოები; შერეული ინვესტირება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ზემოთ ჩამოთვლილ ფორმათა კომბინირებით. მუხლი 3🔗. საინვესტიციო საქმიანობის ობიექტები საინვესტიციო საქმიანობის ობიექტებია: სამეურნეო კომპლექსის ყველა სფეროსა და დარგში შესაქმნელი და გასაახლებელი ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები, ფასიანი ქაღალდები, მიზნობრივი ფულადი შენატანები, სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცია, ინტელექტუალური ფასეულობები, საკუთრების სხვა ობიექტები და აგრეთვე ქონებრივი უფლებები. აკრძალულია იმ ობიექტების ინვესტირება, რომელთა შექმნა და გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ, მიწათსარგებლობის, ეკოლოგიურ და სხვა ნორმებს, აგრეთვე აყენებს ზიანს სახელმწიფოს, მოქალაქეთა და იურიდიული პირების კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. მუხლი 4🔗. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტები 1. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი (ინვესტორი, მონაწილე) შეიძლება იყოს საქართველოს რესპუბლიკის ან უცხოელი მოქალაქე, იურიდიული პირი და სახელმწიფო. 2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტად – ინვესტორად ითვლება ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი, ნასესხები და მოზიდული ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობების დაბანდების თაობაზე. ინვესტორს შეუძლია გამოვიდეს ფასეულობის დამბანდებლის კრედიტორის, ინვესტიციის ან მისი შედეგის მყიდველის როლში, აგრეთვე შეასრულოს საინვესტიციო საქმიანობის ნებისმიერი მონაწილის ფუნქცია. 3. საინვესტიციო საქმიანობის მონაწილენი არიან საქართველოს რესპუბლიკის და უცხოელი მოქალაქეები და იურიდიული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტიციის განხორციელებას, როგორც შეკვეთის უშუალოდ შემსრულებლები ან რომლებიც მოქმედებენ ინვესტორის დავალებით. მუხლი 5🔗 . საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა საინვესტიციო საქმიანობის შესახებ    საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობანი საქართველოს რესპუბლიკაში რეგულირდება ამ კანონით და შესაბამისად გამოცემული საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს რესპუბლიკის სუბიექტების საინვესტიციო საქმიანობა უცხოეთში რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელთა ტერიტორიაზეც ხორციელდება ეს საქმიანობა, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს რესპუბლიკის სპეციალური კანონმდებლობით; უცხოელი სუბიექტების საინვესტიციო საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკაში რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის კანონით უცხოური ინვესტიციების შესახებ. II. საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება მუხლი 6🔗. ინვესტორის უფლება 1. ყველა ინვესტორს აქვს საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების თანაბარი უფლებები. ინვესტორის მიერ ქონებრივ და ინტელექტუალური ფასეულობათა იმ ობიექტის ინვესტირებისათვის, რომელიც არ არის აკრძალული ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონმდებლობით, შეუზღუდავია, მიჩნეულია მის განუყოფელ უფლებად და დაცულია კანონით. 2. ინვესტორი დამოუკიდებლად საზღვრავს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობებს, მიმართულებასა და ეფექტიანობას და თავისი შეხედულებით მოიზიდავს ინვესტიციის რეალიზაციისათვის საჭირო მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს. 3. ინევესტიციის და მისი განხორციელების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეთ სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს კანონით დადგენილი წესით. უფლების ასეთი გადაცემის შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. 4. ინვესტირებისათვის შეიძლება მოზიდულ იქნეს საფინანსო სახსრები კრედიტის, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და სესხის სახით. ინვესტორის ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებად. გირაოდ მიიღება მხოლოდ ის ქონება, რომელიც არის ინვესტორის საკუთრების საკუთრებაში (ან ეკუთვნის მას სრული სამეურნეო გამგებლობის უფლებით), თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით. დაგირავებული ქონება საგირაო ვალდებულებებით დარღვევისას შეიძლება რეალიზებულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ინვესტიციის ობიექტებსა და შედეგებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეინვესტიციისა და სავაჭრო ოპერაციების შედეგების ჩათვლით. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ობიექტები, რომელთა ინვესტირებას არ მოჰყვება მათი საკუთრებად შეძენის უფლება, მაგრამ არ გამორიცხავს მათი შემდგომი ფლობის, ოპერატიული მართვის ან ამ ობიექტების ექსპლოატაციიდან მიღებულ შემოსავლებში ინვესტორის მონაწილეობის შესაძლებლობას. 6. ინვესტორს უფლება აქვს მოცულობისა და ნომენკლატურის შეუზღუდავად შეიძინოს მისთვის საჭირო ქონება მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან უშუალოდ ან შუამავლის მეშვეობით, მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასებში და პირობებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 7🔗.  საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს შორის ურთიერთობა      1. ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც რეგულირდება ურთიერთდამოკიდებულება საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს შორის, არის ხელშეკრულება (შეთანხმება). ხელშეკრულების დადება, პარტნიორების არჩევა, ვალდებულებათა და სამეურნეო ურთიერთდამოკიდებულების სხვა ნებისმიერი პირობების განსაზღვრა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტთა განსაკუთრებულ კომპეტენციას. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელებაში სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა ჩარევა დაუშვებელია მათი მკაცრად განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს უფლება აქვთ მოაწყონ ვაჭრობა-კონკურსები მოქალაქეთა და იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობაში ჩაბმის მიზნით. 2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობები თავის ძალას ინარჩუნებს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. ეს პირობები ძალაშია მაშინაც, როცა ხელშეკრულების დადების შემდეგ კანონმდებლობით დადგინდა პირობები, რომლებიც აუარესებენ საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების მდგომარეობას, თუკი მხარეები ნებაყოფლობით ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე. მუხლი 8🔗.  საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების მოვალეობანი     1. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესების შესაბამისად ინვესტორი ვალდებულია: წარუდგინოს საფინანსო ორგანოებს დეკლარაცია მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის შესახებ; მიიღოს და გაითვალისწინოს სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნები, საინვესტიციო პროექტებზე სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური, ქალაქთმშენებლობის, არქიტექტურის, შენობა-ნაგებობების მდგომარეობისა და ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე; კაპიტალური მშენებლობის ინვესტირებისას მიიღოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების ნებართვები და შეთანხმებები. 2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია: დაიცვას მოქმედი ნორმები და სტანდარტები; არ დაუშვას არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, შეასრულოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნები; შეასრულოს მის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში წაყენებული მოთხოვნები; დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოოს და წარმოადგინოს საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშგება. 3. საინვესტიციო საქმიანობის თითოეულ მონაწილეს, რომელსაც ევალება სპეციალურ სამუშაოთა შესრულება, ამა თუ იმ სამუშაოს ჩასატარებლად უნდა ჰქონდეს უფლებრივი ლიცენზია. ასეთ სამუშაოთა ჩამონათვალი და მათი ლიცენზირების წესი დადგინდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. მუხლი 9🔗.  საინვესტიციო საქმიანობის საფინანსო წყაროები      საინვესტიციო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წყაროებით: ინვესტორის საკუთარი საფინანსო სახსრები (მოგება, საამორტიზაციო ანარიცხები, ფულადი დანაგროვები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დანაზოგები და სხვა): ინვესტორის მიერ ნასესხები საფინანსო სახსრებით (საობლიგაციო სესხები, საბანკო და საბიუჯეტო კრედიტები); ინვესტორის მიერ მოზიდული საფინანსო სახსრებით (აქციების გაყიდვით მიღებული სახსრები, ფიზიკური და იურიდიული პირების საპაიო და სხვა შენატანები); საბიუჯეტო საინვესტიციო ასიგნებით. III. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება მუხლი 10🔗. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების მიზნები და ფორმები 1. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით. იგი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დამტკიცებული პროგრამებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მოცულობებით. სახელმწიფო აწესებს შეღავათიან პირობებს ინვესტიციისათვის, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას საზოგადოებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით და, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ სფეროში წარმოების ტექნიკურ სრულყოფაში, აღმოჩენებისა და გამოგონებების დანერგვაში. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება მოიცავს საინვესტიციო საქმიანობის პირობების მოწესრიგებას და სახელმწიფო ინვესტიციების პირდაპირ მართვას. მუხლი 11🔗.  საინვესტიციო საქმიანობის პირობების სახელმწიფო რეგულირება საინვესტიციო საქმიანობის პირობების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ საქართველოს რესპუბლიკის და მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად. გადასახადების საშუალებებით, მაღალი საგადასახადო განაკვეთების ან საგადასახადო შეღავათების სისტემით. საინვესტიციო მოთხოვნილების რეგულირების მიზნით შეიძლება შემოღებულ იქნეს ინვესტიციის დიფერენცირებული (სუბიექტებისა და ობიექტების) გადასახადი ან დაწესდეს გადასახადისაგან ინვესტორების გათავისუფლების პირობები; საამორტიზაციო პოლიტიკის მეშვეობით, კერძოდ, ძირითადი ფონდების დაჩქარებული ამორტიზაციის პოლიტიკის გატარებით; ამასთან ერთად შეღავათები ამორტიზაციის მიხედვით შეიძლება დაწესებულ იქნეს დიფერენცირებულად ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სფეროებისათვის, ძირითადი ფონდების ელემენტებისათვის, მოწყობილობათა სახეებისათვის და ა.შ. ცალკეული რეგიონის, დარგისა და საწარმოს განვითარებისათვის ფინანსური დახმარების მიცემით დოტაციების, სუბსიდიების, სუბვენციების, საბიუჯეტო სესხების სახით; საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებით, სახელმწიფო ნორმებითა და სტანდარტებით, ანტიმონოპოლიური ღონისძიებებით, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზებით და ფასწარმოქმნის პოლიტიკის საშუალებით; მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების განსაკუთრებული პირობების დაწესებით; მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების განსაკუთრებული გამკაცრების ან ლიბერალიზების გზით. საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების ეკონომიკურ ბერკეტად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე საწარმოთა მხარდაჭერის ფონდები და ბიუჯეტგარეშე საინვესტიციო ფონდები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის და მისი ავტონომიური რესპუბლიკების მიერ დადგენილი წესით. მუხლი 12🔗 . სახელმწიფო ინვესტიციის პირდაპირი მართვა სახელმწიფო ინვესტიციის პირდაპირი მართვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის, მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ და მოიცავს გადაწყვეტილების მიღებას, პირობების განსაზღვრას და კონკრეტული მოქმედების განხორციელებას საბიუჯეტო სახსრების, ბიუჯეტგარეშე ფონდების და ნებაყოფლობის საფუძველზე მოზიდული სხვა სახსრების ინვესტირებისათვის. მუხლი 13🔗.  საინვესტიციო საქმიანობაში საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ურთიერთმოქმედება საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ურთიერთმოქმედება საინვესტიციო საქმიანობაში ხორციელდება; საქართველოს რესპუბლიკის მიერ – რესპუბლიკებთან ერთად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შემუშავების, რესპუბლიკური პროგრამების შედგენისა და რეალიზაციის, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან ერთად ნებაყოფლობით საფუძველზე რეგიონალური ფონდების, კერძოდ: სარეზერვო, საინოვაციო, ბუნების დაცვის და სხვა ფონდების შექმნისათვის, რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური, აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და სხვა პროგრამების დასაფინანსებლად, აგრეთვე სტიქიური უბედურებების, კატასტროფების და ავარიების თავიდან აცილების და მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის; ავტონომიური რესპუბლიკების მიერ – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამების შედგენაში და მათი რეალიზაციის გზების დასახვაში მონაწილეობის მიღების გზით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებით საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად; ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ – ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების დამუშავებისა და დამტკიცების გზით თავიანთი რწმუნებების ფარგლებში, აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე ეკონომიკური და სოციალური ობიექტების შექმნის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და ბუნებრივი გარემოს დაცვის საკითხების შეთანხმებით. მუხლი 14🔗.  რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. წინადადებას რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციის შესახებ ამზადებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საწარმოო ძალთა განვითარების და განლაგების სქემების, მიზნობრივი რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური და კომპლექსური პროგრამების და ამ ინვესტიციების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე. 2. რესპუბლიკური მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების პროექტები მუშავდება რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით და წარედგინება განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს. 3. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ამტკიცებს რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობებს, მათ შორის რესპუბლიკური სახელმწიფო შეკვეთებში შეტანილი მსხვილი საინვესტიციო ობიექტების ჩამონათვალს. 4. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციების განსაზღვრისას უზრუნველყოფს მათი მოცულობების შესაბამისობას სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო დაკვეთის დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან. 5. ასიგნებანი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყოფა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო ობიექტებისათვის და საერთო-რესპუბლიკური პროგრამების სარეალიზაციოდ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენლობაში გამოიყოფა განვითარების სპეციალური საფინანსო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს გასავლებს საინვესტიციო ღონისძიებების განსახორციელებლად. სახელმწიფო საინვესტიციო ფინანსური სახსრები შეიძლება გამოიყოს ორი წესით – გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ სახსრების აუცილებელი დაბრუნების პირობით ან დაუბრუნებლად. 6. ერთობლივი ინვესტირება რესპუბლიკის სახელმწიფო ინვესტიციის მონაწილეობით ხორციელდება ამ კანონის მიხედვით რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციის რეალიზაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 15🔗. კაპიტალურ მშენებლობაში რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციების ექსპერტიზა და დამტკიცება 1. რესპუბლიკური სახელმწიფო ინვესტიციებით ასაშენებელი ობიექტების პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, მათ შორის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 2. რესპუბლიკის მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების, აგრეთვე რესპუბლიკური სახელმწიფო შეკვეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი ობიექტების პროექტების ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი საექსპერტო კომისიების მიერ, რომლებშიც შედიან სამეცნიერო, საზოგადოებრივი, პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოების და სხვა ორგანიზაციებისა და შესაბამისი რეგიონების წარმომადგენლები. შეიძლება აგრეთვე უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც. 3. მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების, რესპუბლიკური სახელმწიფო შეკვეთების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება საექსპერტო კომისიების დასკვნებთან ერთად. 4. ობიექტების მნიშვნელობაზე რესპუბლიკური სახელმწიფო შეკვეთის დამტკიცება წარმოებს რესპუბლიკურ და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან მათი განთავსების შეთანხმების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16🔗.  კაპიტალურ მშენებლობაზე სახელმწიფო შეკვეთების განთავსების წესი 1. სახელმწიფო ინვესტიციის რეალიზაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სახელმწიფო შეკვეთა კაპიტალურ მშენებლობაზე. 2. სახელმწიფო შეკვეთა კაპიტალურ მშენებლობაზე გაიცემა საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად ან სხვა ობიექტების ასაშენებლად მათი ამოქმედების ვადის მითითებით. 3. სახელმწიფო შეკვეთა, როგორც წესი, განთავსდება კონკურსის საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევებში რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს დააწესოს საინვესტიციო საქმიანობის მონაწილე ყველა სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისათვის სავალდებულო სახელმწიფო შეკვეთები, მონაწილეთათვის შეკვეთების შესრულების ეკონომიკური სარგებლიანობის გათვალისწინებით. 4. საინვესტიციო საქმიანობის ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს მონაწილეობდეს კაპიტალურ მშენებლობაზე სახელმწიფო შეკვეთის მისაღებად გამართულ კონკურსებში. 5. სახელმწიფო შეკვეთის ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღება წარმოებს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 6. სახელმწიფო შეკვეთის ობიექტების მოიჯარეებთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება სახელმწიფო კომისიის აქტების დამტკიცების შემდეგ. მუხლი  17🔗.  სახელმწიფო ინვესტიციის ფასიან ქაღალდებში, დეპოზიტებში, მოძრავ და უძრავ ქონებაში და სხვა ფასეულობებში დაბანდების წესი 1. სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობები ფასიან ქაღალდებში, დეპოზიტებში, მოძრავ და უძრავ ქონებაში და სხვა ფასეულობებში განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ. 2. აუცილებელია აღნიშნული საინვესტიციო პროექტების სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 18🔗.  ფასწარმოქმნა საინვესტიციო საქმიანობაში საინვესტიციო პროცესში პროდუქციის, სამუშაოთა და მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სახელშეკრულებო ფასებით, მათ შორის ჩატარებული ვაჭრობა-კონკურსების შედეგების მიხედვით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ფასებით. მშენებლობის სახელშეკრულებო ფასების განსაზღვრისას სახელმწიფო სახარჯთაღრიცხვო ნორმები და ფასები გამოიყენება სარეკომენდაციო ნორმების სახით. IV.  საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი გარანტიები და ინვესტიციის გარანტიები და ინვესტიციის დაცვა მუხლი 19🔗.  საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების უფლებათა გარანტიები        1. სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების უფლებები გარანტირებულია ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომელთა ღირებულებებიც ზღუდავენ საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების უფლებებს, ეს დებულებები არ შეიძლება შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ მათი გამოქვეყნების მომენტიდან ერთ წელზე ადრე. 2. სახელმწიფო ორგანოების მიერ ინვესტორებისა და საინვესტიციო საქმიანობის მონაწილეთა უფლებების დამრღვევი აქტების მიღების შემთხვევაში, ამ აქტების მიღების შედეგად მიყენებული ზარალი, ხელიდან გაშვებული სარფის ჩათვლით, მათ აუნაზღაურდებათ ამ ორგანოების მიერ ნებაყოფლობით ან სასამართლოს, ან საარბიტრაჟო სასმართლოს გადაწყვეტილებით. აქტის მიმღები ორგანოს სახსრების უკმარისობის შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდება შესაბამისი ზემდგომი ორგანოს მიერ. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების საქმიანობაში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა დაშვებულია კანონმდებლობით და ხორციელდება ამ ორგანოებისა და თანამდებობის პირთა კომპეტენციის ფარგლებში. დაშვებულია ინვესტორის უფლების შეზღუდვა ინვესტირების ობიექტის შერჩევაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საინვესტიციო საქმიანობა შეწყდება ან შეჩერდება გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება: ინვესტორის მიერ. ამასთან ინვესტორი ვალდებულია საინვესტიციო საქმიანობის მონაწილეებს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი; უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სახელმწიფო ორგანოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა; გადახდისუუნარობა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ინვესტორის ბანკროტად გამოცხადება; სტიქიური უბედურებები; ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა. თუ საინვესტიციო საქმიანობის პროცესში გაირკვა, რომ მისი გაგრძელება გამოიწვევს სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების, მოქალაქეთა იურიდიული პირების და სახელმწიფოს კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დარღვევას, ამ შემთხვევაში საინვესტიციო საქმიანობის მონაწილეთა ზარალის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა. მუხლი 20🔗.  საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების პასუხისმგებლობა      სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საინვესტიციო საქმიანობათა სუბიექტებს ეკისრებათ კანონმდებლობითა და დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონებრივი და სხვა პასუხისმგებლობა. სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე მიყენებული ზარალის ანაზღაურება არ ათავისუფლებს ბრალეულ მხარეს მოვალეობის შესრულებისაგან, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით ან ხელშეკრულებით. მუხლი 21🔗.  პასუხისმგებლობა სახელმწიფო შეკვეთის რეალიზაციისას 1. სახელმწიფო შეკვეთის შესასრულებლად აღებული ვალდებულებების ან კანონის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისას ყველა დონის სახელმწიფო ორგანოს თავისი მოვალეობის შესაბამისად ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების წინაშე. ამ ორგანოების სახსრების უკმარისობის შემთხვევაში ზარალი ანაზღაურდება მათი ზემდგომი ორგანოს მიერ. დამნაშავე თანამდებობის პირები პერსონალურად აგებენ პასუხს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ სახელმწიფო შეკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო და ვალდებული არიან ერთმანეთს აუნაზღაურონ ზარალი ხელიდან გაშვებული სარფის ჩათვლით. 3. საინვესტიციო საქმინობის მონაწილეებს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობის ინვესტორის - სახელმწიფოს წინაშე სახელმწიფო შეკვეთის რეალიზაციისათვის, კანონმდებლობით დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗.  ინვესტიციის დაცვა 1. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია ინვესტიციის დაცვა, მიუხედავად საკუთრების ფორმისა. ინვესტიციის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. 2. დაუშვებელია ინვესტიციების უსასყიდლოდ ნაციონალიზება ან რეკვიზირება, ან თავისი შედეგების მიხედვით მათი ტოლფასი ზომების გამოყენება. ასეთი ზომები შეიძლება გატარებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ინვესტორებს ეძლევათ გასასხვისებელი საინვესტიციო ქონების შეფასებითი ღირებულების კომპენსაცია. ინვესტორების მიერ შეტანილი ან შეძენილი საბანკო მიზნობრივი ანაბრები, აქციები და სხვაგვარი ფასიანი ქაღალდები, მოწყობილობის შესაძენად ან  საიჯარო უფლების მისაღებად მათი გადახდილი თანხა ჩამორთმევის შემთხვევაში ინვესტორებს აუნაზღაურდებათ საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, გარდა იმ თანხების, რომლებიც აღმოჩნდა გამოუყენებელი ან დაკარგული თვით ინვესტორების მოქმედებით, ან მათი წამოწყებების განხორციელებისას. 3. დავა, რომელიც წარმოიქმნება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, განიხილება შესაბამისად სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. 4. ინვესტიციები შეიძლება დაზღვეულ იქნეს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი დაზღვევა სავალდებულოა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                          ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო.