⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.1994)
გაუქმებულია:

საგადასახდო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.1991
ძალის დაკარგვა 01.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,092 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.1991 მიღება
01.01.1994 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახდო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ (ძალადაკარგულია - 21.12.1993) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საგადასახდო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ „საგადასახადო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით წესდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე ფონდების შემოსავლები გადასახადების და სახელმწიფო ბირჟის სახით. იგი ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის, მათი ქონებრივი და სხვა ურთიერთობების რეგულირების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას და სხვა საკანონმდებლო აქტებს. საქართველოს რესპუბლიკის საგადასახდო სისტემა უზრუნველყოფს ფულადი რესურსების თავმოყრას სახელმწიფო ბიუჯეტში, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობასა და სამეურნეო საქმიანობის რეგულირებას. იგი განაკვეთებისა და შეღავათების დიფერენციაციის საშუალებით ქმნის სტიმულს დარგის, რეგიონის, საწარმოს, ცალკეული სახეობის პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების განვითარებისათვის, არეგულირებს საწარმოთა რენტაბელობისა და მოქალაქეთა შემოსავლების დონეს, უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების ეკონომიკურ, ეფექტიან გამოყენებას და გარემოს დაცვას. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. „საგადასახადო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ გადასახადებსა და სახელმწიფო ბაჟს, გადასახადით დაბეგვრის სუბიექტებსა და ობიექტებს, დაბეგვრაში შეღავათების მინიჭების საერთო წესს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გადაწყვეტის საერთო წესს. მოცემული კანონით დაწესებული გადასახადები და სახელმწიფო ბაჟი შეიტანება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებში ან ბიუჯეტგარეშე ფონდებში. გადასახადების სისტემა ერთიანი და სავალდებულოა ყველა იურიდიული პირისათვის საკუთრების ფორმების, დაქვემდებარების, საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის. მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ტერიტორიულ წყლებში მდებარე ყველა იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა ფიზიკური პირი, რომელიც საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ტერიტორიულ წყლებში, ვალდებული არიან გადაიხადონ საქართველოს რესპუბლიკაში დაწესებული გადასახადები და სახელმწიფო ბაჟი. მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკაში გადასახადები და სახელმწიფო ბაჟი წესდება: 1. საქართველოს რესპუბლიკის კანონებით; 2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებით; 3. ავტონომიური რესპუბლიკების კანონებით; 4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗. გადასახადების ან სახელმწიფო ბაჟის დამწესებელი ორგანო განსაზღვრავს: 1. გადასახადების განაკვეთებს ან მისი დაწესების წესს; 2. გადასახადების გადახდის წესს; 3. შეღავათებს გადასახადებში და გადასახადებისაგან გათავისუფლების პირობებს; 4. გადასახადების მოქმედების ვადას. მუხლი 5🔗. მოცემულ კანონში ჩამოთვლილი გადასახადების გარდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლება აქვს მისდამი ადმინისტრაციულად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დააწესოს დამატებითი გადასახადები. ამასთან, ერთი და იგივე დასაბეგრი ობიექტი გადასახადით იბეგრება მხოლოდ ერთხელ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 6🔗. გადასახადები გადაიხდევინება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფულით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 7🔗. გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გადაჭრის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. თავი II გადასახადის სახეობები, ობიექტები და გადასახადების მიმღებნი მოგებიდან გადასახადი მუხლი 8🔗. მოგებიდან გადასახადის დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული პირები საკუთრების ფორმების, დაქვემდებარების, საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად, რომლებიც მოგებას იღებენ სამეურნეო და სხვა კომერციული საქმიანობიდან. მუხლი 9🔗. მოგებიდან გადასახადები ჩაირიცხება: 1. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; 2. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებში; 3. ადგილობრივ ბიუჯეტებში; მუხლი 10🔗. მოგებიდან გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. მოგებიდან გადასახადის განაკვეთის ზღვრული ოდენობა და საქართველოს რეპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩასარიცხი განაკვეთი; 2. ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დაწესებული გადასახადის განაკვეთის ზღვრული ოდენობა; 3. შეღავათიან გადასახადში და გადასახადებისაგან გათავისუფლების პირობები; 4. გადასახადის გადახდის წესი. ბრუნვის გადასახადი მუხლი 11🔗. ბრუნვის გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული პირები საკუთრების ფორმების, დაქვემდებარების საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად (მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოები და მათი ფილიალები), რომლებიც აწარმოებენ და ყიდიან იმ საქონელს, რომელიც ბრუნვის გადასახადით იბეგრება. მუხლი 12🔗. ბრუნვის გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით გადაირიცხება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 13🔗. ბრუნვის გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთების დაწესების წესი; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი. სააქციზო გადასახადი მუხლი 14🔗. სააქციზო გადასახადს, როგორც მოხმარების მარეგულირებელ არაპირდაპირ გადასახადს, დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული პირები საკუთრების და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად, მათ მიერ გაყიდული იმ საქონლის ბრუნვიდან, რომელიც სააქციზო გადასახადით იბეგრება. მუხლი 15🔗. სააქციზო გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით გადაირიცხება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 16🔗. სააქციზო გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. საქონლის ჩამონათვალი, რომელიც იბეგრება სააქციზო გადასახადით; 2. გადასახადის განაკვეთები; 3. სააქციზო გადასახადში შეღავათების მინიჭების წესი; 4. სააქციზო გადასახადის გადახდის წესი. დამატებულ ღირებულებაზე გადასახადი მუხლი 17🔗. დამატებულ ღირებულებაზე გადასახადს დაწესებული განაკვეთის მიხედვით გადაიხდიან იურიდიული პირები საკუთრების ფორმების, დაქვემდებარების, საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად (მათ შორის უცხოელი იურიდიული პირებისა და მოქალაქეების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ერთობლივი საწარმოები და მათი ფილიალები) საქონლის გაყიდვის ყოველი აქტის შემდეგ მისი მოძრაობის ყოველ სტადიაზე დამატებული ღირებულებიდან. მუხლი 18🔗. დამატებულ ღირებულებაზე გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით გადაირიცხება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 19🔗. დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადი მუხლი 20🔗. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები ბუნებრივი რესურსების საერთო სარგებლობიდან მათი საქმიანობის შედეგად რესურსების გამოყენებულ მცდელობაზე. მუხლი 21🔗. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადი ჩაირიცხება: 1. საქართველოს რეპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; 2. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში; 3. ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 22🔗. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადით დასაბეგრი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალი; 2. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის განაკვეთები და მათი დიფერენციის საფუძვლები; 3. ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გადახდის წესი. მიწის გადასახადი მუხლი 23🔗. მიწის გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც სარგებლობაში გამოეყოთ მიწის ფართობი. მუხლი 24🔗. მიწის გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 25🔗. მიწის გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი; 4. გადასახადის განაკვეთების დიფერენციაციის საფუძვლები მიწის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწების მიხედვით - მათი ბონიტორებიდან (ხარისხობრივი შეფასებიდან) გამომდინარე. შენობა-ნაგებობების მფლობელთა გადასახადი მუხლი 26🔗. შენობა-ნაგებობების მფლობელთა გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გარდა, უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირები მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისათვის, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, რომლებიც თავიანთ კუთვნილ შენობა-ნაგებობებს აქირავებენ ან ამ შენობა-ნაგებობებში ეწევიან რეწვას, ან აწყობენ საწარმოებს. მუხლი 27🔗. შენობა-ნაგებობების მფლობელთა გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 28🔗. შენობა-ნაგებობების მფლობელთა გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა გადასახადი მუხლი 29🔗. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა გადასახადს გადაიხდიან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი იურიდიული და ფიზიკური პირები ძრავის სიმძლავრის ერთეულზე ან ტონაჟზე დაწესებული განაკვეთების მიხედვით. მუხლი 30🔗. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 31🔗. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი. საბაჟო გადასახადი მუხლი 32🔗. საბაჟო გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები მათი კუთვნილი იმ საქონლის მოცულობის ან ღირებულების მიხედვით, რომელიც ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. მუხლი 33🔗. საბაჟო გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. მუხლი 34🔗. საბაჟო კონტროლის შესახებ კანონით საბაჟო გადასახადთან დაკავშირებით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. გადასახადის გადახდის წესი. სატრანზიტო გადასახადი მუხლი 35🔗. სატრანზიტო გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის გავლისას. მუხლი 36🔗. სატრანზიტო გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. მუხლი 37🔗. სატრანზიტო გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. გადასახადის განაკვეთები; 2. გადასახადის გადახდის წესი. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი მუხლი 38🔗. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები განურჩევლად მოქალაქეობრივი კუთვნილებისა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ ყველა წყაროდან მიღებული ფულადი შემოსავლების მიხედვით. ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლების მიხედვით. მუხლი 39🔗. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით გადაირიცხება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 40🔗. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. საშემოსავლო გადასახადის პროგრესიული განაკვეთების; 2. გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმი; 3. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 4. გადასახადის გადახდის წესი. საკურორტო გადასახადი მუხლი 41🔗. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ საკურორტო გადასახადი, რომელსაც გადაიხდიან რესპუბლიკის კურორტებზე 5 დღეზე მეტი ვადით დროებით საცხოვრებლად, დასასვენებლად ან სამკურნალოდ ჩამოსული ფიზიკური პირები. მუხლი 42🔗. საკურორტო გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ბიუჯეტგარეშე ფონდში და ხმარდება საკურორტო მეურნეობების შემდგომ განვითარებას. მუხლი 43🔗. ადგილობრივი მმართველობის ორგანო საკურორტო გადასახადის მიხედვით აწესებს: 1. გადასახადის განაკვეთს; 2. გადასახადის გადახდის წესს. ეკოლოგიური გადასახადი მუხლი 44🔗. ეკოლოგიურ გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირები ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისათვის. მუხლი 45🔗. ეკოლოგიური გადასახადი ჩაირიცხება: 1. გარემოს დაცვის ბიუჯეტგარეშე სახელმწიფო ფონდში. 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გარემოს დაცვის ბიუჯეტგარეშე ფონდში. მუხლი 46🔗. ეკოლოგიური გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. ეკოლოგიური გადასახადის განაკვეთების დაწესების წესი; 2. გადასახადის გადახდის წესი. შემოსავლებზე გადასახადი მუხლი 47🔗. შემოსავლებზე გადასახადს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული პირები საკუთრების ფორმების, დაქვემდებარების, საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციული ფორმების მიუხედავად მათ კუთვნილ აქციებზე, ობლიგაციებზე და სხვა ფასიან ქაღალდებზე, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ ერთობლივ საწარმოებში და ფიზიკური პირის უფლების მქონე ინდივიდუალურ საწარმოებსა და სამეურნეო ამხანაგობებში წილობრივი მონაწილეობით მიღებულ შემოსავლებზე, ასევე უცხოელი იურიდიული პირები იმ შემოსავლებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის საქართველოში საქმიანობის განხორციელებასთან, მაგრამ შემოსავლის წყარო იმყოფება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შემოსავლებზე გადასახადი გადაიხდევინება აგრეთვე კაზინოებიდან, ვიდეოსალონებიდან (ვიდეო ჩვენებებიდან), სათამაშო ავტომატების ექსპლოატაციიდან, მასობრივი საკონცერტო-სანახაობითი ღონისძიებების ჩატარებიდან მიღებულ შემოსავლებზე. მუხლი 48🔗. შემოსავლებზე გადასახადი ჩაირიცხება: 1. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; 2. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში; 3. ადგილობრივ ბიუჯეტებში. მუხლი 49🔗. შემოსავლებიდან გადასახადის შესახებ კანონით წესდება: 1. შემოსავლებზე გადასახადის განაკვეთები და ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი; 2. შეღავათები გადასახადში და გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. გადასახადის გადახდის წესი. სახელმწიფო ბაჟი მუხლი 50🔗. სახელმწიფო ბაჟს დაწესებული განაკვეთების მიხედვით გადაიხდიან იურიდიული და ფიზიკური პირების იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებათა შესრულებისა და საბუთების გაცემისათვის. მუხლი 51🔗. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 52🔗. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით წესდება: 1. იურიდიული მნიშვნელობის იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომლებზედაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი; 2. შეღავათები და სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; 3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთებს აწესებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. თავი III სპეციალური დებულებანი ორმაგი დაბეგვრის დაუშვებლობა მუხლი 53🔗. დასაბეგრი ობიექტი, რომელიც მოცემული კანონის მიხედვით იბეგრება, არ შეიძლება სხვა გადასახადით დაიბეგროს. საზღვარგარეთ მიღებული მოგების ან შემოსავლის თანხა შეიტანება მოგების ან შემოსავლის საერთო თანხაში, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და გაითვალისწინება გადასახადის თანხის განსაზღვრის დროს. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის, კონტინენტური შელფისა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური ზონის გარეთ მიღებული მოგებიდან ან შემოსავლებიდან გადასახადების თანხები, რომლებსაც იურიდიული და ფიზიკური პირები საზღვარგარეთ უცხოეთის ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდიან, ჩაითვლება მათ მიერ საქართველოს რესპუბლიკაში მოგებიდან ან შემოსავლებიდან გადასახადების გადახდის დროს. ამასთან ჩასათვლელი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოგებიდან (შემოსავლიდან) გადასახადის თანხას, რაც ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკაში გადახდას. საზღვარგარეთ მიღებული მოგების (შემოსავლის) მიხედვით. მუხლი 54🔗. საქართველოს რესპუბლიკის საზოგადო სისტემა ითვალისწინებს რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესებს, ამასთან უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცალკეული სახეობის გადასახადები გამოიყენება რესპუბლიკის ეკონომიკის დაცვის მიზნით. სტაჟირების შემთხვევაში დადგენილი წესით შეიძლება შემოღებულ იქნეს სხვა სახეობის გადასახადები, განვითარების გარკვეულ ეტაპზე კი უნდა მოხდეს ბრუნვის გადასახადის ტრანსფორმაცია სააქციზო გადასახადში და დამატებული ღირებულების გადასახადში. თავი IV კონტროლი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე მუხლი 55🔗. კონტროლს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ: 1. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები; 2. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები; 3. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები; 4. სხვა მაკონტროლებელი ორგანოები. მუხლი 56🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები და ადგილობრივი საფინანსო და საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საერთო კონტროლს გადასახადების შემოსვლაზე. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ კონტროლს ყველა გადამხდელის მიერ გადასახადების სწორად და თავისდროულად გადახდაზე. საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასა და მის დაცვაზე კონტროლს სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. მუხლი 57🔗. გადასახადების გადახდის წესის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო საგადასახადო ორგანო გამოსცემს განკარგულებას, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოს განკარგულების გასაჩივრება შეიძლება ზემდგომ საგადასახადო ორგანოში, შემდეგ კი სასამართლოში ან არბიტრაჟში, რაც არ აჩერებს განკარგულების შესრულებას. თავი V გადამხდელთა პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის მუხლი 58🔗. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევად ითვლება: 1. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მოგებისა და დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირებული ოდენობით ჩვენება, აგრეთვე გადასახადის ოდენობის განსაზღვრისათვის სავალდებულო მონაცემების წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა; 2. გადასახადების გადახდის დადგენილი ვადების დაუცველობა; 3. შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენაზე უარის თქმა და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საქმიანობის სხვა გზით დაბრკოლება. მუხლი 59🔗. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის წესდება: 1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; 2. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა; 3. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მუხლი 60🔗. გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადამხდელს გადახდება საურავი ნარჩენი თანხის 0,3 პროცენტის ოდენობით. მუხლი 61🔗. იურიდიული პირების მიერ მოგების (შემოსავლების) დამალვის ან შემცირების შემთხვევაში, რის შედეგადაც გადასახადის გადახდა ხდება შემცირებული ოდენობით, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მიერ დამალული ან შემცირებული მოგების (შემოსავლების) თანხები ბიუჯეტში ამოიღება ორმაგი ოდენობით, ხოლო ფინანსური სანქციის მიყენებიდან 12 თვის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორების შემთხვევაში დამალული ან შემცირებული თანხები ბიუჯეტში ამოიღება სამმაგი ოდენობით. ამ თანხების გადახდევინებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. მუხლი 62🔗. ფიზიკური პირების მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების, დასაბეგრი ობიექტების დამალვის ან შემცირების შემთხვევაში სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების განკარგულების საფუძველზე გადასახადები გადაიხდევინება ორმაგი ოდენობით, ხოლო საგადასახადო ორგანოს განკარგულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადახდევინება წარმოებს სასამართლო წესით სამმაგი ოდენობით. ბიუჯეტში შეუტანელი გადასახადები გადაიხდევინება არა უმეტეს ბოლო სამი წლის გადასახადებისა. მუხლი 63🔗. ბიუჯეტში ზედმეტად ჩარიცხული გადასახადების თანხები ფიზიკურ პირებს უკან უბრუნდებათ არა უმეტეს ბოლო სამი წლის ვადისა, ხოლო იურიდიულ პირებს - არა უმეტეს ბოლო ერთი წლის ვადისა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი.