სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 26/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,130 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1. რამდენად სრულყოფილად არის დაგეგმილი პროექტში შესაძენი აპარატურის განთავსება, სწორი ექსპლუატაცია, ერთობლივი გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
2. პროექტით გათვალისწინებული ხარჯების ადეკვატურობა პროექტის მიზნებთან
3. შესაძენი/შემოსატანი აპარატურის გამოყენებისათვის საჭირო სამუშაო გამოცდილების არსებობა პოტენციურ მომხმარებლებში.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxsplast, li.msonormalcxsplast, div.msonormalcxsplast { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxspmiddlecxsplast, li.msonormalcxspmiddlecxsplast, div.msonormalcxspmiddlecxsplast { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №119 2009 წლის 23 ივნისი  ქ. თბილისი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗  საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და კვლევითი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51  მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს: 1. „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1). 2. „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).     მუხლი 2🔗   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური დანართი №1 სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით არის საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო საქმიანობისა და აკადემიურ სფეროში რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. 2. ეს წესი არეგულირებს სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შეძენისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში – გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადების შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს.     მუხლი 2🔗. საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზნები სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს მეცნიერთათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესს.     მუხლი 3🔗. გრანტის გამცემი უფლებამოსილი ორგანო 1. გრანტის გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. გრანტის მისაღებად დაინტერესებული პირი ფონდში წარადგენს საგრანტო განაცხადს. 3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს: ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და მასში მონაწილეობის პირობებს; ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს; გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს; დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას. 4. ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. 5. საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს გრანტის მისაღებად წარდგენილი საგრანტო განაცხადების შეფასებას ამ დადგენილების №2 დანართით გათვა-ლისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფონდის სამეცნიერო საბჭო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს. 7. ფონდი ახორციელებს გამარჯვებული პროექტების გრანტით დაფინანსებასა და პროექტის განხორციელების შესრულების კონტროლს.     მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები 1. გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით. 2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს იმ აკრედიტებულ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც ჩამოყალიბებული არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი). 3. საგრანტო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ერთ ან რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 4. საჭიროების შემთხვევაში გრანტით დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ტრანსპორტირებას, მონტაჟს, ხელსაწყოს სრულყოფილი ექსპლუატაციის სწავლებას, დაზღვევას, საბაჟო გადასახადს, საგარანტიო ან/და საბანკო მომსახურებას. 5. გრანტით დაფინანსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან/პირებთან ფონდი აფორმებს ხელშეკრულებას. 6. გრანტით დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შეძენა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტების შეფასება 1. კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) საგრანტო განაცხადების ფონდში წარდგენა; გ) საგრანტო განაცხადების წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების შეფასება; ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ხელშეკრულებების გაფორმება. 2. საგრანტო განაცხადები შეფასდება ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა).     მუხლი 6🔗. გრანტის შესრულების ანგარიშგება და მონიტორინგი, დაფინანსების შეჩერება და შეწყვეტა 1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს გრანტით დაფინანსებული პროექტის შესრულების კონტროლს როგორც ფინანსური, ისე პროგრამული თვალსაზრისით. 2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ფონდს წარუდგინოს ანგარიში გრანტის ფარგლებში შეძენილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენების შესახებ. 3. ფონდი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს გამარჯვებული პროექტის დაფინანსება გრანტის სახსრების არამიზნობრივი განკარგვის, ყალბი მონაცემების აღმოჩენის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფონდის გადაწყვეტილების საფუძველზე გრანტით დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება და აუთვისებელი სახსრები გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.                დანართი №2 სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები ა) პროექტის აქტუალობის შეფასება (მაქს. 60 ქულა) კრიტერიუმი სუსტი საშუალო კარგი კომენტარი 1. რამდენად შეუწყობს ხელს პროექტი სამეცნიერო კვლევის განვითარებასა და გაფართოებას 0-12 13-20 21-25 2. რამდენად ფართოა მკვლევართა და საკვლევი თემატიკის წრე, რომლებისთვისაც პროექტის განხორციელება სასარგებლო იქნება 0-10 11-16 17-20 3. რამდენად დაეხმარება პროექტის განხორციელება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევაში ინტეგრაციას. 0-7 8-12 13-15 ბ) პროექტის მენეჯმენტის შეფასება (მაქს. 40 ქულა) კრიტერიუმი სუსტი საშუალო კარგი კომენტარი 1. რამდენად სრულყოფილად არის დაგეგმილი პროექტში შესაძენი აპარატურის განთავსება, სწორი ექსპლუატაცია, ერთობლივი გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 0-7 8-12 13-15 2. პროექტით გათვალისწინებული ხარჯების ადეკვატურობა პროექტის მიზნებთან 0-7 8-12 13-15 3. შესაძენი/შემოსატანი აპარატურის გამოყენებისათვის საჭირო სამუშაო გამოცდილების არსებობა პოტენციურ მომხმარებლებში. 0-5 6-8 9-10