⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.03.1996)

საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ

მიღების თარიღი 02.08.1991
ძალის დაკარგვა 23.03.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,634 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.1991 მიღება
23.03.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ (ძალადაკარგულია - 23.02.1996, №122) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ კარი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ბანკის ცნება ბანკი წარმოადგენს კომერციულ დაწესებულებას იურიდიული პირის სტატუსით, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოზიდვისა და თავისი სახელით მათი განთავსების მიზნით დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის პირობით. ბანკები იქმნება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ნებისმიერი ფორმით. მუხლი 2🔗. საფირმო დასახელება (ძალადაკარგულია) ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით შეიძლება ჩართულ იქნეს იურიდიული პირის საფირმო დასახელებაში ან გამოყენებულ იქნეს სარეკლამო მიზნებისათვის მხოლოდ იმ დაწესებულებების მიერ, რომელთაც ამ კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვთ საბანკო ოპერაციების წარმოების უფლება. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკის საბანკო სისტემა საქართველოს რესპუბლიკის საბანკო სისტემა მოიცავს: ა)  საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა და მის დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობას არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ (ამ კანონის დებულებები გამოიყენება ეროვნული ბანკის მიმართ, როდესაც ამის შესახებ არის პირდაპირი მითითება); ბ) კომერციულ ბანკებს, რომელთა საქმიანობას არეგულირებს ეს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული  საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები. გ) სხვა საკრედიტო დაწესებულებებს (საქველმოქმედო, სადაზღვევო და საპენსიო ფონდებს, საინვესტიციო კომპანიებს). ერთობლივი* და უცხოეთის** ბანკების, აგრეთვე უცხოეთის ბანკების ფილიალებისა და წარმომადგენლობების საქმიანობას არეგულირებს ეს კანონი, აგრეთვე უცხოეთის ინვესტიციების შესახებ  საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 4🔗. კომერციული ბანკების სახეობანი 1. კომერციულ ბანკები განსხვავდებიან: ა) საწესდებო კაპიტალის კუთვნილებისა და შექმნის წესის მიხედვით საპაიო, სააქციო ერთობლივი და უცხოეთის ბანკები; ბ) საქმიანობის არეალის მიხედვით - სპეციალიზებული და უნივერსალური ბანკები; დარგობრივი ორიენტაციის მიხედვით. 2. რესპუბლიკური, რეგიონალური თუ სხვა პროგრამების დასაფინანსებლად  საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული სახელმწიფო კომერციული ბანკები. ------ *უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბანკები **ბანკები, რომელთა საწესდებო ფონდები მთლიანად უცხოური კაპიტალით არის შექმნილი. 3. კომერციულ ბანკებს შეუძლიათ შექმნან კავშირები, ასოციაციები და სხვა გაერთიანებები მათი ინტერესების დაცვისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის. 4. ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კავშირები, ასოციაციები და სხვა გაერთიანებები გამოიყენონ ისეთი შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც მიმართულია საბანკო ოპერაციების ბაზრის მონოპოლიცაზიისაკენ საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოების ოდენობის დაწესების საკითხებში, აგრეთვე საბანკო საქმეში კონკურენციის შეზღუდვისაკენ. ანტიმონოპოლიური წესების დაცვას აკონტროლებს  საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. მუხლი 5🔗. კომერციული ბანკის წესდება 1. კომერციული ბანკი ფუნქციონირებს მისი დამფუძნებლის საერთო კრებაზე დამტკიცებული წესდების საფუძველზე. 2. კომერციული ბანკის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) ბანკის დასახელება და ადგილსამყოფელი (საფოსტო მისამართი); ბ) ბანკის მიერ შესასრულებელი სხვა ოპერაციები; გ) ბანკის საწესდებო ფონდის მოცულობა და სხვა ფონდები, მათი შექმნის წესი წყაროს მითითებით; დ) სამართლებრივი მდგომარეობა იმის მითითებით, რომ ბანკი იურიდიულ პირს წარმოადგენს; ე) დებულება ბანკის მმართველობის ორგანოების, მათი შექმნის, ფუნქციონირებისა და სტრუქტურის, საბანკო საქმიანობის კონტროლის შესახებ; ვ) ბანკის საქმიანობის შეწყვეტის წესი. 3. კომერციული ბანკის წესდება იქმნება ეროვნული ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე; ამასთან დასაშვებია მასში გათვალისწინებულ იქნეს სხვა დებულებებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და ასახავს ბანკის საქმიანობის თავისებურებებს. მუხლი 6🔗. კომერციული ბანკის ოპერაციები 1. კომერციული ბანკები იღებენ და განათავსებენ ფულად ანაბრებს, იზიდავენ და გასცემენ კრედიტებს, კლიენტებისა და ბანკ-კორესპონდენტების დავალებით ახორციელებენ ანგარიშსწორებასა და მათ საკასო მომსახურებას. კომერციულ ბანკებს შეუძლიათ განახორციელონ სხვა ოპერაციებიც, რომლებიც გათვალისწინებულია მათი წესდებით და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის: ა) კლიენტებისა და ბანკ-კორესპონდენტების ანგარიშების წარმოება; ბ) კაპიტალურ დაბანდებათა დაფინანსება ინვესტირებადი სახსრების მფლობელის ან მათი განმკარგულებლის დავალებით; გ) საგადასახადო საბუთებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების (ჩეკები, აკრედიტივები, თამასუქები, აქციები, ობლიგაციები და სხვა გამოშვება; დ) სახელმწიფო საგადასახადო საბუთებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა, გაყიდვა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები; ე) მესამე პირის მაგივრად თავდებების, გარანტიებისა და სხვა ვალდებულებათა გაცემა, რომელთა შესრულებაც გათვალისწინებულია ფულადი ფორმით; ვ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევიდან მოთხოვნის უფლების შეძენა; ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე რისკის აღება და ამ მოთხოვნის ინკასაცია (ფაქტორინგი); ზ) საწარმოებისა და ორგანიზაციების თხოვნით მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონების შეძენა და იჯარით გაცემა (ლიზინგი); თ) ორგანიზაციებისა და მოსახლეობისაგან უცხოური ვალუტის შეძენა და მათთვის მისი მიყიდვა; ი) საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ ძვირფასი ლითონების, ბუნებრივი ძვირფასი ქვების, აგრეთვე მათგან დამზადებულ ნაკეთობათა შეძენა და გაყიდვა; კ) ანგარიშებსა და ანაბრებზე ძვირფასი ლითონების მოზიდვა და განთავსება, აგრეთვე, ფასეულობებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად; ლ) კლიენტების დავალების სამინდობილობო ოპერაციები (სახსრების მოზიდვა და განზიდვა, ფასიანი ქაღალდების მართვა და სხვა); მ) საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ამ მუხლში გათვალისწინებული ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული ფულადი ერთეულით, ისე უცხოური ვალუტით. 2. კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელონ ოპერაციები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიების გაცემის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. 3. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის დავალებების საფუძველზე განახორციელონ ბიუჯეტის საკასო შესრულების ოპერაციები. 4. კომერციული ბანკებს ეკრძალებათ ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც საბანკო საქმიანობის სფეროს სცილდება, აგრეთვე საქმიანობა ყველა სახის დაზღვევის სფეროში. მუხლი 7🔗. კომერციული ბანკების დამოუკიდებლობა კომერციული ბანკები სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოებისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ ოპერატიულ საქმიანობას. კომერციული ბანკები პასუხს არ აგებენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვალდებულებებზე, ისევე როგორც მთავრობა არ არის პასუხისმგებელი ბანკების ვალდებულებებზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც მთავრობა ან ბანკი თავად კისრულობს ასეთ ვალდებულებას. კარი II კომერციული ბანკების გახსნისა და ლიკვიდაციის წესი მუხლი 8🔗. კომერციული ბანკის დამფუძნებლები, აქციონერები (მონაწილეები) 1. კომერციული ბანკის დამფუძნებლები, აქციონერები (მონაწილეები) შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. სახელმწიფო ხელისუფლების ყველა დონის ორგანო და მათი აღმასრულებელი ქვედანაყოფები, როგორც წესი, არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის დამფუძნებლები. თითოეული მონაწილის წილი არ უნდა აღემატებოდეს საწესდებო კაპიტალის 35 პროცენტს.  (ძალადაკარგულია) 2. უცხოური და ერთობლივი ბანკების შექმნისას ერთ-ერთი უცხოური დამფუძნებელი, როგორც წესი, არ უნდა იყოს ბანკი. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 9🔗. კომერციული ბანკების საქმიანობის ლიცენზირების წესი კომერციული ბანკები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საბანკო ოპერაციების წარმოებაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე. მუხლი 10🔗. ლიცენზიების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია 1. საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიების მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ა) შუამდგომლობა ლიცენზიის მისაღებად; ბ) დამფუძნებელი საბუთები, დამფუძნებელი ხელშეკრულება, ბანკის წესდება, ოქმი წესდების დამტკიცებისა და ბანკის მმართველობითი ორგანოების დანიშვნის შესახებ; გ) ეკონომიკური დასაბუთება გაანგარიშებითი ბალანსის, შემოსავალ-გასავალისა და მოგების გეგმის* აუცილებელი დართვით; დ) დამფუძნებლების საფინანსო მდგომარეობის შესახებ აუდიტორული ორგანიზაციის დასკვნა; ე) მონაცემები ბანკის ხელმძღვანელების (გამგეობის თავმჯდომარე და მთავარი ბუღალტერი) პროფესიული შესაბამისობის შესახებ, მათი უმწიკვლო რეპუტაციის და, როგორც წესი, საბანკო მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით; ვ) დოკუმენტი გაცემული ლიცენზიების ფარგლებში საწესდებო ვალდებულებების შესასრულებლად ვარგისი შენობის არსებობის შესახებ; ზ) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 2. საწესდებო ფონდის მინიმალურ ოდენობას, აგრეთვე მისი განაღდების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის სახეობის მიხედვით. _________________________________ * მონაცემები კეთდება ეკონომიკურად დასაბუთებული პროგნოზის სახით. მუხლი 11🔗.  ერთობლივი და უცხოეთის ბანკების, აგრეთვე უცხოეთის ბანკების ფილიალების მიერ ლიცენზიების მისაღებად აუცილებელი დამატებითი დოკუმენტაცია და პირობები 1. საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიების მისაღებად ერთობლივი და უცხოეთის ბანკები, აგრეთვე უცხოეთის ბანკების ფილიალები ამ კანონის მე-10 მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა წარმოადგენენ დადგენილი წესით ლეგალიზებულ შემდეგ დოკუმენტებს; ა) უცხოური იურიდიული პირები: უცხოური დამფუძნებლების (მონაწილეების) შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბანკის შექმნაში ან ფილიალის გახსნაში მათი მონაწილეობის შესახებ; იმ ქვეყნის საკონტროლო ორგანოს წერილობით თანხმობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს უცხოური დამფუძნებელი (მონაწილე), საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი ბანკის შექმნაში მონაწილეობის მიღების, ან ფილიალის გახსნის თაობაზე, თუ ასეთი გათვალისწინებულია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით. ბ) უცხოელი მოქალაქეები: უცხოეთის პირველი კლასის ბანკის დამოწმებას პიროვნების გადახდისუნარიანობის შესახებ; რეკომენდაციებს არანაკლებ ორი უცხოური ცნობილი გადახდისუნარიანი იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან. 2. ყველა კომერციული ბანკისათვის თანაბარი საკონკურენტო პირობების უზრუნველსაყოფად რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხოეთისა და ერთობლივი ბანკების დამფუძნებლებს წაუყენოს დამატებითი მოთხოვნები მათი საწესდებო კაპიტალის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის ნაწილში. მუხლი 12🔗. შუამდგომლობის განხილვის ვადები და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა 1. შუამდგომლობებს ლიცენზიების გაცემის თაობაზე რესპუბლიკის ეროვნული ბანკი განიხილავს არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა ამ კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარმოდგენის დღიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი დამფუძნებლებს მათივე მოთხოვნით უხდის ჯარიმას დაგვიანების დღეზე განაღდებული საწესდებო ფონდის 0.01%-ის ოდენობით. 2. შუამდგომლობა განხილულად ითვლება კომერციული ბანკის დამფუძნებლებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების გაგზავნის დღიდან. მუხლი 13🔗. ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები რესპუბლიკის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განაცხადოს უარი საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზიების გაცემაზე ამ მუხლში ჩამოთვლილ ნებისმიერ საფუძველზე: ა) დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და წესდების შეუსაბამობა საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ბ) დამფუძნებლების არადამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საწესდებო ფონდის დადგენილ ვადებში განაღდებას და საფრთხეს უქმნის ბანკის მეანაბრეებისა და კრედიტორების ინტერესებს; გ) კომერციული ბანკის ხელმძღვანელების (თავმჯდომარე და მთავარი ბუღალტერი) პროფესიული შეუსაბამობა (ეროვნული ბანკის დასკვნით); დ) გაცემული ლიცენზიების ფარგლებში საწესდებო ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო სამსახურებრივი შენობის არარსებობა; ე) რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. მუხლი 14🔗. კომერციული ბანკების რეგისტრაცია (ძალადაკარგულია) 1. საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიების გაცემასთან ერთად საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ახდენს კომერციული ბანკის რეგისტრაციას და აცნობებს მას სარეგისტრაციო ნომერს. 2. კომერციული ბანკს რეგისტრაციის მომენტიდან ენიჭება იურიდიული პირის სტატუსი. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 15🔗. კომერციული ბანკების ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის  წესი (ძალადაკარგულია) 1. ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ გახსნან თავიანთი ფილიალები და წარმომადგენლობები საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული ბანკის თანხმობითა და რეგისტრაციით. 2. კომერციული ბანკების ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნა საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 16🔗. ლიცენზიების მოთხოვნის საფუძველი (ძალადაკარგულია) 1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოითხოვოს საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიები შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ აღმოჩნდა, რომ ლიცენზია გაცემულია არასწორი მონაცემების საფუძველზე; ბ) თუ ბანკის საქმიანობის დაწყება შეფერხდა ლიცენზიის გაცემიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში; გ) თუ დაწესებულ ვადებში არ შესრულდა საწესდებო ფონდის დადგენილი თანხების განაღდების ვალდებულება; დ) თუ გამოვლინდა ამ კანონის მე-6 მუხლით აკრძალული ოპერაციების წარმოების ან წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტები; ე) თუ გამოვლინდა ანტიმონოპოლიური კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები. ლიცენზიის გამოთხოვა შეიძლება მოხდეს აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში. 2. ყველა ლიცენზიის გამოთხოვა მოქმედებს როგორც გადაწყვეტილება ბანკის ლიკვიდაციის შესახებ. ლიცენზიის გამოთხოვა წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელსაც როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი ზომების გატარება. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 17🔗. ეროვნული ბანკისათვის კომერციული ბანკების დამფუძნებელ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების შეტყობინების აუცილებლობა (ძალადაკარგულია) კომერციული ბანკები ვალდებული არიან ერთი თვის განმავლობაში აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს დამფუძნებელ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს ამ დოკუმენტების სანოტარო კანტორის მიერ დამოწმებული ასლები. თუ აღნიშნული ცვლილებები იძლევა ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, მაშინ შეიძლება ლიცენზიის გამოთხოვა ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 18🔗. კომერციული ბანკების საქმიანობის შეწყვეტა (ძალადაკარგულია) კომერციული ბანკების საქმიანობის შეწყვეტა ხდება ამ კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე რესპუბლიკაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №578 - საქართველოს პარლამენტის უწყებები №21-22, 28.10.1994 წ. მუხ.456 მუხლი 19🔗. დავის გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი კომერციულ ბანკებსა და მათ დამფუძნებლებს შეუძლიათ გაასაჩივრონ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებისა და საკონტროლო ფუნქციების შესრულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში ან არბიტრაჟში. კარი III ბანკის ფინანსური სიმტკიცისა და კლიენტების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მუხლი 20🔗. კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივების დაცვა ბანკების ფინანსური სიმტკიცისა და კლიენტების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად კომერციული ბანკები ვალდებული არიან დაიცვან ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივები, აგრეთვე შექმნან სადაზღვევო და სარეზერვო ფონდები. მუხლი 21🔗. საბანკო საიდუმლოება 1. ბანკები იძლევიან თავიანთი კლიენტებისა და ბანკ-კორესპონდენტთა ოპერაციების, ანგარიშგებისა და ანაბრების შესახებ საიდუმლოების შენახვის გარანტიას. ბანკის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია შეინახოს საიდუმლოება კლიენტებისა და ბანკ-კორესპონდენტების ოპერაციების ანგარიშგების და ანაბრების შესახებ. 2. ცნობები იურიდიული პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ თვით იურიდიულ პირებს, მათ ზემდგომ ორგანოებს, სასამართლო, საგამოძიებო და საარბიტრაჟო ორგანოებს, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა და აუდიტორიულ ორგანიზაციებს, აგრეთვე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებს დაბეგვრის საკითხებზე. 3. ცნობები მოქალაქეთა პირადი ანგარიშებისა და ანაბრების შესახებ თვით კლიენტებისა და მათი წარმომადგენლობების გარდა მიეცემათ სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე იმ შემთხვევებში, როდესაც კლიენტების ანგარიშებსა და ანაბრებზე არსებულ ფულად სახსრებსა და ფასეულობებზე შეიძლება დადებულ იქნეს ყადაღა, მიქცეულ იქნეს გადასახდევინებლად ან გამოყენებულ იქნეს ქონების კონფისკაცია. 4. ცნობები ანგარიშებისა და ანაბრების შესახებ მათი მფლობელის სიკვდილის შემთხვევაში გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც მითითებული არიან ბანკში აცხადებულ საანდერძო განკარგულებაში, სახელმწიფო სანოტარო კანტორების მოთხოვნით მათ წარმოებაში არსებული გარდაცვლილი მეანაბრეების სამემკვიდრეო საქმეებზე და აგრეთვე უცხოეთის საკონსულო დაწესებულებებზე. მუხლი 22🔗. ბანკში არსებულ ფულად სახსრებსა და სხვა ფასეულობებზე ყადაღის დადება და გადასახდევინებლად მიქცევა 1. იურიდიული და ფიზიკური პირების, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბანკში არსებულ ფულად სახსრებსა და სხვა ფასეულობებზე ყადაღის დადება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგამოძიებო და არბიტრაჟის ორგანოების დადგენილებით, ხოლო გადახდევინება - მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული აღმასრულებელი ფურცლით, სახელმწიფო არბიტრაჟის ბრძანებით და სხვა აღმასრულებელი დოკუმენტებით, აგრეთვე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით. 2. მოქალაქეთა ბანკში არსებულ ფულად სახსრებსა და ფასეულობებზე ყადაღის დადება ან სახსრების გადახდევინება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით. მოქალაქეთა ფულადი სახსრებისა და ფასეულობების კონფისკაცია შეიძლება მოხდეს ძალაში შესული განაჩენის ან ქონების კონფისკაციის შესახებ კანონის შესაბამისად გამოტანილი დადგენილების თანახმად. კარი IV ბანკებს შორის ურთიერთობა და კომერციული ბანკების მიერ კლიენტების მომსახურება მუხლი 23🔗. ბანკთაშორისი დეპოზიტები, საკრედიტო და სხვა ოპერაციები 1. კომერციულ ბანკებს შეუძლიათ სახელშეკრულებო საფუძველზე მოიზიდონ და ერთმანეთთან განათავსონ თანხები დეპოზიტების ან კრედიტების სახით, აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან სხვა მათი წესდებებით გათვალისწინებული ოპერაციები. 2. კლიენტების დაკრედიტების და ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის თანხების უკმარისობის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს კრედიტის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ ეროვნულ ბანკს. აღნიშნული ოპერაციების შესრულების წესებსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. მუხლი 24🔗. კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საპროცენტო განაკვეთებსა და საკომისიო გასამრჯელოს ოდენობას „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დებულების გათვალისწინებით. მუხლი 25🔗. ბანკებისა და კლიენტების ურთიერთობის სახელშეკრულებო ხასიათი 1. ბანკებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობა სახელშეკრულებო ხასიათს ატარებს. 2. კლიენტები დამოუკიდებლად ირჩევენ ბანკებს საკრედიტო-საანგარიშსწორებო და საკასო მომსახურებისათვის და შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის საბანკო მომსახურებით როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბანკში, ამ უკანასკნელის თანხმობით. მუხლი 26🔗. ანგარიშსწორების ფორმები ბანკები ანგარიშსწორებას ახორციელებენ რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით. თუ ანგარიშსწორების რომელიმე ფორმა არ არის განსაზღვრული ეროვნული ბანკის მიერ, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ ისარგებლონ საერთაშორისო პაკეტით. მუხლი 27🔗. კრედიტების დაბრუნებადობის უზრუნველყოფა 1. კრედიტები დროულად დაბრუნებადობის უზრუნველყოფის სახით ბანკები იღებენ გირაოს, გარანტიებს, მინდობილობებს, აგრეთვე ვალდებულებებს საბანკო პრაქტიკაში მიღებული სხვა ფორმებით. 2. ბანკებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება უზრუნველყოფის გარეშე კრედიტების გაცემაზე (საბანკო კრედიტი). მუხლი 28🔗. მსესხებლის გამოცხადება გადახდისუუნაროდ 1. მსესხებელი, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, შეიძლება ბანკის მიერ გამოცხადეს გადახდისუუნაროდ. 2. მსესხებლის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შესახებ ბანკები აცნობებენ ძირითად კრედიტორებს, ზემდგომ ორგანოს, სადაც მოხდა მსესხებლის, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაცია, აგრეთვე დამფუძნებლებს (მონაწილეებს). მუხლი 29🔗. ზომები გადახდისუუნაროდ გამოცხადებული მსესხებლის მიმართ 1. გადახდისუუნაროდ გამოცხადებული მსესხებლის მიმართ ბანკის წინადადებით შეიძლება მიღებულ იქნეს შემდეგი ზომები: ა) ოპერატიული მმართველობის გადაცემა ბანკი-კრედიტორის მონაწილეობით დროებით დანიშნული ადმინისტრაციისათვის. ბ) რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 2. ბანკის მიერ შეთავაზებულ ზომებს, გამომდინარე მსესხებლის სამართლებრივი სტატუსიდან, ახორციელებს მისი ზემდგომი ორგანიზაცია, ორგანო, რომელმაც მოახდინა იურიდიული პირის რეგისტრაცია ან დამფუძნებლები (მონაწილეები). კარი V საშემნახველო საქმე მუხლი 30🔗. მოსახლეობის ანაბრები 1. მოსახლეობის ანაბრების მიღების უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკს. 2. ბანკები დამოუკიდებლად აწესებენ მოსახლეობისაგან ანაბრების მიღების ოპერაციების წარმოების პირობებს. 3. შემოსავლები ანაბრებზე დაბეგვრას არ ექვემდებარება. 4. ბანკები ანაბრებზე ფული მიღებას აწარმოებენ სათანადო საანაბრო დოკუმენტის გაცემით. მუხლი 31🔗. ბანკების ვალდებულებები ანაბრების მიღებასთან დაკავშირებით კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც მოიზიდავენ მოსახლეობის ანაბრებ, ისე უნდა გამოიყენონ მოზიდული სახსრები, რომ უზრუნველყონ სახსრების დაცულობა და მეანაბრის წინაშე ვალდებულებების დროული შესრულება. ამ მიზნით კომერციული ბანკები ვალდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით შექმნან ანაბრების დაზღვევის ბანკთაშორისი ფონდები. მუხლი 32🔗. მეანაბრეები 1. მეანაბრეები შეიძლება იყვნენ რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. 2. მეანაბრეებს შეუძლიათ განკარგონ თავიანთი ანაბრები, მიიღონ შემოსავალი ანაბრებზე პროცენტების სახით ან ბანკის მიერ შემოთავაზებული სხვა ფორმით მოახდინონ უნაღდო ანგარიშსწორება. 3. მეანაბრეს შეუძლია მისცეს ბანკს განკარგულება თავისი სიკვდილის შემთხვევაში გადასცეს ანაბარი ნებისმიერ პირს, სახელმწიფოს ან სხვა იურიდიულ პირს. ანაბარს, რომელზეც არ არის გაკეთებული რაიმე განკარგულება, მეანაბრის სიკვდილის შემთხვევაში ბანკები გასცემენ მემკვიდრეებზე რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 4. კომერციული ბანკები ვალდებული არიან დაიცვალ ანაბრებზე არასრულწლოვანთა უფლებები რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კარი VI აღრიცხვა-ანგარიშგება კომერციულ ბანკებში და მათი საქმიანობისადმი კონტროლი მუხლი 33🔗. აღრიცხვა-ანგარიშგება კომერციულ ბანკებში ბუღალტრული აღრიცხვის წესებს კომერციული ბანკებისათვის, მათ მიერ ეროვნულ ბანკში წარსადგენი საანგარიშსწორებო და სხვა მასალების ხასიათს, ვადებსა და მოცულობას აწესებს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. მუხლი 34🔗. წლიური ბალანსებისა და მოგება-ზარალის ანგარიშების გამოქვეყნება კომერციული ბანკები აქვეყნებენ წლიურ ბალანსებსა და მოგება-ზარალის ანგარიშებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დაწესებულ ვადებში, მას შემდეგ, რაც მათში მოყვანილი მონაცემების უტყუარობა დადასტურებული იქნება აუდიტორიული ორგანიზაციის მიერ. მუხლი 35🔗. კომერციული ბანკების კონტროლი კომერციული ბანკების საქმიანობისადმი კონტროლს ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 36🔗. აუდიტორიული შემოწმებები კომერციული ბანკების საქმიანობას ამოწმებენ ასეთი შემოწმებების ჩატარების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილი აუდიტორიული ორგანიზაციები. კარი VII კანონის გამოყენების თავისებურებანი 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ იმ ბანკებზე, რომლებიც შექმნილია რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. 2. 21-ე და 22-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკზე. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                          ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 2 აგვისტო.